როდესაც სახლის ყიდვას აპირებთ, თქვენ შეიძლება წახვიდეთ სპეციალისტთან, რომელიც ცდილობს შეარჩიოს ყველაზე პოპულარული სტილის სახლი რომელიც გაიყიდა 2014 წელს, ან ტრადიციულად ნახოს, თუ რომელია ყველაზე ცნობილი საცხოვრებელი სხვადასხვა მხარეში და მთის რეგიონებში. სამხრეთ დასავლეთში კეთილმოწყობილი რანჩოს სტილიც შეიძლება შეგხვდეთ.
ამერიკული არქიტექტურული ინსტიტუტის წევრის მარიკა სნაიდერი განმარტავს და საუბრობს სახლის სხვადასხვა სტილზე და დამახასიათებელ თავისებურებებზე.
სნაიდერის თქმით Craftsman სტილის სახლები გვახსენებს მე-20 საუკუნის დასაწყისის ხელოვნებას და ხალხურ რეწვას, რომელიც დაიწყო როგორც ინდუსტრიული რევოლუციის საპასუხო რეაქცია, მხატვრები და დიზაინერები ფიქრობდნენ დაებრუნებინათ დეკორაციული ხელოვნება. Craftsman სტილის სახლის ექსტერიერი წარმოადგენს ქვის და ხის ნაზავს. ასეთმა სახლმა შეიძლება მოგაგონოთ ბუნგალო.
ქანთრი სტილის სახლი გავს უმეტესად კოლონიური სტილის განახლებულ ვერსიას, რომელზეც თავდაპირველად გავლენა იქონია მე-18 საუკუნეში კოლონისტების მიერ შემოტანილმა ევროპულმა სტილმა. მსგავს სახლებს შესასვლელში აქვს კარის ორივე მხარეს ორი ფანჯარა, პატარა სარკმელი კარების მაღლა. გამოირჩევიან თბილი და მყუდრო გარემოთი, ჩვეულებრივ აქვს ჟალუზები, სხვენის ფანჯარა და ხის დეტალები.
იგი ქანთრი სტილის მსგავსია, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მეტ ყურადღებას აქცევენ ისტორიულ დეტალებს - განაცხადა სნიდერმა.
ევროპული სტილის სახლები მომდინარეობს ფრანგული, იტალიური და ზოგჯერ ინგლისური სტილიდან. აქცენტი კეთდება ელემენტებზე, რომლებიც არის ძველი, თუმცა გამძლე, როგორიცაა თაბაშირის კედლები, მარმარილოსი ან ქვის იატაკი და მასიური ბუხარი. ევროპული ექსტერიერი შეიძლება შეიცავდეს ქვის, სპილენძის სახურავის ელემენტებს.
რანჩო არის დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის რეგიონის სტილის სახლი, თუმცა ეხლა მთელი ქვეყანაში გვხვდება. სნაიდერის გამარტებით რანჩო - ამ ტერმინის მნიშვნელობა მოდის როგორც ცალკე მდგომი სახლი. იგი წარმოადგენს ერთ სართულს, ამიტომ ის მოზრდილ ფართობზეა გაშლილი. რანჩო თანამედროვე სახლი გახდა 1950-60 წლებში.
მსგავსი ტიპის სახლი ბევრ ქვეყანაში გვხვდება, მისი საფუძველი მართკუთხედია, ხშირად დამატებული აქვს ერთი ან რამოდენიმე ნაწილი. იგი იმეორებს მე-19 საუკუნის დიზაინს, მაღალი ვიწრო ფანჯარა, დიდი სადარბაზო, ხით მოპირკეთებული გარე ფასადი.
კოტეჯები პატარა ზომის სახლებია რომლებიც აღვიძებს 1920_იან წლებს, წინ აქვთ ფართო ვერანდა, იგი გავს Craftsman სტილის სახლს, თუმცა მასეთი ძვირი არ არის და ხის მასალა გამოიყენება მის ასაშენებლად.
იგი პოპულარული გახდა 1950-60 წლებში, მას აქვს სწორი ან ოდნავ დაქანებული სახურავი, ფართო ფანჯრები, უპირატესობა ენიჭება მაღალი ხარისხის მასალებს როგორიცაა მარმარილო, ხის იატაკი.
სამხრეთული სტილის სახლი ჩამოყალიბდა ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ცხელი, ტენიანი კლიმატის შედეგად, იგი მოიცავს ხელსაყრელ პირობებს, როგორიცაა მიწის დონიდან ოდნავ ამაღლებული საცხოვრებელი, ფართო სახურავი და ვერანდა. სამხრეთული სტილის სახლს შეიძლება ქონდეს მე-19 საუკუნის დეტალები, როგორიცაა შესასვლელში არსებული სვეტები.
მსგავსი სტილის სახლი გვხვდება ესპანეთში, სარანგეთსა და იტალიაში. შეიძლება ითქვას რომ მის ცენტრს წარმოადგენს შიდა ეზო და ვერანდა, რომლის გზაც გრძელდება სახლამდე. სახურავი შეიძლება იყოს დაქანებული და კრამიტით გადახურული - ამბობს სნაიდერი. ინტერიერის დეტალები არის მარტივი და მოიცავს დეკორატიულ ელემენტებს.
ტეგები: Qwelly, არქიტექტურა, კულტურა, სახლები
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•