კოსმოსური სხივების ასტრონომია

      ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ კოსმოსურ სხივებს უწოდებენ კოსმოსიდან დედამიწაზე დაცემულ ნაწილაკთა ნაკადს. ეს ნაკადი ძირითადად შედგება პროტონების, ელექტრონების და სხვადასხვა ქიმიური ელემენტების ბირთვებისგან. დედამიწის ზედაპირის კვადრატულ კილომეტრზე წელიწადში 3×1017 ევ ენერგიის მილიონამდე ნაწილაკი ეცემა. ნაწილაკები ენერგიის მიხედვით ისეა განაწილებული, რომ ენერგიის ზრდასთან ერთად მათი რაოდენობა მკვეთრად ეცემა. მაგალითისთვის მოვიყვანოთ ასეთი მონაცემები. კოსმოსურ სხივებში დღეისათვის დარეგისტრირებულია 3.2×10 ხარისხად 20 ევ ენერგიის მქონე ნაწილაკის ერთადერთი შემთხვევა, ხოლო მასზე ათასჯერ ნაკლები ენერგიის ნაწილაკთა რიცხვი მილიონჯერ მეტია.

      მაღალი ენერგიის კოსმოსურ სხივებთან, რომელთა ენერგია აჭარბებს 5×10 ხარისხად 19 ევ, დაკავშირებულია ორი პრობლემა.

      პირველი პრობლემა შეეხება მაღალი ენერგიის ნაწილაკთა მოძრაობის მიმართულებას. ასეთ ნაწილაკებს აქვს ძალიან დიდი იმპულსი და კოსმოსურ მაგნიტურ ველებს არ ძალუძთ მათი ტრაექტორიის გამრუდება. ამდენად მოსალოდნელია, რომ ზემაღალი ენერგიის ნაწილაკთა მოძრაობის მიმართულების პროექცია ცის თაღზე უნდა ჯგუფდებოდეს რაიმე წერტილების გარშემო, რომლებიც მიანიშნებენ ამ ნაწილაკთა წყაროებზე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაღალი ენერგიის ნაწილაკთა მოსვლის მიმართულებები თითქმის თანაბრადაა განაწილებული ცის სფეროზე.

      არსებობს უფრო რთული პრობლემაც. ცნობილია, რომ სამყაროში არსებობს მიკროტალღური რელიქტური ფონი, რომელთანაც ურთიერთქმედებისას ზემაღალი ენერგიის ნაწილაკები კარგავენ თავისი ენერგიის ნაწილს. ჯერ კიდევ 1966 წელს გრეიზენმა (Kenneth Greisen, 1918-2007), ზაცეპინმა (Георгий Зацепин, 1917-2010) და კუზმინმა (Вадим Кузьмин, 1937) თეორიულად გამოთვალეს შორეული წყაროებიდან გამოსხივებული კოსმოსური სხივების ენერგიის ზღვრული მნიშვნელობა. გამოთვლების თანახმად ენერგიის დანაკარგი იმდენად დიდია, რომ დედამიწამდე მოღწეული ნაწილაკების ენერგია 5×10 ხარისხად 19 ევ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამ შეფასებისას გათვალისწინებული იყო, რომ ზემაღალი ენერგიის ნაწილაკთა წყაროები მდებარეობს ჩვენგან 50 მილიონ პარსეკზე უფრო შორეულ მანძილებზე. მიუხედავად ასეთი მყარი არგუმენტისა, იაპონურმა დეტექტორმა AGASA-მ (მასზე დაწვრილებით იხილეთ "კოსმოსური სხივების რეგისტრაცია") დააფიქსირა რამდენიმე ათეული ნაწილაკი, რომელთა ენერგია აჭარბებს თეორიულ ზღვარს, ხოლო რამდენიმე შემთხვევაში ენერგია 3×10 ხარისხად 20 ევ-საც კი უტოლდება.

      ამ თავსატეხის ასახსნელად უამრავი რადიკალური მოდელი იქნა შემოთავაზებული: ცნობილი ნაწილაკების თვისებების რევიზია; დიდი აფეთქებიდან 10 ხარისხად -35 წამის შემდეგ გაჩენილი, რელიქტური ზემასიური ნაწილაკების არსებობა; კოსმოსური მაგნიტური ველების ცნებათა ძირეული გადახედვა; ლორენც-სიმეტრიის ანუ ფარდობითობის სპეციალურ თეორიაში სიჩქარეების შეკრების კანონის დარღვევა, და სხვ.

      დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრისას კოსმოსური სხივები იწვევენ "ფართო ატმოსფერული ღვარების" გაჩენას. ეს ღვარები წარმოიქმნება კოსმოსური სხივების ნაწილაკების ატმოსფეროს ატომების ბირთვებთან ურთიერთქმედების გამო. პირველი ურთიერთქმედების შედეგად ჩნდება მეორადი ნაწილაკები, რომლებიც ჰაერის ატომებთან ურთიერთქმედებისას თავის მხრივ ქმნიან კიდევ ახალ ნაწილაკებს. ასე, რომ ადგილი აქვს ნაწილაკების კასკადურ გამრავლებას. შედეგად, დედამიწის ზედაპირს აღწევს მილიონამდე მცირე ენერგიის ნაწილაკისგან შემდგარი "ფართო ატმოსფერული ღვარი", რომელიც ათიათასობით კვადრატული მეტრის ფართობს ფარავს.

      კოსმოსური სხივების შესასწავლად ამჟამად ფართო ატმოსფერული ღვარების მარეგისტრირებელი რამდენიმე დიდმასშტაბიანი დანადგარი მოქმედებს. ერთ-ერთი მათგანია AGASA. ახლახან არგენტინაში მწყობრში ჩადგა ყველაზე მძლავრი დანადგარი, რომელსაც ფართო ატმოსფერული ღვარების აღმომჩენი მეცნიერის – პიერ ოჟეს (Pierre Victor Auger, 1899-1993) სახელი ეწოდა. ამ დანადგარის ფართობი შეადგენს 3000 კმ2-ს. მსგავსი დანადგარის აწყობა ამჟამად ჩრდილოეთ ნახევარსფეროშიც (კალიფორნიაში) მიმდინარეობს. დაგეგმილია ასევე მძლავრი ფართო ატმოსფერული ღვარების მიერ ატმოსფეროში გამოწვეული ფლუორესცენციის გამზომი დეტექტორების განლაგება თანამგზავრებზე. ზემოაღნიშნულის შესახებ დაწვრილებით იხილეთ "ბირთვული ასტრონომია".

ლიტერატურა: "ასტრონომიის, ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის კვლევის საგანი და მეთოდები"
მ. გიგოლაშვილი, მ. გოგბერაშვილი, ნ. როინიშვილი
თბილისი, 2015

იხილეთ ასევე:

ოპტიკური ასტრონომია

ნეიტრინული ასტრონომია

ტეგები: Qwelly, astronomy, ასტრონომია, გრავიტაცია, ეს_საინტერესოა, კოსმოსი, კოსმოსური_სხივები, ქველი

ნახვა: 1306

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters