სტატისტიკური ინფორმაცია მცხეთის თვითმმართველი თემის მერის არჩევნებზე | 21 ოქტომბერი, 2017

      თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა იყო და წინარე დაპირისპირებების, ალიაქოთის, მრავალი დებატის მიუხედავად, ეს დღეც დადგა. 21 ოქტომბერს ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნები და მათ შორის, ქალაქ მცხეთაშიც - მცხეთის მოსახლეობამ აირჩია თვითმმართველი ქალაქის მერი, ასევე მაჟორიტარი საკრებულოს წევრი და პროპორციული სიებიც შეადგინა პარტიებისთვის.

      წინამდებარე სტატისტიკური მონაცემები მხოლოდ მცხეთის მერობის კანდიდატების შედეგებს ასახავს.

      ტრადიციულად, საარჩევნო უბნები გაიხსნა დილის 8 საათზე და დაიხურა საღამოს 8 საათზე; მცხეთაში, ანუ საქართველოს N27 ოლქში სულ 45 უბანზე გაიმართა არჩევნები. ბიულეტენების მიხედვით რეგისტრირებული იყო 44 298 ადამიანი, არჩევნებზე გამოცხადდა მხოლოდ 21 146 ანუ 48%, რითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებულ აქტიურობას რამდენიმე პროცენტით აღემატება (იკითხეთ qwellynews).

      მართალია, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირაპირ ეთერში გამართულ დებატებზე მერობის მსურველი მხოლოდ 4 კანდიდატი წარსდგა მაყურებელთა წინაშე, მაგრამ ბიულეტენში იყო 8 კანდიდატი:

  • N2 ჯოყოლა ჩეგიანი - „ევროპული საქართველო“;
  • N5 სევდია უგრეხელიძე - „ნაციონალური მოძრაობა“;
  • N8 გოჩა სოყურაშვილი - „პატრიოტთა ალიანსი“;
  • N10 გიორგი სარდლიშვილი;
  • N18 ხათუნა ფართლაძე;
  • N23 ნოდარ მეცხვარიშვილი;
  • N27 თათია ჭკუასელი;
  • N41 გიორგი კაპანაძე - „ქართული ოცნება“

      არჩევნებში, ძალიან დიდი სხვაობით გაიმარჯვა ქართული ოცნების კანდიდატმა გიორგი (გოგიტა) კაპანაძემ. მან ხმების 62% მოაგროვა.

      მხოლოდ ერთადერთ, მე-18 უბანზე წააგო პატრიოტთა ალიანსის კანდიდატ, გოჩა სოყურაშვილთან 15 ხმით. ყველა სხვა უბანზე გიორგი კაპანაძემ აიღო ხმების უმრავლესობა.

      ზოგადად ხმები ასე გადანაწილდა:

      რაც შეეხება თავად ოქმებს, ხშირია ელემენტარული არითმეტიკული შეცდომები - მიღებული ხმების და გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობის ჯამი არ ემთხვევა ოქმში დაფიქსირებულ უბანზე მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობას. ამ მხრივ მნიშვნელოვან სხვაობებს ვხვდებით შემდეგ უბნებზე:

  • N2 - 10 ხმა;
  • N8 - 8 ხმა;
  • N12 - 24 ხმა;

      დანარჩენ შემთხვევაში სხვაობა არის მინიმალური 1, 2 ან 3 ხმის ოდენობით. მთლიანობაში, ამომრჩეველთა ფიქსირებული რაოდენობა არის 21 146, ხოლო ბიულეტენების დათვლის შედეგად დაჯამებული არის 21 263, ანუ სხვაობაა 117 ხმა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბათილი ბიულეტენების საკმად დიდ ოდენობა დაფიქსირდა - 986 ხმა/ბიულეტენი იქნა ბათილად მიჩნეული.

      როგორც ცესკოს ოფიციალურ საინფორმაციო ნიუსიდან ვკითხულობთ, მთლიანობაში, N27 ოლქში, მცხეთაში არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ EXCEL დოკუმენტში.

მომზადებულია results.cec.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ოქმების მიხედვით.

არჩევნების საბოლოო შედეგებით, მცხეთის მერი გახდა გიორგი (გოგიტა) კაპანაძე.


დაიბადა 1973 წლის 8 თებერვალს ქ. მცხეთაში; 1991 წელს დაამთავრა ქ. მცხეთის N1 საშუალო სკოლა; 1995 წელს - ქ. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით; 19911992 წლებში მუშაობდა ქ. მცხეთის საგაასახადო ინსექციაში; 1992 წლიდან დაკავებულია ბიზნესით. ფლობს თურქულ და რუსულ ენებს.

ტეგები: Qwelly, არჩევნები, გამოკითხვები, თვითმმართველობის_არჩევნები

ნახვა: 799

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters