ხომ გაგიგიათ ადამიანი იმდენადაა დაცემული, როცა უჭირს შეიძლება სიხარულად ისიც კმაროდეს რომ აღმოაჩინოს მის გვერდით სხვასაც ძალიან უჭირს. ეს ერთგვარი შვება იქნება. ჯოჯოხეთში მოხვედრილი ადამიანს რამ უნდა შეუმსუბუქოს  ტკივილი? იმან რომ მისი ახლობელიც მის გვერდით იპოვოს. მაშინ ტკივილი ცოტათი შემსუბუქდება, სამაგიეროდ ეჭვი არავის შეეპარება რომ ორივე იქ მოხვედრის ღირსია. 

დავანებოთ თავი ლირიულ გადახვევებს და ცხელ-ცხელ ფეხბურთს დავუბრუნდეთ. 

მე, ზოგჯერ იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები "ეჰ, მე რომ ვიყავი" ლოზუნგით რომ ცხოვრობს. მაგ: მე რომ თეატრში დავდიოდი, მე რომ წიგნებს ვკითხულობდი, მე რომ მიქეიფია, მე რომ კულინარი ვარ, მე რომ კბილს დავპლომავდი, მე რომ ტაძარში დავიოდი... და ასეთ დაუსრულებელი "მე რომ ვიყავი" ჩამონათვალში, მე ვდგავარ იმ საფეხურზე, რომელსაც მხოლოდ ცხოვრების პირველი 13-15 წლის სატრაბახო მაქვს - მე რომ ფეხბურთის გულშემატკივარი ვიყავი! 

მართლაც ასე იყო, ჩემს ოთახში იმაზე მეტი ფეხბურთელის პლაკატი იყო გამოკრული ვიდრე "შპალერი" და ჩემს თარაოებზე სპორტ ინფოს და მსოფლიო სპორტის უფრო მეტი გაზეთი და ჟურნალი მოიპოვებოდა ვიდრე წიგნი, რვეული, კალამი, ფანქარი და სხვა სასკოლო ნივთები ერთად აღებული. 

თავგადაკლული ფანი ვიყავი, მიყვარდა ბრაზილიის ნაკრები, მიყვარდა ფეხბურთელების ცხოვრების კითხვა, თქვენც წარმოიდგინეთ და GIF ფოტოებსაც კი ვაკეთებდი ამოწრილი პლაკატებით - რომ გადაფურცლავ და ფეხბურთელი რომ მოძრაობს. ცოდვა გამხელილი ჯობსო და ერთი პერიოდი ფეხბურთზეც დავდიოდი, რამდენიმე წლის განმავლობაში და იქიდან სახლში დაბრუნებისას, ერთ მაღაზიაში მე და ჩემს მეგობარს დაგულებული გვქონდა 80 თეთრიანი დიდი პოსტერები. იქამდე 4 დღის ლიმონათარდანალევი ან მარშრუტკის ნაცვლად ფეხით ნასიარულები, ტანჯვით მოპოვებული და დაზოგილი 80 კაპი ერთი ხელის მოსმით უნდა ჩაგვეჩხრიალებინა საშუალოდ ხნიერი ქალბატონის ხელებში და სახლში ინგლისის ან ბრაზილიის, ან რომელიმე იმ დროს პოპულარული ნაკრების პლაკატით უნდა წამოვსულიყავით. 

მოკლედ, აი ასეთი ბავშვობაც მქონდა. 

მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, პლაკატებმა წიგნებში ამოყვეს თავი, წიგნებიდან სარდაფებში, სარდაფიდან სად წავიდა ან რომელი თაგუნას კუჭში განისვენებს კაცმა არ იცის.

ახლა რამ გამახსენა ეს ყოველივე და საერთოდ რას ვბოდიალობ უცბად აგიხსნით. 

2014 წელს რომ მსოფლიო ჩემპიონატია და ბრაზილიაში იმართება, თუ ეს აქამდე არ გსმენიათ და არც Qwelly_ს ვიდეოები გინახავთ, მაშინ ახლახანს მოევლინეთ ამ ქვეყანას და დაბადების დღეს გილოცავთ, სხვა მხრივ მეეჭვება რომელიმე სულიერი არსებობდეს, ვინც არ იცის ამ მოვლენის შესახებ. 

საქმე ის გახლავთ რომ აღნიშნულ ჩემპიონატზე თამაშები ისეთი ალოგიკურობით ვითარდება და ისეთი ანგარიშებით სრულდება, Sony PlayStation_ის ერთგულ ფეხბურთელებსაც რომ არასდროს "დაუსვიათ" ელექტრონულ თამაშში. ვგულისხმობ ბრაზილიისა და გერმანიის გუნდებს შორის დაპირისპირებას და შედეგს - 7 - 1. 

მე მახსენდება 2002 წელს, კორეა-იაპონიაში გამართულ ჩემპიონატზე სენეგალის გამარჯვება საფრანგეთის ნაკრებთან და ტოტალიზატორებში წაგებული ათასები, ათიათასები, მანქანები, სახლები და მრავალი სხვა. 

ეს სწორედ ის პერიოდია, ზემოთ რომ დავწერე პლაკატობის ასაკი და ა.შ. მაგრამ მაშინ ფეხბურთისადმი ეჭვის გაჩენა, რომ ეს პოლიტიკის და ფულის კეთების მანქანად იქცა, რა თქმა უნდა ჩემს რონალდინიოზე შეყვარებულ ტვინს აზრადაც არ მოუვიდოდა. 2006 წლის ჩემპიონატზე კიდევ ვუცქერდი თამაშებს, 2010_ში მართლა გულწრფელად ვგულშემატკივრობდი ესპანეთს. 

მაგრამ მოდით დავუბრუნდეთ ისევ 2002_ის ჩემპიონატს. იმ წელს საფრანგეთი ჯგუფიდან ვერ გავიდა, თითქოს ეს იმის კომპენსაციად მიიღო, 1998-ში თასი რომ მათ დარჩათ. გაგიკვირდებათ და ეს ტენდენცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდა. 2002_ში თასი აიღო ბრაზილიის ნაკრებმა, 2006_ში მთლად ჯგუფში ჩატოვება ვერ გაუბედეს, მაგრამ მეოთხედფინალიდან ის საფრანგეთმა გაუშვა ლათინო-ამერიკულ კონტინენტზე. 2006-ში თასი იტალიელებს ერგოთ, 2010-ში კი იტალიის ნაკრები ჯგუფურ ეტაპს ვერ გასცდა (იტალია ვერც წელს გასცდა D ჯგუფის საზღვრებს, მაგრამ ეს ცალკე პოლიტიკაა). 2010_ში თასი იმ გუნდმა აწია, რომელზეც ვთქვი რომ ვგულშემატკივრობდი, მაგრამ აგერ 2014 წელს ჩილემ და ჰოლანდიამ ისეთი დღე აყარეს ჩემს ეპანეთს, მართლა როგორ არ გაეცინათ მკვდრებს წარმოდგენაც არ მაქვს. 

მოკლედ, ასეა თუ ისე, რაღაც ლოგიკას მივაგენით ბოლო 4-5 ჩემპიონატში, მაგრამ ის რაც ბრაზილიას დაემართა, სრული ალოგიკურობა იყო. 

საქართველოში ასეთი ხუმრობა დადის ხოლმე, დაიბადა ინგლისში, გაიზარდა ბრაზილიაში და მოკვდა საქართველოშია. იმ მატჩის შემყურეს ეჭვი მეპარებოდა ბრაზილიაში საერთოდ თუ იციან ფეხბურთი რომ დაიბადა ან ესენი ქართველები არიან და მე თვალებზე სერიოზული პრობლემა მაქვსთქო. 

კიდევ ერთხელ დავწერ რომ ვინმეს არ ეგონოს წერისას შეცდომა დაუშვა, კი მკითხველო 7-1 წააგო ბრაზილიამ გერმანიის ნაკრებთან. 

ახლა ამიხსენით, რომელ გულშემატკივარს უნდა გამოეთვალა ეს ანგარიში რომ ტოტალიზატორში თანხა მოეგო? კაცი არ მეგულება იმ თამაშით რომ ეხეიროს, გარდა იმ დამკვეთებისა ვინც ასეთი ანგარიში შეუკვეთა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ საეჭვოდ ბევრი პენალტების სერია ვიხილეთ, და საეჭვოდ ბევრი დამატებით დრო გახდა საჭირო ერთი მუნდიალისთვის. (პენალტებზე დადებაც სარისკოა ტოტალიზატორებსი). 

ახლა პირველ აბზაცს დავუბრუნდები და გეტყვით რატომ არის ეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩემი ნუგეში. 

საქართველოში, მოსახლეობის დაბოლება რომ ადვილია ამას უკვე რამდენიმე წელია მივხვდი და თავადაც კარგად ვიყენებ ხოლმე ხშირად. ჩვენთან ადვილია ხალხი შემოიკრიბო პოლიტიკური, ეროვნული, სარწმუნოებრივი ლოზუნგებით, მერე მცირეოდენი სატყუარა შეუგდო და ის მოასმენინო რაც მათ უნდათ, მერე დადექი და მართე და ილაღე. ჩვენში ადვილად ჩნდებიან გმირები არაფრიდან, ადვილად იჯერებენ ყველა ასარჩევის დაპირებებს, ადვილად გვატყუებენ თუკი ეს ტყუილი სულსა და გულს ახარებს და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი ჭირი გვჭირს. 

მაგრამ ამ ჩემპიონატზე დავრწმუნდი რომ მარტო არა ვართ!!! 

დავრწმუნდი რომ ბრაზილიაშიც ასე ადვილად ბოლდებიან, ინგლისშიც, ჰოლანდიაშიც, ბელგიაშიც, არგენტინაშიც, ამერიკაშიც, გერმანიაშიც, ირლანდიაშიც, ისლანდიაშიც, გრელანდიაშიც. 

აი, ეს მიხარია რომ მარტო არა ვართ და მარტო ჩვენ არ ვჭამთ იმას, რასაც მოგვიგდებენ საჭმელად! 

გიხაროდენ ხალხნო! 

ახლა ველოდები ფინალს, ეგებ მართლაც მოიგოს მსაჯმა?!

ტეგები: 2014, Qwelly, WorldCupBrazil, World_Cup, ბლოგი, გარიგება, მსოფლიო_ჩემპიონატი, ტოტალიზატორი, ფეხბურთი

ნახვა: 445

გამოხმაურებები!

მაგრამ მაინც რომ ჩამითრია ამას რა ვუშველო? :( ბრაზილია დაწერს ჩემს რეფერატს თუ გერმანია? :( 

Kakha ყველამ ბრაზილიაზე დაწერა და ამიტომ თუ?? :D 

Kakha_მ თქვა:

ლაშა  ბრაზილია მალე აღარაფერს დაწერს :DD

ყველაფერი ისე დამთავრდა როგორც საჭირო იყო! :D 

RSS

ბლოგ პოსტები

Arc Raiders Snap and Salvage Quest Guide: A Clear Path Through Stella Montis

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 7:02am 0 კომენტარი

Arc Raiders continues to reward exploration and patience, and the Snap and Salvage quest is a perfect example of that design philosophy. Introduced on Stella Montis, the game’s first post-launch map, this multi-step mission can feel overwhelming at first, especially for mobile gamers who prefer short, efficient play sessions. Fortunately, the quest is flexible, allowing progress across multiple runs, which makes it easier to tackle without committing to a marathon raid.

If you need…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

Qwelly World

free counters