იოანე ოქროპირის, ბასილი დიდი, გრიგოლ დიდის ლიტურგიების, მღვდლის კურთხევისა და ჯვრისწერის განგებათა და მიცვალებულთა მსახურების საგალობლები
ანთოლოგია „ქართული გალობა“ მიზნად ისახავს XIX-XX საუკუნეებში ნოტირებული ქართული ტრადიციული საგალობლის ყველა ნიმუშის აკადემიური ხასიათის პუბლიკაციას. გამოცემა განკუთვნილია მგალობლების, საგუნდო კოლექტივბის, მკვლევარებისა და საეკლესიო მუსიკის მოყვარულთათვის.
ანთოლოგიის I ტომში დაბეჭდილია ფილიმონ ქორიძის მიერ ნოტირებული და 1895, 1899 და 1901 წელს გამოცემული იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის და გრიგოლ დიდის ლიურგიების, მღვდლის კურთხევისა და ჯვრისწერის განგებათა და მიცვალებულთა მსახურების საგალობლები.
• იდეის ავტორი და პროექის ხელმძღვანელი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი
• I ტომის შემდენლები და მუსიკალური რედაქტორები: ლევან ვეშაპიძე და სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი
• შესავალი წერილებისა და კომენტარები ავტორები: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი და ლევან ვეშაპიძე
• რედაქტორები: რუსუდან წურწუმია და თამარ ჩხეიძე
• გამოცემაზე მუშაობდნენ: ნინო რაზმაძე, ბაია ჟუჟუნაძე
• მთარგმნელები: მარიამ ცოცხალაშვილი, ნინო მარგებაძე
• ინგლისური ტექსტების რედაქტორები: მარინა კაგანოვა, ბენ ვილერი
• კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლევან ვეშაპიძე
• დიზაინერი: ნიკოლოზ გოგაშვილი
© საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი
© ფონდი ქართული გალობა
შესავალი
სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 2011 წლის 20 დეკემბერს წმიდათა დასში შერაცხა დიდი საეკლესიო და ეროვნული მოღვაწეები, ქართული ქრისტიანული კულტურის და, განსაკუთრებით, ჩვენი მრავალხმიანი საეკლესიო გალობის გადარჩენისათვის თავდადებული მამები. წმინდანებად აღიარების შემდეგ, მათ, სინოდის განჩინებით ეწოდათ: – წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული (ქორიძე); წმიდა მღვდელმოწამენი პეტრე და ანდრია (კარბელაშვილები), წმიდა აღმსარებელი, ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი); წმიდა აღმსარებელი პოლიევქტოსი (კარბელაშვილი); წმიდა აღმსარებელი ფილიმონი (კარბელაშვილი).
ეს წმინდანები ღირსეული თანამოსაგრენი იყვნენ XIX-XX საუკუნეების გასაყარზე ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, აღმშენებლობისა და სულიერი გაბრწყინებისათვის მოღვაწე მამებისა – წმიდა ილია მართლისა (ჭავჭავაძე); წმიდა მღვდელთმთავართა გაბრიელისა (ქიქოძე); ალექსანდრესი (ოქროპირიძე); წმიდა დიმიტრი ყიფიანისა, ერისათვის თავდადებულისა; წმიდა ექვთიმე აღმსარებელისა (კერესელიძე), წმიდა ექვთიმე ღვთისკაცისა (თაყაიშვილი); წმიდა კათოლიკოს-პატრიარქთა, მღვდელმოწამისა კირიონისა (საძაგლიშვილი) და აღმსარებელისა ამბროსისა (ხელაია); წმიდა აღმსარებელ ალექსი შუშანიასი, ასევე, ვაჟა-ფშაველასი, აკაკი წერეთლისა, იაკობ გოგებაშვილისა, ნიკო ნიკოლაძისა...
ამ დიდებულმა მოღვაწეებმა გადაგვარებისა და განადგურების უეჭველი საფრთხისაგან გადაარჩინეს ქართველი ერი, ქართული ეკლესია, ქართული კულტურისა და ხელოვნების ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მონაპოვრები.
სწორედ მათ შექმნეს ახალ ეპოქაში ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს ჰარმონიული განვითარების მოდელი და საფუძველი. ამ მოდელის ძირითადი იდეა იყო ქართული ეროვნულ-ქრისტიანული ღირებულებებისა და კულტურის ორგანული სინთეზი ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის საუკეთესო მონაპოვრებთან. ეს იდეა, ფაქტობრივად, ეფუძნებოდა და აგრძელებდა ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის შუა საუკუნეებში ჩამოყალიბებულ პარადიგმას, რომელიც მუდამ გულისხმობდა გარემომცველი სამყაროს სააზროვნო თუ კულტურულ მონაპოვართა ინტეგრირებას ეროვნულ კულტურაში; პოლიფონიური, „უთვალავი ფერის“ მქონე სამყაროს ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე, ტენდენციასა თუ ღირებულებაზე რეფლექსიას, ევროპისკენ მიმართული ქრისტიანულ-ეროვნული მსოფლმხედველობრივი პოზიციით. ამ მხრივ, ზემოთ ჩამოთვლილი მოღვაწენი მემკვიდრენი იყვნენ იმათი, ვინც მთელი ცხოვრება ამ იდეის დამკვიდრება-განვითარებას მიუძღვნა _ მეფე მირიანისა და დედოფალ ნანასი; ვახტანგ გორგასლისა; იოანე საბანისძისა; გრიგოლ ხანძთელისა; გიორგი მერჩულესი; იოანე, ექვთიმე, გიორგი მთაწმინდელებისა; იოანე პეტრიწისა; ეფრემ მცირესი, დავით აღმაშენებლისა; მეფე თამარისა; შოთა რუსთაველისა; მეფე ვახტანგ მეექვსისა და სულხან-საბასი, დავით გურამიშვილისა, ანტონ კათოლიკოსისა...
ამავე გზის გაგრძელებაა XIX საუკუნის დამლევს ქართული გალობის გადარჩენისათვის ბრძოლა, რაც წარმატებით დასრულდა კიდეც _ ევროპული ნოტაციის წყალობით, გაქრობას გადაურჩა უნიკალური ქართული სასულიერო მრავალხმიანობა.
ტრადიციული საგალობლების სანოტო ანთოლოგიის გამოცემა ქართველ მუსიკოსთა არაერთი თაობის სურვილი და ოცნება იყო. XIX-XX საუკუნეების გასაყარზე ჩვენს წინაპართა მიერ სტამბურად გამოცემული თუ მანუსკრიპტის სახით შესრულებული სანოტო კრებულთა სერიები, ფაქტობრივად, პირველ ასეთ ანთოლოგიას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, მაშინ ვერ მოხერხდა ქორიძის, ძმები კარბელაშვილების, კერესელიძისა თუ სხვათა ხელნაწერების სრული გამოცემა. მაგრამ, ღვთის წყალობით, ეს ეროვნული საუნჯე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ცენტრალურ ეროვნულ არქივსა და სხვა საცავებშია შემონახული.
იხილეთ წიგნი (ჩამოტვირთეთ PDF ფორმატში)
ქართული გალობა ანთოლოგია (ტომი I)
იბეჭდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით
თბილისი
2016
ტეგები: Qwelly, ანთოლოგია, გალობა, ელ.წიგნები, ნოტები, ქორიძე, წირვა
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•