1887 - 1967
ცნობილი მომღერლის გიგო ერქომაიშვილის მრავალრიცხოვან ოჯახში, სადაც ყველა მღეროდა და დღესაც მღერის, უფროსი ვაჟი არტემი სულმოუთქმელად ეწფება პაპის - ივანეს, სახელგანთქმული მომღერალი ბიძის (დედის ძმის) გიორგი ბაბილოძის და თვით მამის, გიგოს, შესანიშნავ, ხან სევდიან და ხანაც მხიარულ სიმღერებს.
- ხუთი თითივით ვიცოდი ყველა ხმა, პატარა ვიყავი, მაგრამ დიდსაც ტოლობას ვუწევდი, – ამბობს არტემი.
XIX საუკუნის ბოლოს მაკვანეთში (გურია) არსებობდა გუნდი გიგო ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით. იმართებოდა კონცერტები. გლეხები ტკბებოდნენ მისი მოსმენით. არტემი სამეგრელოში 1911 წლიდან ექვსი წლის განმავლობაში ასწავლიდა სკოლებში სიმღერა-გალობას.
ხოლო შემდეგ, ცხრა წლის განმავლობაში, უძღვებოდა მამის გუნდს და თავის ცნობილ ძმებთან ერთად იღვწოდა. 1924 წელს არტემმა ჩაწერა მრავალი სიმღერა; სიმღერებს იწერდნენ ცნობილი კომპოზიტორები დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, კოტე ფოცხვერაშვილი და სხვ.
მომდევნო წლიდან ბათუმშია; სანაპიროს მტვირთავ მუშათა გუნდს ხელმძღვანელობს - კონცერტები, წარმატება, წინსვლა; პირველ ოლიმპიადაზე (ქუთაისი, 1927 წელი) დიდი წარმატება, სანიმუშოდ მომზადებული გამოსვლა - იმგვარივე წარმატება მომდევნო ოლიმპიადებზეც.
1929 წელს ლენინგრადს წასვლა, კონცერტების გამართვა, იქიდან მოსკოვში ჩასვლა და იქაც წარმატება; მერე ხარკოვი – ფაბრიკა-ქარხნებში მუშა-მოსამსახურეთა წინაშე გამართული ბრწყინვალე კონცერტები, კვლავ - მოღვაწეობა, შრომა, წინსვლა, წარმატება.
ომის პერიოდში ბათუმსა და მის შემოგარენში მრავალი საინტერესო საშეფო კონცერტის გამართვა; შიგადაშიგ ახალი კადრების აღზრდა, ახალ-ახალი გუნდების ჩამოყალიბება.
მერე - ისევ მახარაძის რაიონი. ანსამბლის ხელმძღვანელობა ვარლამ სიმონიშვილის შემდეგ. კვლავ - კონცერტები, სიმღერების კარგი შესრულება.
დამსახურებული მოღვაწე თვითმოქმედი კომპოზიტორიცაა, შესანიშნავად იყენებს გიორგი ლეონიძისა და სხვა თვალსაჩინო მგოსნების ტექსტებს და ჰქმნის ხალხურ ჰანგებზე ხალხურ საგუნდო სიმღერებს, ამდიდრებს ქართულ სიტყვიერ და მუსიკალურ ფოლკლორს. ხანდაზმულ ხელოვანს თბილისში დაბადებიდან 75 წლის იუბილე გაუმართეს.
"ფონდი ქართული გალობა"
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, გურია, ერქომაიშვილები, ფოლკლორი, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•