მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში თორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. ამ დღეს საღმრთო ლიტურღიაც განსაკუთრებულია.
იგალობება ბზობის ტროპრები და ძლისპირები
ყოველთა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, |
ამისთვისცა მეგობარი შენი ლაზარე მკვდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, ||
რომლისათვის ჩვენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, |||
შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, |
რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ||
ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა. |||
ამოსაბეჭდი ნოტები:
ტროპარი "დაფლული შენთანა", ხმა დ
დაფლულნი შენ თანა ნათლისღებითა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, |
უკვდავსა ცხოვრებასა ღირს ვიქმნენით ||
აღდგომითა შენითა |||
და სიხარულით ესრეთ ვღაღადებთ: |
ოსანა მაღალთა შინა, ||
კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა. |||
სადიდებელი:
აქებდით სახელსა უფლისასა... (134-ე ფსალმუნი)
გადიდებსა:
გადიდებთ შენ ცხოვრების მომცემელო ქრისტე |
და ყრმათაებრ ჩვენცა ოსანასა ვღაღადებთ, ||
ოსანა მაღალთა შინა კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! |||
საცისკრო წარდგომა:
პირითა ყრმათა ჩვილთა მწოვართათა | დაამტკიცე ქება.
ძლისპირი თ:
მოწაფეთა რა იხილეს შესვლა ქრისტესი იერუსალემს შინა |
და უკვირდათ ვითარ ყრმანი და ჩვილნი ერთა თანა ურწმუნოთა ||
უგალობდნენ ოსანასა |||ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ დღეს |
განმზადეთ დღესასწაული ||
და მხიარულებით მოვედით და განვადიდოთ ქრისტე |||
ბაიათა და რტოებითა |
ქების მეტყველთა ||
კურთხეულ არს მომავალი ჩვენდა სახელითა უფლისა უკუნისამდე. |||
ამოსაბეჭდი ნოტები:
საღმრთო ლიტურღია
სადღესასწაულო ანტიფონები:
პირველი ანტიფონი
შევიყვარე რამეთუ ისმინა უფალმან ხმა ვედრებისა ჩემისა;
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
რამეთუ მოჰყო ყური მისი ჩემდამო და მე დღეთა ჩემთა ვჰხადოდე მას;
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
გარე-მომადგეს მე სალმობანი სიკვდილისანი და ჭირთა ჯოჯოხეთისათა მპოვეს მე;
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
ჭირი და სალმობა ვჰპოვე და სახელსა უფლისასა ვჰხადე;
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
დიდება მამასა და ძესა და წმინდა სულსა;
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
მეორე ანტიფონი
მრწმენა მე რომლისათვისცა ვიტყოდი, ხოლო მე დავმდაბლდი ფრიად;
► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღმრთისაო მჯდომარეო კიცვსა ზედა, მგალობელნი შენნი ალილუია!
რაი მივაგო უფალსა ყოვლისათვის რომელი ესე მომაგო მე;
► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღმრთისაო მჯდომარეო კიცვსა ზედა, მგალობელნი შენნი ალილუია!
სასმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ;
► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღმრთისაო მჯდომარეო კიცვსა ზედა, მგალობელნი შენნი ალილუია!
ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე, წინაშე ყოვლისა ერისა მისისა;
► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღმრთისაო მჯდომარეო კიცვსა ზედა, მგალობელნი შენნი ალილუია!
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა;
► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღმრთისაო მჯდომარეო კიცვსა ზედა, მგალობელნი შენნი ალილუია!
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
► მხოლოდ შობილი...
მესამე ანტიფონი
აღუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი;
► ბზობის ტროპარი: ყოველთა აღდგომასა... ↑
ჰსთქუნ სახლმან ისრაილისამან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი;
► ბზობის ტროპარი: ყოველთა აღდგომასა...
ჰსთქუდ ყოველთა მოშიშთა უფლისათა, რამეთუ კეთილ რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
► ბზობის ტროპარი: ყოველთა აღდგომასა...
მცირე შესვლად:
კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა |
ვიკურთხენით ჩვენ სახლითა უფლისათა ||
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ. |||
► ბზობის ტროპარი 1 ↑, ტროპარი 2 ↑
► დიდება, აწ და.
► კონდაკი:
ზეცათა შინა საყდართა, |
კიცვსა ქვეყანასა ზედა მჯდომარემან, ქრისტე ღმერთო ჩვენო, ||
ანგელოზთა ქება დღეს და ყრმათა გალობა ზოგად შეიწირე, |||
რომელნი გალობდეს: |
კურთხეულ ხარ, რომელი მოხვედ ცხორებად და განახლებად, ||
მხსნელო ადამისო, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ. |||
წარდგომა სამოციქულოსი:
კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ.
ღირს-არსის ნაცვლად:
იხილეთ: მე-9 ძლისპირით ↑
განიცადე:
კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა | ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ.
იხილეთ:
• ბზობა (კირილე ალექსანდრიელი)
შენიშვნა: ბზობის საგალობლები (ნოტები, ტექსტები) განახლდება ამავე გვერდზე.
ტეგები: Qwelly, გალობა, ნოტები, საგალობლები, ტროპარი, ძლისპირი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•