დავით დუმბაძე • Davit Dumbadze

changing, chant, chanters, folk, galoba, georgian chant, qwelly, ბიოგრაფია, ბიოგრაფიები, გალობა, მგალობლები, ფოლკლორი, ფონდი ქართული გალობა, ქართული გალობა, ქართული ფოლკლორი, ქველი, გურია, გურული, guria
დავით და ანტონ დუმბაძეები

1843 - 1918

      მგალობელ-მომღერალ დუმბაძეთა ოჯახი არა მხოლოდ გურიაში, არამედ მთელ საქართველოში განთქმული იყო საგალობლების უზადო შესრულებით. მთავარი ის გახლავთ, რომ ისინი სრულ მგალობლებად იწოდებოდნენ და ერთნაირად ფლობდნენ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საგალობლებს (ცნობილია, თუ რაოდენ განსხვავდებოდა ეს საგალობლები ერთიმეორისგან თავისებური აღნაგობითა და კონტრაპუნქტით).

      ანტონ დუმბაძეს ბან-ბარიტონი ჰქონდა, თუმცა მისი ხმა საგალობლების ყველა, სამივე, ხმას სავსებით წვდებოდა. ამ ადამიანს ახასიათებდა სიმღერების უღრმესი წვდომა. ამით აიხსნება მის მიერ გამოზრდილ მოწაფეთა მრავალრიცხოვნება. გურიაში მეცხრამეტე საუკუნის ყველა მომღერალ-მგალობელი, მელქისედეკ ნაკაშიძით დაწყებული და ვარლამ სიმონიშვილით გათავებული, მისი მოწაფეა. დაუზარელი იყო სიმღერის გადაცემაში. თვითონ ანტონს თავის მრავალრიცხოვან მოწაფეთა შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ სიმონ მოლარიშვილი მიაჩნდა, რომელსაც იგი თავისთან აგალობებდა ეპისკოპოსის წირვის დროს ოზურგეთსა თუ ფოთში.

      ანტონს სიმღერა-გალობის ეშხი იმდენად ჰქონდა ძვალ-რბილში გამჯდარი, რომ მისი შვილიშვილის, ელენე დუმბაძის, გადმოცემით სიკვდილის წინ სამი საგალობელი წაუმღერებია თურმე.

      ანტონი უფროსი თანამედროვის, სამეგრელოში განთქმული მგალობელ-მომღერლის, დიტო ჭალაგანიძის დიდი მეგობარი იყო. ხშირად ერთად უმღერიათ ჭყონდიდლის წირვისას მარტვილში, სადაც ყოველწლობით პეტრეპავლობა განსაკუთრებულად აღინიშნებოდა ხოლმე.

      შვიდი ვაჟი ჰყავდა; ყველაზე უფროსი დავითი იყო, რომელიც პირწმინდად მამის კვალს გაჰყვა. ივანე გენერლის ჩინით მსახურობდა სევასტოპოლსა და ოდესაში, გავლენიანი პირი იყო, ოდესაში უმაღლესი ცოდნის მისაღებად ჩასულ ქართველ ახალგაზრდებს დიდ პატრონობას უწევდა. სამსონი ინჟინრად მუშაობდა შორეულ ციმბირში და საბოლოოდ იქვე დარჩა, ხოლო ვასო დუმბაძე სამოქალაქო ომის დროს ამერიკაში გადაიხვეწა. ვასოს ძმისთვის, დავითისთვის, მოუწერია: პოლონეთის საზღვრამდე მე და კომპოზიტორმა დიმიტრი არაყიშვილმა ერთად ვიმგზავრეთო. ვასო ბერლინზე გავლით ამერიკას ესტუმრა და სამუდამოდ იქ დარჩა.

      დავით დუმბაძე მამის საქმის გამგრძელებელი, განთქმული მგალობელი იყო; თუ ვინმე ანტონს ახსენებდა, დავითსაც იქვე გაიხსენებდა. ანტონი თავის უფროს ვაჟს სულ პატარაობიდანვე აყალიბებდა. შვილმა სათანადოდ მოიხმარა მამის ამაგი და, მისებრ, თავისი ცოდნა მრავალრიცხოვან მოწაფეებს გადასცა. მამის გარდაცვალების შემდეგ სულ რაღაც ათი წელი იცოცხლა, მაგრამ ეს დროც მეტად ნაყოფიერად გამოიყენა. ბევრი ახალგაზრდა აზიარა ხალხურ სასიმღერო კულტურას.

      ტკბილი მოსასმენი იყო დუმბაძეების ოჯახში «შენ ხარ ვენახი», «შენ გიგალობ», დასავლეთ საქართველოს რვავე ხმის სხვადასხვა საგალობლები და ხალხური სიმღერები.

      დავითის მეუღლე მაკა ჩინებული მეჩონგურე იყო. მრავალი საჩონგურო სიმღერა ისწავლა მისგან ცნობილმა ვარლამ სიმონიშვილმა, ხოლო კოტე ფოცხვერაშვილმა ბევრი სიმღერა ნოტებზე გადაიღო მაკას მოხდენილი შესრულებით.

      ელენე დუმბაძის გადმოცემით, თურმე შემოქმედში, ანტონის ოჯახში, ხშირად იმართებოდა კონცერტები, ეზო ხალხით გაივსებოდა; სრულდებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს საგალობლები. ამ მხრივ ეს ოჯახი მთელ გურიაში სანიმუშოდ ითვლებოდა.

"ფონდი ქართული გალობა"

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, გურია, დუმბაძეები, ფოლკლორი, ქველი

ნახვა: 522

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters