დიმიტრი პატარავა • Dimitri Patarava

1886 - 1954

     თექვსმეტი წლისა მაშინდელი ოზურგეთის მაზრაში უკვე ერთ-ერთ საუკეთესო მომღერლად ითვლებოდა.

     მღერებსა და საგალობლებს ნესტორ კონტრიძე, დავით დუმბაძე და მელქისედეკ ნაკაშიძე ასწავლიდნენ.

     დაუახლოვდა შესანიშნავი გურული მომღერლების უფროს თაობას - სამუელ ჩავლეიშვილს, გიგო ერქომაიშვილს, გიორგი ბაბილოძეს, ივლიანე კეჭაყმაძეს - და მათგან მრავალი სიმღერა-გალობა შეისწავლა. ვარლამ სიმონიშვილისა და არტემ ერქომაიშვილის მეგობარი იყო. ვარლამი, არტემი და დიმიტრი ხშირად ერთად მეცადინეობდნენ, ხმებს ერთიმეორეს უფარდებდნენ, სხვადასხვა კილოკავებით აუმჯობესებდნენ ხალხურ საუნჯეს. დიმიტრი პირველ ხმას ამბობდა.

     დიდი ამაგი დასდო ქართული ხალხური სიმღერების ფართოდ გავრცელების საქმეს. ასობით მუშა-მოსამსახურესა და კოლმეურნეს შეასწავლა ხალხური სიმღერა. აჭარელი ოსტატები ალი ანანიძე, ახმედ ნოღაიდელი, გურულები გიორგი ვაშალომიძე, იესე პატარავა და სხვები დღესაც ტკბილად იგონებენ თავიანთ სასიქადულო მასწავლებელს.

     მრავალი ძველი საგალობელი და მივიწყებული ისტორიული ხალხური სიმღერა აღადგინა (შეიაძლება გავიხსენოთ «ზარი», «მოვედით და ვსვათ», «მოსვლითა თქვენითა» და სხვა). მას მრავალი ახალი სიმღერა აქვს შექმნილი ხალხურ კილოზე: «მერცხალი», «ხელოვნება», «სამკაცა», «ვარდს მივუტან მართასა», «იარაღების შეჯიბრი», «სიმღერა შეფიცულ ძმებისა», «პატარა ქართველი», «სევდა-დარდი», «სადღეგრძელო ვისიც იყოს», «საწერო და კალამო» და სხვა. ამათგან რადიოთი ხშირად გადასცემენ «მერცხალსა» და «იარაღების შეჯიბრს», ხოლო დანარჩენებს ხშირად ასრულებენ ანანიძის, ტაკიძის, ნოღაიდელის, არტემ ერქომაიშვილისა და სხვათა გუნდები.

     ნოტების უცოდინარობა ხელს უშლიდა თვითმოქმედ კომპოზიტორს, მაგრამ იგი შექმნილ მელოდიებს ოჯახის წევრებს შეასწავლიდა ხოლმე ან ნევმების (ხალხური ნოტების) მეშვეობით ქაღალდზე ჩაინიშნავდა.

     თავის მდიდარ გამოცდილებას დიმიტრი პატარავა ყოველთვის მონდომებით გადასცემდა ხოლმე მომავალ თაობას. მრავალი მომავალი მომღერალ-ლოტბარი აღზარდა. ოჯახში ყველას შეასწავლა სიმღერა. ოჯახურ სასიმღერო ტრადიციას დღესაც განაგრძობს მისი ნიჭიერი ვაჟი კონსერვატორიის კურსდამთავრებული მამია პატარავას, რომელიც ახლა მონდომებით უნერგავს მომავალ თაობას მუსიკალური ფოლკლორის სიმშვენიერეს.

"ფონდი ქართული გალობა"

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, სამეგრელო, ფოლკლორი, ქველი

ნახვა: 349

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters