ელენე ფაჩულია-ჭუბაბრია • Elene Chubabria

1905 - 1979

      დაიბადა ბათუმში. სწავლობდა ბათუმის ათწლედში. წარჩინებულ მოწაფეს სკოლის კედლებშივე აღმოაჩნდა კარგი სმენა და მდიდრული ხმა. შვიდი წლის ასაკიდან გუნდში მღეროდა. ოცდაერთი წლის ქალიშვილი ბათუმის მგელაძის სახელობის ათწლედში სიმღერის მასწავლებლად ეწყობა. აქ იგი ხელმძღვანელობას უწევს სასკოლო მომღერალთა გუნდს.

      ოცდასამი წლის ელენე ფაჩულია მისთხოვდა ბათუმის კაპელის ახალგაზრდა მომღერალს, შემდეგში ცნობილ ზოოვეტტექნიკოსს შალვა ჭუბაბრიას. ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა დიდხანს იმღერა კაპელაში; კაპელას ახლდნენ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში გამართული გასტროლების დროს. მათი მონდომება სანიმუშო იყო კაპელის სხვა მომღერლებისათვის.

      1932 წლიდან ელენე ჭუბაბრია უკვე თბილისშია. აქ იგი მიიწვიეს სოლისტად კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით არსებულ აკადემიურ გუნდში, ხოლო მომდევნო წლიდან იგი ავქსენტი მეგრელიძის მეჩონგურეთა ანსამბლის წამყვანი მომღერალია. აქ ჩონგურზე დაკვრას ადვილად დაეუფლა. იგი ხშირად გამოდის საქართველოს რადითი. მეჩონგურეთა ანსამბლის წარმატებას ელენე ჭუბაბრიას ვოკალურმა მონაცემებმა დიდად შეუწყო ხელი.

      პარალელურად იგი ალტის პარტიას მღეროდა რადიოკომიტეტთან არსებულ ოთხხმოვან გუნდში, რომელსაც 1936 წელს კომპოზიტორი შალვა თაქთაქიშვილი ხელმძღვანელობდა.

      ამავე წელს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მიერ ჩატარებულ წინასადეკადო მუშაობაში, რომლის ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა დაკისრებული ჰქონდა კირილე პაჭკორიას.

      ელენე ჭუბაბრიამ თავისი სოლო სიმღერებით იმდენად ისახელა თავი, რომ იგი მოსკოვშივე საპატიო ნიშნის ორდენით დააჯილდოვეს, ხოლო ლენინგრადში ბრწყინვალედ ჩატარებული კონცერტების შედეგად ძვირფასი საჩუქრები მიართვეს.

      დეკადის შემდეგ სამიოდე წელიწადი იგი კვლავ განაგრძობდა დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში მოღვაწეობას და ახლდა ანსამბლს საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში გასტროლების დროს.

      რამდენიმე წლის განმავლობაში იგი ავქსენტი მეგრელიძეს ეხმარებოდა ქართული საკრავების ფართო პოპულარიზაციის საქმეში. ხოლო ათი წელი (1943-1953) იგი სოლისტ მეჩონგურედ მუშაობდა ავქსენტი მეგრელიძის ხელმძღვანელობით არსებულ რადიოკომიტეტის გუნდში. ვინ არ მოხიბლულა მის მიერ შესრულებული «ჩელათი» და სხვა მეგრული ლირიკული სიმღერებით.

      თუ ვინმე მოისურვებს, ელენე ჭუბაბრია მზადაა თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს.

"ფონდი ქართული გალობა"

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, სამეგრელო, ფოლკლორი, ქველი

ნახვა: 348

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters