მაცხოვარი, წმინდა წერილში, სულ რამდენჯერმე განაცხადებს საკუთარ ღმრთაებრიობას და ერთ-ერთი ასეთი დღე არის ფერისცვალება, როდესაც უფალმა ინება, მოციქულების წინაშე ფერი ეცვალა თაბორის მთაზე. ეს სიუჟეტი, სახარების სამ სინოპტიკურ სახარებაშია მოთხრობილი და ათორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორის, ფერისცვალებას, გამორჩეული ადგილი უკავია, როგორც მიმნიშნებელს, რომ მორწმუნისთვის ყოველივე შესაძლებელია, მათ შორის ისეთი სრული ცვლილება როგორც ეს თაბორზე მოხდა. დღესასწაულის შესახებ, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ, ამ დღის თვენის საკითხავში.
დღესასწაულის სამწუხარ-საცისკრო და ლიტურგიკულ მსახურბებზე იგალობება შემდეგი ტროპარ-ძლისპირები:
მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, |
და უჩვენე მოწაფეთა შენთა დიდება შენი ||
ძალისაებრ მათისა |||
და გამოგვიბრწყინვე ჩვენცა ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, |
მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ||
ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.
პურისკურთხევაზე და ღმერთი უფალის შემდეგ:
ამოსაბეჭდი ნოტები (გელათის კილო, ხმა გ):
მოისმინეთ ტროპარი:
ასრულებს, ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდი
სადიდებელი:
აქებდით სახელსა უფლისასა... (134-ე ფსალმუნი)
გადიდებსა:
დაემატება...
საცისკრო წარდგომა:
თაბორი და ერმონი სახელითა შენითა იხარებდენ.
ძლისპირი თ:
ადიდე, სულო ჩემო, თაბორს ზედა ფერისცვალება უფლისა!
შობა შენი უხრწნელ არს ქალწულო, |
ღმერთი მუცლით შენით ||
გამოვიდა განხორციელებული, |||
კაცთა შორის იქცეოდა, |
ამისთვის ჩვენ შენ, ღმრთისმშობელო, ||
სამართლად ყოველი გადიდებთ. |||
ამოსაბეჭდი ნოტები:
საღმრთო ლიტურღია
სადღესასწაულო ანტიფონები:
პირველი ანტიფონი
ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქვეყანა, უგალობდით სახელსა მისსა, მიეცით დიდება ქებულებასა მისსა;
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
ხმა ქუხილისა შენისა ურმის თვალსა, გამოსჩნდეს ელვანი შენნი სოფელსა, შეიძრა და შეძრწუნებულ იქმნა ქვეყანა;
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
აღსარება და დიდად შვენიერება შთაიცვ, შეიმოსე ნათელი ვითარცა სამოსელი;
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
დიდება, აწდა.
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
მეორე ანტიფონი
მთანი სიონისანი, გვერდნი ჩრდილოსანი, ქალაქი მეუფისა დიდისა;
► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღრთისაო რომელმან მთასა ზედა ფერი იცვალე, მგალობელნი შენნი ალილუია!
და აღიყვანა იგინი მთასა მას სიწმიდისა მისისასა, მთასა ამას, რომელ მოიგო მარჯუენემან მისმან;
► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღრთისაო რომელმან მთასა ზედა ფერი იცვალე, მგალობელნი შენნი ალილუია!
მთა სიონი რომელ შეიყვარა, და აღაშენა ვითარცა მარტორქისა სიწმინდე მისი;
► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღრთისაო რომელმან მთასა ზედა ფერი იცვალე, მგალობელნი შენნი ალილუია!
დიდება, აწდა
მხოლოდშობილი ძე ...
მესამე ანტიფონი
რომელნი ესვენ უფალსა, ვითარცა მთა სიონი არა შეირხიოს უკუნისამდე;
► ფერისცვალების ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑
მთანი გარემოს მისსა, და უფალი გარემოს ერისა თვისისა ამიერითგან და უკუნისამდე;
► ფერისცვალების ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑
უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა, ანუ ვინ დაემკვიდროს მთასა წმინდასა შენსა;
► ფერისცვალების ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑
ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმინდასა მისსა.
► ფერისცვალების ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑
მცირე შესვლად:
უფალო მოგვივლინე ნათელი შენი |
და ჭეშმარიტება შენი, ||
რათა წარგვიძღვეს და აღგვიყვანოს ჩვენ მთასა წმინდასა შენსა. |||
► ფერისცვალების ტროპარი ↑
► დიდება, აწ და.
► კონდაკი:
მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო |
და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, ||
დიდება შენი უჩვენე. |||
რათა რაჟამს იხილონ ჯვარცმა შენი, |
გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნება იგი ნებსით არს ||
და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალება მამისა. |||
წარდგომა სამოციქულოსი:
ვითარ განდიდნეს საქმენი შენი უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ.
ღირს-არსის ნაცვლად:
იხილეთ: მე-9 ძლისპირით ↑
განიცადე:
უფალო ნათლითა პირისა შენისათა ვიდოდეთ და სახელითა შენითა ვიხარებდეთ უკუნისამდე!
იხილეთ:
• დღისა მისთჳს, რომელსა იცვალა ხატი მაცხოვარმან მთასა წმიდასა თაბორსა
• ფერისცვალება (ხატები, ფრესკები, ტაძრები)
შენიშვნა: ფერისცვალების საგალობლები (ნოტები, ტექსტები) განახლდება ამავე გვერდზე.
ტეგები: Qwelly, აუდიო, გალობა, ნოტები, საგალობლები, სადღესასწაულო, საუფლო, ტროპარი, ძლისპირი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•