ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა (მეათე ნაწილი)

ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა - ექვთიმე კერესელიძე

(მეათე ნაწილი)

chant, eqvtime kereselidze, estate kereselidze, filimon qoridze, galoba, galobis gadarchena, maqsime sharadze, qartuli galoba, qwelly, გალობა, გალობის გადარჩენა, გალობის რაინდები, ესტატე კერესელიძე, ექვთიმე კერესელიძე, ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა, მაქსიმე შარაძე, საგალობლების ისტორია, ფილიმონ ქორიძე, ქართული გალობა, ქართული გალობის გადარჩენა, ქართული საგალობლების გადარჩენის ისტორია, ქველი

     ამ ხსენებულ ნოტის საგალბელთა წიგნების ჩაბარებბის შემეგ: მივიღე თვით მთავრობისაგან მოწერილობა, შესახებ პენსიის დანიშვნისა შემდეგის შინაარსით:

     ზედაძნის ისტრიულ ძეგლის მეთვალყურეს ექვთიმე კერესელიძეს: თქვენ მიერ საქართველოს მუზეუმში ხელთ-ნაწერ ნოტების გადაცემის ამბავი მოხსენდა კულტურის ძეგლთა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, წარსული წლის 28 დეკემბერში.

     კომიტეტი, გაეცნო რა ამ ნოტების შექმნის, - შენახვის და გადმოცემის ისტორიას.

     დაადგინა: მოქ. ექვთიმე კერესელიძეს იშვიათი და ძვირფასი კულტურულ ნამუშავრის დაცვა - შენახვისათვის, მადლობა გამოეცხადოს, კომიტეტის სახელითაც და მისთვის დასანიშნ პერსონალურ პენსიის საკითხის საბოლოვოთ გამორკვევამდე, მას ეძლეოდეს კომიტეტის სპეცპერატიულ თანახებიდგან ყოველ თვიურად: ას ორმოცდა ათი (150 მ.) მანეთი.

     კომიტეტი გაცნობებთ ამ დადგენილებას და დასძენს, რომ თქვენი ზემო აღნიშნულ ანგარიშით, ფული მოგეცემათ წასული წლის 1-ლ ნოემბრიდგან.

კომიტეტის თავმჯდომარეს მოადგილე.
დ. შევარდნაძე.

უფრო ინსპეკტორი, დ. დავითაშვილი.

უღრმესად პატივის მცემელი თქვენი მოქ. ექვთიმე კერესელიძე.

1936 წ. 18 თებერვ.


     ეს ზემოხსენებული ჩემზე დანიშნული პენსია, 1935 წ. 1-ლ ნოემბრიდგან, ყოველ თვეს დაუბრკოლებლად მეძლეოდა ვიდრე 1939 წლის გასვლამდი. 1940 წელს: თვით იმ დაწესებულებაში, საიდგანაც ფული მეძლეოდა, მოხდა რაიმე დაბრკოლება და მითხრეს: შენ უმაღლეს მთავრობასთან ხელახალი თხოვნა უნდა მისცე, რომ ფული გამოგივიდესო. ამაზე მე ბევრი ვეცადე მაგრამ ვერაფერი გავაწყვე; მერე ავდექი და მივედი ჩვენი ნოტის საგალობელთა გულშემატკივარ პრაფისორ. კ. ფოცხვერაშვილთან და უთხარი: თქვენ ხართ ერთად ერთი ჭირის-უფალი, აპეკუმი, და ერთგული გამგე, როგორც დიდი მუსიკოსი და გამოჩენილი კომპოზიტორი და ჩემი ნაშრომი ნოტების ხელმძღვანელი! - გთხოვთ რომ, ამ ფულის დაბრკოლების საქმე, ფეხზე წამოაყენო; თხოვნა მიცემული მაქვს უმაღლეს მთავრობასთან, მაგრამ, არ დამიშვეს სალაპარაკოდ! ამიტომ ჩემ თხოვნას დიდი დაბრკოლება აქვს, მან მითხრა: წავიდეთ ნოარიუსში და ვექილობის უფლების ქაღალდი გამოვართვათ, და მე იმითი ვიმოქმედებ უმაღლეს მთავრობასთან. ვექილობის ქაღალდის მიღების შემედგ, უმაღლეს მთავრობამ ჩარკვიანმა, ბრძანება გამოსცა: „რადგან რომ, ის კერესელიძის ნამუშევარი საქმე, დიდ-მნიშვნელოვანი ყოფილა, ამიტომ დაინიშნოს კომისია, კომპოზიტორებისა და დერექტორებისაგან, და შეამოწმონ ნამუშევარი ქონება და შეაფასონ, და გადასწყვიტონ კერესელიძის გადასაცემი ფული“ - ამ ბრძანების აღსრულების საქმე, კარგათ მოაწყო ბ-ნ კ. ფოცხვერაშვილმა, რომელმაც შეჰკრიბა საეკსპერტო მთავარი პირები და კომისია შეადგინა! კომისიამ რომ განიხილა ყველამ ერთხმად სთქვეს და დაადგინეს:

     ეს საქმე, მეტად ძვირფასი და ფას-დაუდებელი არისო!!! ამიტომ კერესელიძეს გადაუწვიტოთ, არა ერთბაშათ ფულის მიცემა, არამედ ნაწილ-ნაწილად, რომ მისთვის და ჩვენთვის საადვილო და უმჯობესი იქმნეს; ამ რიგად, ჩვენს დიდ ნაშრომ მოხუცებულს კერესელიძეს, თავისი საბოლოვო უზრონველ საცხოვრებელად, თვეში დაენიშნოს ოცდა ათი თუმანი, ამ გადაწყვეტილობაზე ყველამ ხელი მოაწერა და მასთანავე დაავალეს საქართველოს სააკადემიო მუზეუმის დირექტორ შ. ამირანაშვილს, რომ ამ ხსენებული ყოველ თვიურად ფულის მიცემით, სააკადემიო მუზეუმის თანხიდგან, თავის საკუთრებად შეიძინოს მუზეუმმა, თვის-შორის დაცეული და შენახული: ქართული ნოტების საგალობელთა წიგნები, შემდეგის ხელ-შეკრულებით.

ხელშეკრულება

     1941 წლის 22 მარტს საქ. სახელმწიფო მუზეუმის, მისი დირექტორის შალვა იასონის ძე ამირანაშვილის სახით, ერთი მხრით, და კერესელიძე ექვთიმე სოლომონისძ, ქვემოდ შემოკლებისათვის „კერესელიძედ“ წოდებული, მეორე მხრით, სდებენ ამ ხელშეკრულებას შემდეგზე:

     1. ექვთიმე კერესელიძე უთქმობს საკუთრებად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს, მის მიერ შეგროვილი საქართველოს ყველა კუთხეების ძველს ქართულ საეკლესიო საგალობელთ, ნოტებზე გადაღებულთ; რომელიც მოთავსებული არის 37 წიგნში და რომელიც შედგება 5532 ნომრისგან.

     2. ამა ხელშეკრულების 1-ლ პუნკტში აღნიშნულ საეკლესიო საგალობლის გადაცემა საქ. სახ. მუზეუმზე ხდება აქტის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერენ მუზეუმის დირექტორის მიერ გამოყოფილი პირი და თვით ექვთიმე კერესელიძე და რომელიც დაერთობა ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყრელი ნაწილი.

     3. საქ. სახ. მუზეუმი კისრულობს ვალდებულებას აღმოუჩინოს ექვ. კერესელიძეს დახმარება ამ ხელშეკრულების დადებისთანავე და მისცეს მას ერთდროულად ერთი ათასი (1000) მანეთი და აძლიოს ყოველთვიურად სამას-სამასი (300) მანეთი სიცოცხლის განმავლობაში.

     4. ყოველ თვიურად დახმარებას საქ. სახ. მუზეუმი გაუგზავნის ფოსტით ექვთიმე კერესელიძეს ყველი თვის გასვლისას, იმ მისამართით, რომელსაც მუზეუმს მიაწოდებს.

     5. ექვთიმე კერესელიძე ახლანდელ მისამართად აცხადებს ს. საგურამოს ზედაზენის ძეგლი. სამყოფელო ადგილის გამოცვლისას, ექვთიმე კერესელიძე ვალდებულია აცნობოს მუზეუმს ახალი სანყოფელი ადგილი.

     6. მხარეები აწერენ ხელს სამ (3) ეკზემპლიარად დაბეჭდილ ხელშეკრულებას. ერთი ეკზემ. ექვთმე კერესელიძეს მიეცემა, ორი დანარჩენი ეკზემპლიარი კი მუზეუმის განკარგულებაში რჩება.

სახელმწიფო ბეჭდით დამტკიცებული

     საქ. სახ. მუზეუმის დირექტორი (პროფ. ამირანაშვილი):

---------- მ. ამირანაშვილი

     ექვთიმე სოლ. კერესელიძე:

---------- (კერესელიძე)

ხელნაწერის დასასრული

ტეგები: Qwelly, გალობა, გალობის_გადარჩენა, გალობის_რაინდები, საგალობლების_ისტორია, ქველი

ნახვა: 615

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters