1840 - 1947
დაიბადა სოფ. აკეთში (ოზურგეთის მაზრა). მისი წინაპრები ცნობილი მომღერლები იყვნენ. გიგოს დედმამა და ზმები ადრე დაეღუპნენ. ობოლი ბიჭი სამადლოდ სოფელ მაკვანეთშ გააბარეს აღსაზრდელად. აღმზრდელი ჯაჯიკი მგელაძე მწიგნობარი ქალი იყო, პატარა გიგოს საკუთარი შვილოვით მოუარა, ვეფხისტყაოსანი და წერაკითხვა შეასწავლა. გიგოს გურული სიმღერები მამისგან ქონდა ნასწავლი. როცა წამოიზარდა, დაუმეგობრდა თანატოლ მომღერალს, გამყივანის უბადლო შემსრულებელს გიორგი ბაბილოძეს. შემდეგ მათ თანასოფლელი გიორგი იობიშვილი შეუამხასნაგდა. ასე შეიქმნა მშვენიერი ტრიო, რომელმაც მალე გაითქვა სახელი. შემდგომ გიგო ერქომაიშვილის ირგვლივ სხვა მომღერლებმაც მოიყარეს თავი. ჩამოყალიბდა მთელ გურიაში ცნობილი.
გიგო ერქომაიშვილმა არა მარტო გურული და აჭარული სიმღერები, არამედ საგალობლებიც ბრწყინვალედ იცოდა. საგალობლები მას ცნობილმა მგალობელმა, მღვდელმა ნესტორ კონტრიძემ ასწავლა. გიგო ერქომაიშვილის ანსამბლი ჯერ მაკვანეთის ეკლესიაში გალობდა, მოგვიანებით კი შემოქმედის ცნობილ მონასტერში.
ერქომაიშვილების ოჯახში მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ათი შვილი იზრდებოდა, მაგრამ განსაკუთრებით არტემი, ანანია და ლადიკო ერქომაიშვილები გამოირჩეოდნენ (შემდგომში სამივე ცნობილი ლოტბარი გახდა).
1907 წელს თბილისში მცხოვრებმა შეძლებულმა კაცმა, ლიხაურელმა მასიკო სალუქვაძემ, გიგო ერქომაიშვილის გუნდი თავისი ხარჯით დედაქალაქში ჩამოიყვანა და გრამოფონის ფირფიტაზე 49 სიმღერასაგალობელი ჩააწერინა.
მოგვიანებით სიძე და ცოლისძმა (გიგოს ცოლად გიორგი ბაბილოძის და ჰყავდა) ახალგაზრდა არტემ ერქომაიშვილის გუნდის სოლისტები გახდნენ (არტემი მაშინ ბათუმის გუნდს ხელმძღვანელობდა). ამ გუნდმა 1927 და 1929 წლებში გამართულ რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა, 1930 წელს კი დიდი წამრატებით იმოგზაურა ლენინგრადში.
100 წელს მიტანებული მოხუცების, გიგო ერქომაიშვილისა და გიორგი ბაბილოძის ხმები ფილფონიგრაფზე ჩაიწერეს ცნობილმა ფოლკლორისტმა ევგენი გიპიუსმა და შვედმა მუსიკოსმა ერნსტ ემსხაიმერმა. მათ, როგორც გუნდის, ასევე თითოეული მომღერლის ხმა ცალცალკე ჩაწერეს.
გიგო ერქომაიშვილს სიმღერა სიმღერა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია. იგი გარდაიცვალა 1947 წელს
"ფონდი ქართული გალობა"
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, გურია, ერქომაიშვილები, ფოლკლორი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•