1835 - 1931
გიორგი ბაბილოძე სოფელ მაკვანეთში დაიბადა. მამამისი ყმა გლეხი იყო. ჰქონდა არაჩვეულებრივი ხმა გამყივანი, გიორგის ბაბუაც (დედის მამა ზოსიმე გორდელაძე) შესანიშნავი გამყივანი ყოფილა. ასე რომ, გიორგი ბაბილოძე, როგორც ჩანს, წინაპრების კვალს გაჰყვა.
იგი დღემდე გამყივანის საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა მთელს გურიაში.
გიორგი ბაბილოძეს უსიმღეროდ ცხოვრება ვერ წარმოედგინა. მომღერალს ახალგაზრდა ვაჟი ტრაგიკულად დაეღუპა. გიორგი ტრადიციის მიმდევარი კაცი იყო და, ცხადია, გლოვაც მამაპაპური იცოდა, მაგრამ საყვარელი ვაჟის დაკრძალვის შემდეგ გიგო ერქომაიშვილს უთხრა: მე რომ არ ვიმღერო, ჩემს შვილს ამით ვერაფერს ვუშველი და სიმღერას კი ვავნებო.
გიორგი ბაბილოძეს თავისუფლად შეეძლე გამყივანი მაღალ რეგისტრში ემღერა და თუ საჭირო იყო, მშვენიერი ბანიც ეთქვა.
გიორგი ბაბილოძის გარდაცვალების წელს გაშორდნენ წუთისოფელს ცნობილი მომღერლები: სამუელ ჩავლეიშვილი და ნესტორ კონტრიძე. არტემ ერქომაიშვილმა მათ ხსოვნას უძღვნა:
...პირველ ხმაში ჩავლეშვილი კაკანებდა ვით ბულბული,
წვრილს ეტყოდა ბაბილოძე სხვაფრივ ენა მოქარგული,
ბანს კონტრიძე დასძახებდა, დასტკბებოდა სული, გული,
სიხარულით აგავსებდათ სამივეს ხმა ერთად თქმული.
"ფონდი ქართული გალობა"
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, გურია, ფოლკლორი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm
0 კომენტარი
1 Like
ქალთა უფლებები
ქეთევან პოპიაშვილი
პრეზენტაცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
კოლოქვიუმი
ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი
ქეთევან პოპიაშვილი
ჯგუფი 1
ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი
კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…
გაგრძელება
© 2025 George.
•