1904 - გარდაცვალების თარიღი უცნობია
მამით ადრე დაობლებულმა ბავშვობიდანვე მატერიალური სივიწროე განიცადა, მაგრამ დაბრკოლებები ვაჟკაცურად გადალახა. საშუალო განათლება ქუთაისში მიიღო. მცირე ხნით მაინც იძულებული გახდა ჭიათურაში შავ სამუშაოზე მოწყობილიყო. მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა თავისუფალ დროს მუსიკას უთმობდა; ხარბად ისმენდა ხალხურ სიმღერებს ადრე თანასოფლელებისაგან, შემდეგ - ჭიათურელი მუშებისაგან, თვითმოქმედ საგუნდო წრეებში მღეროდა.
სიმღერების ამგვარი ცოდნით აღჭურვილი ოცდასამი წლის ახალგაზრდა 1927 წელს ქუთაისში ჩატარებულ პირველ ოლიმპიადაზე წარსდგა ადგილობრივი პროფკავშირების საგუნდო კოლექტივით და წარმატება - ჟიურის პრემია მოიპოვა. იმავე წელს მუსიკალური ცოდნის მისაღებად თბილისში მიავლინეს. ჯერ II სამუსიკო სასწავლებელში თეორია-კომპოზიცია გაიარა პროფესორ გრიგოლ ჩხიკვაძესთან, ხოლო შემდეგ კონსერვატორიაში იმავე საგნებს გადიოდა ბაგრინოვსკისთან, შჩერბაკოვთან, ტუსკიასთან. კონსერვატორია 1937 წელს დაასრულა.
პარალელურად, 1932 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაასრულა.
1938-1949 წლებში უძღვებოდა ხალხური შემოქმედების ცენტრალურ სახლს.
1941-1947 წლებში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა. 1950 წლიდან მუშაობდა ჯერ ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუსიკალურ დარგში, შემდეგ - კომპოზიტორთა კავშირის თავჯდომარედ, აგრეთვე - სახელმწიფო ფილარმონიის დირექტორად. ავალებდნენ პასუხსაგებ სამუშაოებს. სამამულო ომის დროს მრავალი კონცერტი ჩაატარა როგორც თბილისში ისე მის ფარგლებს გარეთაც - დასავლეთ საქართველოსა და მესხეთ-ჯავახეთში. მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.
მისი მუსიკალური ნაწარმოებებიდან მხოლოდ ზოგიერთს დავასახელებთ: «ჰიმნი სამშობლოს» (პრემირებულია რესპუბლიკურ კონკურსზე), «სიმღერა კაპიტან ბუხაიძეზე», «სიმღერა გმირ შალამბერიძეზე», «გამარჯვების სიმღერა», გუნდები - «ჩონგურო», «საკოლმეურნეო», «სამაია» და სხვა ვოკალურ-ინსტრუმენტული და, აგრეთვე - საბავშვო სიმღერები, კანტატები, სიმფონიური სუიტები. მრავალი ხალხური (განსაკუთრებით – მეგრული) სიმღერა საგუნდოდ დაამუშავა.
"ფონდი ქართული გალობა"
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, იმერეთი, ფოლკლორი, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•