1872 - 1951
ხალხური, მეგრული სიმღერების დიდებული შემსრულებელი და მცოდნე, ლოტბარი, მომღერალი, ძუკუ ლოლუას ერთ-ერთი მასწავლებელთაგანი იყო. ჭოღას სამრევლო სკოლაში უსწავლია, მაგრამ მიღებული მცირე ცოდნა კარგად გამოიყენა. გარდა სიმღერისა, დიდი უნარი გამოიჩინა სოფლის მეურნეობაში - მეფუტკრეობაში.
სიმღერით გატაცება მასაც მშობლებისა და ძმებისაგან გადაედო; არც ერთ შემთხვევას არ გაუშვებდა, რომ რაიმე ახალი ხალხური ჰანგი არ შეეთვისებინა. «ჩემი მასწავლებელი იყო სოფლის ქორწილები, სოფლის დღესასწაულები, - ამბობს იგი, - იქ თავმოყრილი მომღერლები, ცეკვა-თამაში, ხალხური კილოები, ოხუნჯობა, შაირები – აი, რა მომცა ხალხმა და გამხადა ბედნიერი.»
პირველ ხანებში ვერ ახერხებს გუნდის შექმნას და ტრიოთი გამოდის. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ დაავალა გამოეყვანა თავისი ჯგუფი ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების ასი წლის შესრულების გამო გამართულ საღამოზე. კარგი შტაბეჭდილება დატოვა, ქებაც დაიმსახურა, მაგრამ იქვე წუწუნიც გაისმა: – რა კაცია, უსაქმო საქმისათვის მოუკიდნია ხელიო.
შემდეგ ფართო ასპარეზი გადაეშალა. გალაქტიონ ჭელიძესთან მღერის ზუგდიდის გუნდში და მისი მოადგილეცაა. პარალელურად ჯერ სოფელ კახათში, შემდეგ ჯუმში ასწავლის სიმღერებს მინდვრის მუშებს, კოლმეურნეებს.
წალენჯიხის რაიონმა მას ჩააბარა ეთნოგრაფიული გუნდი, რომელმაც 1936 წლიდან მრავალი კონცერტი გამართა. რაიონში მრავალგან დააარსა გუნდები. ხალხურ სიმღერებს ასწავლის ჩაის ფაბრიკის მუშა-მოსამსახურეებს. წალენჯიხის გუნდმა დიდი წარმატება მოიპოვა მეოთხე და მეხუთე რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე. თვით ივანეს რეპერტუარი უმთავრესად ისეთი სახუმარო სიმღერებისგან შედგებოდა, როგორებიცაა: «თუნთიქ რხინით მიხალისუ» (დათვი ლხინით გახალისდა), «ქაჯური» და სხვა.
მოხუცებულობის გამო წალენჯიხის რაიონული გუნდის ხელმძღვანელობა თავის მოწაფეს, აგრონომ ვლადიმერ სალიას გადააბარა. წალენჯიხის გუნდმა სალიას ხელმძღვანელობით საქართველოს მეექვსე და მეშვიდე ოლიმპიადებში კვლავ ისახელა თავი.
ივანე ჩომახია დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს, ყველას მონდომებით ასწავლიდა სიმღერას სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე.
"ფონდი ქართული გალობა"
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, სამეგრელო, ფოლკლორი, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
© 2026 George.
•