ჯოკია მეშველიანი • Jokia Meshveliani

ჯოკია მიშველიანი, Jokia Meshveliani, changing, chant, chanters, folk, galoba, georgian chant, qwelly, ბიოგრაფია, ბიოგრაფიები, გალობა, მგალობლები, ფოლკლორი, ფონდი ქართული გალობა, ქართული გალობა, ქართული ფოლკლორი, ქველი, სვანეთი, svaneti
ჯოკია მიშველიანის გუნდი "ლილე", ცენტრში ხელმძღვანელი ჯოკია მიშველიანი

1928 - 1994

      1928 წელს, სოფელ ლექსურაში, (ლენტეხი, სვანეთი) მეშველიანების ოჯახში დაიბადა მომავალი ლოტბარი და ფოლკლორის უზადო მცოდნე - ჯოკია მეშველიანი. 1947 წელს საშუალო სკოლა დაასრულა, ხოლო 1953 წელს - აგრონომიული ფაკულტეტი და ლენტეხის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროს აგრონომად დანიშნეს. ჯერ ისევ ახალგაზრდამ მოასწრო ოცდახუთი წელიწადი ხალხის სამსახურში ყოფნა.

      ბავშვობიდანვე დღესასწაულებსა და საღამო-კონცერტებზე ლექსებს კითხულობდა და სიმღერებს ასრულებდა.

      თვრამეტი წლისა იყო, როცა მოსწავლეთა რესპუბლიკურ ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა და ჭუნირზე დაკვრის შესანიშნავი ოსტატობა გამოამჟღავნა. ორი წლის შემდეგაც დაუკრა ჭუნირზე მოსწავლეთა რესპუბლიკურ ოლიმპიადაში.

      სტუდენტობის დროს ლენტეხის კულტურის სახლთან არსებულ მომღერალთა გუნდთან ერთად მეექვსე რესპუბლიკურ ოლიმპიადაში მიიღო მანაწილეობა. აქტიური წევრი იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის გუნდისა, რომელსაც ნოკო ხურცია ხელმძღვანელობდა.

      უმაღლესი სასწავლებლების ოლიმპიადაზე სოლისტ-მომღერალი ჯოკია მეშველიანი დააჯილდოვეს საპატიო სიგელით.

      ქვემო სვანეთის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა (ხელმძღვანელები: მ. ონიანი და ჯ. მეშველიანი, ქორეოგრაფი: ა. გოგიძე) კარგად შეასრულა სვანური სიმღერები მეშვიდე რესპუბლიკურ ოლიმიადაზე.

      1953 წლიდან ლენტეხის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელია. ლენტეხელებმა მერვე ოლიმპიადაზე კარგად შეასრულეს სვანური სიმღერები. ოთხი წლის შემდეგ რაიონულ დათვალიერებაში მონაწილეობისათვის საპატიო სიგელი მოიპოვა, ხოლო ბოლო, მეცხრე ოლიმპიადაზე კვლავ შესანიშნავი მაჩვენებლებით წასდგა.

      1967 წლის 29 ნოემბრის ბრძანებულებით, ჯოკია სანდროს ძე მეშველიანს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება.

      1994 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა ქართული ფოლკლორის დიდი მოამაგე ჯოკია მეშველიანი.

"ფონდი ქართული გალობა"

ჯოკია მეშველიანის გუნდი - შინა ვორგილი

ლილე (ლილეო)

ტეგები: Qwelly, აუდიო, ბიოგრაფია, გალობა, სვანეთი, ფოლკლორი

ნახვა: 947

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters