კიწი გეგეჭკორი • Kitsi Gegechkori

კიწი გეგეჭკორი, kiwi gegechkori, changing, chant, chanters, folk, galoba, georgian chant, qwelly, ბიოგრაფია, ბიოგრაფიები, გალობა, მგალობლები, ფოლკლორი, ფონდი ქართული გალობა, ქართული გალობა, ქართული ფოლკლორი, ქველი, სამეგრელო, samegrelo

1886 - 1971

      კიწი გეგეჭკორზე ამბობდნენ ძუკუ ლოლუას საუკეთესო მოწაფეთაგანია, მისი სტილის შემსრულებელი და მომღერალია და თქვენ წარმოიდგინეთ, გარეგნობითაც კი ჰგავსო.

      "ხელოვნებაში მთავარია სიმართლე" - გეტყოდათ, თუ შეეკითხებოდით. ხალხური სიმღერის გარდა, სხვა სანუკვარი საჩუქარი არაფერი უძებნია. ბავშვობიდანვე დაჰყვა სიმღერის ტრფიალი, ჩონგურის საჯაროდ გამოყენება; ჩაჯდება ძუკუს გუნდის შუაგულში და ჩონგურზე ლირიკულ სიმღერებს ამღერებს. თვრამეტი წლის ჭაბუკი ჩონგურის საჯაროდ გამოტანის პიონერია.

      1907-1911 წლებში სამხედრო ბეგარას იხდის, შემდეგ ისევ სოხუმშია, მღერის, ისევ ჩონგურს ჩაჰკირკიტებს, ხალხური ჰანგებია მისი სტიქია.

      მაგრამ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, გაიწვიეს. ებრძვის გერმანელებს; მეთაურთა რიგებში წამოსწიეს, გულმართლად იბრძოლა ჩაატარა. 1917 წლიდან ბათუმშია, დემობილიზაციაში მოჰყვა, უმალვე გიმნაზიის გუნდი შექმნა. კონცერტები, წარმატება; ხუთი წელიწადი მოღვაწეობა ბათუმში და შემდეგ ქუთაისში წასვლა ძუკუსთან კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად. 1925 წლიდან თბილისში ძუკუს გუნდში მომღერალთა მთავარი ბირთვის ხელმძღვანელია, თან მეაბრეშუმეობის კურსებს ამთავრებს თელავში და მშობლიური ზუგდიდისკენ მიემგზავრება. მუშაობს მთავარ მეაბრეშუმედ. გადადის სოხუმში, საგუნდო სიმღერებსა და ჩონგურს მაინც ესათუთება. გუნდის ხელმძღვანელებს ეხმარება, მათი კონსულტანტია.

      მალე გალი იხმობს. რაიონში შესანიშნავ გუნდს აყალიბებს და 1934 წელს ოლიმპიადაზე იმარჯვებს. თბილისში კონცერტებს მართავს, წარმატება აქვს. მუშაობს დაუღალავად, მრავალგან აარსებს მომღერალთა გუნდებს. მეოთხე და მეხუთე ოლიმპიადებში წარმატებით გამოდის და სოხუმში მოღვაწეობით დიდ სახელს იხვეჭს. სამამულო ომის წლებში ზუგდიდშია, აქ გუნდს ხელმძღვანელობს, ემსახურება დაჭრილ მეომრებს, უმსუბუქებს ომით მიყენებულ ტკივილებს.

      სოხუმის ანსამბლის მხატვრული ხელმძღვანელია. ათი წელიწადი იშრომა, შესანიშნავად მომზადებული ანსამბლი ჩააბარა რაჟდენ გუმბას, თვითონ კი კარგა ხანს გუნდის კონსულტანტად იმუშავა.

      ივანე (კიწი) ბესარიონის ძე გეგეჭკორს, 1946 წლიდან ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, სოხუმელები 1955 და 1961 წლებში მოღვაწეობის 50 და დაბადებიდან 75 წლის იუბილეს უხდიან. უყვართ ბრგე, ჭარმაგი ხელოვანი, თვითმოქმედი კომპოზიტორი, მრავალი საინტერესო სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორი.

"ფონდი ქართული გალობა"

ტეგები: ბიოგრაფია, გალობა, ფოლკლორი, ფხაზეთი, ქველი

ნახვა: 790

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters