წმინდა წერილში, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ცხოვრებიდან, ძალიან მცირი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი - სულ რამდენიმე ეპიზოდშია მოთხრობილი დედა ღმრთისას შესახებ, მაგრამ საეკლესიო გარდამოცემამ შემოგვინახა მაცხოვრის ამაღლებსი შემდეგ მისი ცხოვრების და მიძინების, ცად აღყვანების ისტორია, რომელიც თვენის საკითხავებშია მოცემული. იხილეთ მარიამობა.
დღესასწაულის სამწუხარ-საცისკრო და ლიტურგიკულ მსახურბებზე იგალობება შემდეგი ტროპარ-ძლისპირები:
შობასა ქალწულება დაიმარხე |
და მიცვალებასა ||
სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, |||
მიხვედ ცხოვრებად დედა ეგე ცხოვრებისა, |
და აწ მეოხებითა შენითა იხსნი ||
სიკვდილისაგან სულთა ჩვენთა.|||
პურისკურთხევაზე და ღმერთი უფალის შემდეგ:
ამოსაბეჭდი ნოტები (გელათის კილო, ხმა ა):
სადიდებელი:
აქებდით სახელსა უფლისასა... (134-ე ფსალმუნი)
გადიდებსა:
გადიდებთ შენ ყოვლად-წმინდაო
დედაო ქრისტეს ღმრთისა ჩვენისაო
და ყოვლად დიდებულსა მიცვალებასა შენსა ვადიდებთ
საცისკრო წარდგომა:
მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.
ჩასართავი თ ძლისპირისა
ანგელოსთა მიცვალება ყოველადწმიდისა იხილეს |
და უკვირდათ, ||
ვითარ ქალწული აღვალს ქვეყანით ზეცას. |||
ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყველნი |
შენთვის, ქალწულო უბიწოო, ||
ქალწულებრივი შობა და სიკვდილი ცხოვრების მომცემელი |||
და შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე |
და მოკვდავი ცხოველ ხარ, ||
ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ. |||
ამოსაბეჭდი ნოტები:
საღმრთო ლიტურღია
გამომსახველობით ანტიფონები
მცირე შესვლად:
მოვედით თაყვანის-ვსცეთ...
► ღმრთისმშობლის მიძინების ტროპარი ↑
► დიდება, აწ და.
► კონდაკი:
მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი, |
და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოება, ||
ღმრთისმშობელო, სამარემან და სიკვდილმან ვერ დაგაბრკოლეს, |||
არამედ, ვითარცა დედა ეგე ცხოვრებისა, |
ცხოვრებად მიცგვალა, ||
რომელმან დაიმკვიდრა საშო მარადის ქალწულისა. |||
წარდგომა სამოციქულოსი:
ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმა ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა.
ღირს-არსის ნაცვლად:
იხილეთ: მე-9 ძლისპირი ↑
განიცადე:
სასმელი ცხოვრებისა მოვიღოთ, და სახელსა უფლისასა ვხადოთ!
იხილეთ:
• ღმრთისმშობლის მიძინება (ხატები, ფრესკები, ტაძრები)
შენიშვნა: ღმრთისმშობლის მიძინების საგალობლები (ნოტები, ტექსტები) განახლდება ამავე გვერდზე.
ტეგები: Qwelly, ნოტები, საგალობლები, სადღესასწაულო, საუფლო
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•