მიხეილ შავიშვილი • Mikheil Shavishvili

მიხეილ შავიშვილი, Mikheil Shavishvili, changing, chant, chanters, folk, galoba, georgian chant, qwelly, ბიოგრაფია, ბიოგრაფიები, გალობა, მგალობლები, ფოლკლორი, ფონდი ქართული გალობა, ქართული გალობა, ქართული ფოლკლორი, ქველი, გურია, გურული, guria

1920 - 1999

      გურიაში იშვიათია ოჯახი, სადაც ოჯახის ერთი წევრი მაინც არ მღეროდეს. ჭანიეთში დაბადებული მიხეილ შავიშვილი ისეთი ოჯახიდანაა, სადაც თითქმის ყველა მღეროდა მამის, გერმანეს, მეთაურობით. ბავშვი თავიდანვე აკრიმანჭულებდა თავის ჯერ კიდევ დაუყენებელ ხმას. თხუთმეტი წლის ასაკიდან ჩაება მხატვრულ თვითმოქმედებაში. ჯერ სკოლის, ხოლო შემდეგ საკოლმეურნეო გუნდის ხელმძღვანელი გახდა. ვარლამ სიმონიშვილის ანსამბლში მოწიფულობის ჟამს კრიმანჭულს აგვირისტებდა. 

      უმაღლესში სწავლის დროს ბათუმში აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში (ხელმძღვანელი: არტემ ერქომაიშვილი) მღეროდა. უმაღლესდასრულებული ომში გაიწვიეს. სიმღერა არ შეუწყვეტია. მებრძოლებს ამღერებდა, სიმღერით მიიკვლევდა გზას გამარჯვებისაკენ.

      ომიდან დაბრუნებული მასწავლებლობს, თან სასკოლო გუნდებს ხელმძღვანელობს. ორჯერ იმარჯვებს რაიონულ დათვალიერებაზე.

      1946-1956 წლებში ხელმძღვანელობს ჯერ ჭანიეთის საკოლემურნეო გუნდს, შემდეგ - ნასაკირალის ჩაის საბჭოთა მეურნეობის, ლაითურის ჩაის საბჭოთა მეურნეობის, ბოლოს კი - რაიკოოპკავშირის ანსამბლს და ყველა დათვალიერებაზე ყოველთვის პირველ ადგილზე გამოდის.

      განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი მოღვაწეობა პირველ «შვიდკაცაში». 1957 წელს იგი გვერდში ამოუდგა ჯანსუღ კახიძეს, როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო ახალგაზრდულ ფესტივალებზე ბრწყინვალედ გამოავლინა თავისი ნიჭი და საშემსრულებლო შესაძლებლობანი.

      მომდევნო 1958 წელს მან მახარაძეში ჩამოაყალიბა «შვიდკაცა». იმავე წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვში ჩატარებულ ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე. აქაც - ბრწყინვალე შედეგები, კარგი შეფასება. ამას მოჰყვა ბრიუსელის მსოფლიო გამოფენა; იქაც - კარგი მიღწევები. შემდეგ - ისევ ქართული კულტურის დღეები მოსკოვში. აქაც - წარმატება. მომდევნო 1959 წელს ქართული მელოდიების კონცერტზე მოსკოვში «შვიდკაცა» შესანიშნავად გამოვიდა. შემდეგ წელს პოლონეთში გამოვიდა და იქაც გამარჯვება მოიპოვა. მერე ისევ სკოლებში იმუშავა. შემდეგ ქაქუთის (აჭარა) საკოლმეურნეო ანსამბლის უხელმძღვანელა. რესპუბლიკურ დათვალიერებებზე კვლავ I ხარისხის ჯილდო მოიპოვა.  

      1964 წელს შედგა მახარაძის «შვიდკაცას» გასტროლები რიგაში. ლატვიელი მსმენელი მოიხიბლა ქართული მელოდიებით.

მოისმინეთ მიშა შავიშვილის გუნდის მიერ შესრულებული ხასანბეგურა:

"ფონდი ქართული გალობა"

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, გურია, ფოლკლორი, ქველი

ნახვა: 559

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters