პლატონ დადვანი • Platon Dadvani

პლატონ დადვანი, platon dadvani, changing, chant, chanters, folk, galoba, georgian chant, qwelly, ბიოგრაფია, ბიოგრაფიები, გალობა, მგალობლები, ფოლკლორი, ფონდი ქართული გალობა, ქართული გალობა, ქართული ფოლკლორი, ქველი, სვანეთი, svaneti
მარცხნიდან: ევგენი გიპენრეიტერი, ბესარიონ ხერგიანი, იური ბურლაკოვი, ალიოშა გაპარენკო, პლატონ დადვანი, მაქსიმე გვარლიანი

1913 - 1989

      1937 წელს ქართული ხელოვნების პირველ დეკადაზე დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წარმატებას ხელი შეუწყო სვან მომღერალ-მოცეკვავეთა ჯგუფმა, რაც ნაწილობრივ პლატონ დადვანის მონდომებულ ხელმძღვანელობას მიეწერება.

      თბილისის მესამე საბავშვო და დუშეთის საბავშვო ახალშენის აღზრდილმა სწავლა თბილისის საგზაო-საავტომობილო ტექნიკუმში განაგრძო. პირველ ხანებში ხაიშის გზის მშენებლობაზე უმცროს ტექნიკოსად ეწყობა, მაგრამ მისი სტიქია მაინც მსახიობობა, ქორეოგრაფია და სიმღერა იყო. ამიტომ მიატოვა სამუშაო და მესტიის პედსასწავლებელში ქორეოგრაფიასა და ხატვა-ხაზვას ასწავლიდა; პარალელურად მომღერალ-მოცეკვავედ მუშაობს მესტიის სარაიონო ეთნოგრაფიულ გუნდში, რომელსაც მოხუცი მურზაყან დადეშქელიანი ხელმძღვანელობდა; მრავალი რამ ისწავლა ამ ღვაწლმოსილი ფოლკლორისტისაგან და შემდეგ ჯეროვანად გამოიყენა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში პლატონ ფანცულაიას ხელმძღვანელობით. ერთი სეზონი მსახიობადაც მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო თეატრში. მეოთხე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე «ცერულის» ბრწყინვალე შესრულებისათვის უმაღლესი შეფასება და ფულადი ჯილდო მიიღო.

      ზემო სვანეთის ეთნოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელად 1938 წლიდან მუშაობს. გუნდი გადაახალისა, რეპერტუარში ქართული სიმღერები შეიტანა და მრავალი კონცერტი გამართა. პარალელურად კულტსახლის დირექტორიცაა.

      ზემო სვანეთის ანსამბლმა მეექვსე, მეშვიდე და მერვე რესპუბლიკურ ოლიმპიადებში მიიღო მონაწილეობა და პირველი-მეორე ადგილი და საპატიო სიგელები დაიმსახურა კარგი შესრულებისათვის.

      როგორც მსახიობმა, მრავალი საინტერესო როლი შეასრულა მესტიის სახალხო თეატრში.

"ფონდი ქართული გალობა"

Qwelly, გალობა, ფოლკლორი, ბიოგრაფიები
თეთრ ჩოხაში პლატონ დადვანი სვანური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლთან ერთად, რომლის ხელმძღვანელიც თავად იყო

Qwelly, გალობა, ფოლკლორი, ბიოგრაფიები
მესტიის კულტურის სახლთან არსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი პლატონ დადვანის ხელმძღვანელობით

Qwelly, გალობა, ფოლკლორი, ბიოგრაფიები
მესტიის კულტურის სახლთან არსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი პლატონ დადვანის ხელმძღვანელობით

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, სვანეთი, ფოლკლორი, ქველი

ნახვა: 1313

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters