თბილისის ყოვლადწმიდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი

სამების ტაძარი, ქველი, ფოტო, სამების გუნდი, თბილისის ყოვლადწმიდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი, გალობა, qwelly, photo, galoba, samebis gundi, samebis sapatriarqo gundi     თბილისის ყოვლადწმიდა სამების კათედრალის მშენებლობა დამთავრდა 2004 წელს. ეს ტაძარი აშენდა საქართველოში 70 წლიანი კომუნისტურ-ათეისტური დიქტატურის და 200 წლიანი რუსული ოკუპაციის შემდეგ - როგორც გამოვლინება ქართველი ერის ქრისტიანობისაკენ შემობრუნებისა. ეს ტაძარი არის სიმბოლო საქართველოს სულიერი ამაღლებისა და თავისუფლებისა. IV საუკუნეში აგებულ სვეტიცხოვლის, თბილისის სიონის და ბიჭვინთის უძველეს ტაძრებთან, ასევე X-XI საუკუნეების ქუთაისის სიონთან (ბაგრატის ტაძარი) ერთად, სამების ტაძარი არის საქართველოს უმთავრესი კათედრალი, საქართველოს ეკლესიის მეთაურთა – კათოლიკოს-პატრიარქთა კათედრა.

თბილისის ყოვლადწმიდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი, ქველი, ფოტო, სამების გუნდი, თბილისის ყოვლადწმიდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი, გალობა, qwelly, photo, galoba, samebis gundi, samebis sapatriarqo gundi

სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი

     სამების ტაძრისათვის საპატრიარქო გუნდი შეიქმნა 1998 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით.

     გუნდის ხელმძღვანელები არიან:

  • ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საგუნდო დირიჟორობის მაგისტრი სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი;
  • საგუნდო დირიჟორობის მაგისტრი გიორგი დონაძე;
  • კომპოზიტორი და საგუნდო დირიჟორობის მაგისტრი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო მიმართულების დოქტორანტი ზვიად ბოლქვაძე.

     წმიდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი, ფაქტობრივად, საქართველოს ეკლესიის მთავარი მუსიკალური კოლექტივია. ეს საპატიო მდგომარეობა გუნდის წევრებისათვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.

     კათოლიკოს-პატრიარქმა გუნდს მნიშვნელოვანი მოვალეობანი დააკისრა, რაც წლების მანძილზე სრულდება:

     მშენებარე გრანდიოზული კათედრალისათვის მომზადდა დიდი შემადგენლობის ვაჟთა გუნდი (60-მდე წევრი);

     გუნდმა შეისწავლა ქართული შუა საუკუნეთა უნიკალური, პოლიფონიური გალობა.

     ეს მუსიკალური ტრადიცია მეცნიერთა მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი უძველესი (თუ ადრე არა, დაახლ. V-VI საუკუნეებიდან მაინც) პროფესიული პოლიფონიური ტრადიცია. ამ უძველეს a cappella ხელოვნებას ახასიათებს უნიკალური მრავალხმიანი მუსიკალური ენა და აზროვნება; არქაული და თვითმყოფადი მოდალური ჰარმონია; იშვიათი მუსიკალური გამომსახველობა; სიკეთით, ლმობიერებით, სიმშვიდითა და სინათლით აღბეჭდილი, ამაღლებული სულიერ-მხატვრული სამყარო. XIX-XX საუკუნეებში ეს ტრადიცია მძლავრ დევნას და შევიწროებას განიცდიდა რუსული ოკუპაციური საერო და საეკლესიო ხელისუფლების მხრიდან. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ პერიოდში მოხდა, თაობიდან თაობამდე ზეპირად გადმოცემული ამ შუა-საუკუნეთა ტრადიციის 8 000-მდე ჰიმნის ევროპულ სანოტო სისტემაში ჩაწერა ქართველ პატრიოტ მოღვაწეთა მიერ. დღეისათვის ამ მემკვიდრეობის მხოლოდ მცირე ნაწილი სრულდება ქართულ ლიტურგიასა და საკონცერტო დარბაზებში.

     პატრიარქმა წლების წინ სწორედ სამების კათედრალის გუნდს დააკისრა მისია, რათა მრავალწლიანი დავიწყების შემდეგ, მომხდარიყო საპატრიარქო ლიტურგიაში აღდგენა და პოპულარიზაცია ამ უნიკალური მუსიკალური ტრადიციისა. გუნდის რეპერტუარის ძირითად ნაწილს, შუა საუკუნეთა ამ ტრადიციის პოლიფონიური საგალობლები შეადგენს. დღეისათვის გუნდის რეპერტუარში რამოდენიმე ასეული უნიკალური ძველი ქართული ჰიმნი შედის. მათ შორის მრავალია ისეთი, რომელთაც მხოლოდ ეს გუნდი ასრულებს.

     უძველეს საგალობლებთან ერთად, გუნდი მღერის უკვე მთელ მსოფლიოში ცნობილი ქართული მუსიკალური ფოლკლორის უამრავ ნიმუშსაც - სხვადასხვა ჟანრისა და მუსიკალური აგებულების მქონე უნიკალურ მრავალხმიან სიმღერებსაც.

     ძველი ქართული ვოკალური მრავალხმიანობა UNESCO-მ 2001 წელს აღიარა კაცობრიობის არამატერიალური კულტურის ხელთუქმნელ ძეგლად. სამების ტაძრის გუნდის რეპერტუარში ხალხური სიმღერების მრავალი შესანიშნავი და გამორჩეული ვარიანტია.

     სამების კათედრალის გუნდის რეპერტუარის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ახალი ქართული საეკლესიო მუსიკაც. XX და XXI საუკუნეების კომპოზიტორთა საგალობლები გამოირჩევა, ერთის მხრივ, ტრადიციულ მუსიკალურ ენასთან მემკვიდრეობითი დამოკიდებულებით, და ამასთან - ნოვატორული, თანამედროვე საგუნდო წერის და შესრულების მანერით. კათედრალის საპატრიარქო გუნდი მრავალი თანამედროვე საგალობლის, ფაქტობრივად, ერთად-ერთი შემსრულებელია საქართველოში. ახალ საეკლესიო კომპოზიტორთა შორისაა საქართველოს ეკლესიის პატრიარქი – ილია II. მისი მრავალი ჰიმნის პირველი შემსრულებელი სწორედ წმიდა სამების კათედრალის გუნდია. ძველ ქართულ საგალობლებთან ერთად, საპატრიარქო გუნდის შესრულებით ახალმა ქართულმა ჰიმნებმაც დიდი პოპულარობა და სიყვარული მოიხვეჭეს მსმენელთა ფართო წრეებში.

     ყოველივე ამასთან ერთად, გუნდის რეპერტუარში შედის თანამედროვე ქართველ კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებებიც. ქართული მუსიკის ეს პლასტი გამოირჩევა ეროვნული და ევროპული მუსიკალური ტრადიციების სინთეზით, XX საუკუნის მრავალი საკომპოზიტორო ხერხის ორიგინალური გამოვლინებით ეროვნულ მუსიკალურ ენაში. თანამედროვე ქართული საგუნდო რეპერტუარის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეკუთვნის დიდ ქართველ კომპოზიტორს, ქართული საგუნდო მუსიკის კლასიკოსს – იოსებ კეჭაყმაძეს. სწორედ მის სახელს უკავშირდება ქართული საგუნდო მუსიკის XX საუკუნეში აღმავლობა და მრავალი ქართველი საგუნდო კომპოზიტორისა და დირიჟორის აღზრდა, საგუნდო კოლექტივების ჩამოყალიბება. მათ შორის სამების გუნდის ხელმძღვანელთა და წევრებისაც, რომელნიც სწავლობდნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში იოსებ კეჭაყმაძის ხელმძღვანელობით.

     გუნდის ხელმძღვანელები და მისი წევრები არიან მოსწავლენი და აღზრდილნი ქართული მუსიკალური კულტურის შესანიშნავი და გამოჩენილი მოღვაწეებისა.

     ესენი არიან:

     მასწავლებლები ხალხურ სიმღერაში და ძველ საეკლესიო გალობაში - სახელგანთქმული ქართველი მუსიკოსი და დიდი ფოლკლორისტი, ბატონი ანზორ ერქომაიშვილი (დოქტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, მრავალი ეროვნული და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი, პროფესორი) და ცნობილი ლოტბარი და საეკლესიო მოღვაწე, ქართული გალობის გამორჩეული მცოდნე, ქალბატონი ლია სალაყაია. ამ ორი პიროვნებების როლი XX საუკუნეში ქართული ტრადიციული სიმღერის და გალობის აღდგენის, განვითარების, გავრცელებისა და პოპულარიზაციის საქმეში განუზომელი და საყოველთაოდ აღიარებულია.

     ხოლო საგუნდო ბგერის და შესრულების მანერაში გუნდის პედაგოგი და კონსულტანტი (პატრიარქის ლოცვა-კურთხევით) არის მაესტრო შალვა მოსიძე (საქართველოს სახალხო არტისტი, ეროვნული და საერთაშორისო პრემიების ლაურეატი, პროფესორი) - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო დირიჟორობის კათედრის ხელმძღვანელი და ცნობილი ქალთა გუნდის "გორის' ლოტბარი. ამ პიროვნების და მისი გუნდის სახელს უკავშირდება უნიკალური საშემსრულებლო სტილისა და საგუნდო მღერა-შემსრულებლობის ახალი ქართული სკოლის შექმნა. ამ სკოლას ახასიათებს ქართული ეროვნული და ევროპული აკადემიური სასიმღერო მანერების ორიგინალური შერწყმა; მძაფრად ექსპრესიული შესრულება – მდიდარი დინამიური და ემოციური კონტრასტებით, რომლებიც ამავე დროს შერწყმულნი არიან ფორმის ბუნებრივი, დამაჯერებელი განვითარების ლოგიკასთან.

     საპატრიარქო გუნდის საშემსრულებლო ესთეტიკაც სწორედ ამ მხატვრულ მიმართულებას მიეკუთვნება. გუნდის შემსრულებლობისათვის დამახასიათებელია გამახვილებული ყურადღება ფაქიზი ინტონირებისადმი, მგრძნობიარე და დახვეწილი მუზიცირება, საგუნდო ბგერის და ბგერწერის ვირტოუზული დაუფლებისაკენ სწრაფვა.

     გუნდი მონაწილეობას იღებს საქართველოს პატრიარქის მიერ აღსრულებულ ყველა ღვთისმსახურებასა და მოგზაურობაში, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც (ისრაელი, კვიპროსი, თურქეთი, საბერძნეთი, ლიტვა, რუსეთი, იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, უკრაინა). გუნდს მონაწილეობა აქვს მიღებული ასევე მრავალ ეროვნულ თუ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში, საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც (ჰოლანდია, ისრაელი, კვიპროსი, ლიტვა, უკრაინა). სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდს ჰქონდა წარმატებული საკონცერტო გამოსვლები ისეთ დარბაზებში, როგორიცაა პარიზის Salle pleyel, ლონდონის St. Johns Smith square, მოსკოვის дом музыки, კიევისა და ლიტვის ფილარმონიები და სხვა. საეკლესიო მსახურებასა თუ სასცენო გამოსვლებში გუნდი მუდამ მსმენელთა და სპეციალისტთა აღიარებით, მოწონებითა და სიყვარულით სარგებლობს.

     საპატრიარქო კათედრალის გუნდი მონაწილეობას იღებს მრავალ ქართულ ეროვნულ დღესასწაულშიც, სადაც ის წამყვან ქართველ მუსიკოსებთან და კოლექტივებთან ერთად გამოდის. აღსანიშნავია გუნდის თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ ფილარმონიულ და თბილისის სახელწიფო ორკესტრებთან, კომპოზიტორებთან და დირიჟორებთან - ზვიად ბოლქვაძე, ვახტანგ კახიძე, ნიკოლოზ მემანიშვილი და დირიჟორებთან - ზაზა აზმაიფარაშვილი და დავით მუქერია.

     გუნდის ბაზაზე არსებობს ფოლკლორული ანსამბლი "ბასიანი" გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით. ამ ანსამბლმა დიდი აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში, ასევე ევროპასა და აშშ-შიც.

     წმიდა სამების კათედრალის გუნდს რამდენიმე კომპაქტური დისკი აქვს ჩაწერილი და გამოცემული. ამ CD-ებში შესულია ქართული ტადიციული საგალობლები და სიმღერები, ასევე თანამედროვე საგუნდო ქმნილებები.

     ამასთან, გუნდის რეპერტუარი ბევრად მეტი მრავალრიცხოვანი ძველი და ახალი სასულიერო და საერო ნაწარმოებებისაგან შესდგება. მათი შესრულება გუნდის მიერ ყოველთვის შთამბეჭდავია და ამავე დროს, მხატვრული ბუნებრივობითა და დამაჯერებლობით აღბეჭდილი.

     ყოვლადწმიდა სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის მოღვაწეობამ და შემსრულებლობამ არაერთგზის დაიმსახურა მაღალი შეფასება მრავალი ქართველი და უცხოელი მუსიკოსის მხრიდან, რომელნიც სტუმრობდნენ საქართველოს საპატრიარქოს და ესწრებოდნენ ღვთისმსახურებას თბილისის მთავარ კათედრალში. ესენი იყვნენ - მონსერატ კაბალიე, მიშელ ლეგრანი, ელენე ობრაზცოვა, იოსებ კეჭაყმაძე, გია ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე, იოსებ ბარდანაშვილი, ლექსო თორაძე, პაატა ბურჭულაძე, კუკური (ევსევი ჭოხონელიძე), იანო-თამარ ალიბეგაშვილი, ვახტანგ კახიძე, ნიკოლოზ მემანიშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, თამარ ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, თეონა დვალი და სხვ...

ტეგები: Qwelly, გალობა, გუნდები, ვაჟთა_გუნდი, თბილისი, სამება, ქველი

ნახვა: 1671

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Action-by-Phase Guideline To Trademark Registration

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am 0 კომენტარი







In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…



გაგრძელება

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

Qwelly World

free counters