მათე და ლუკა მახარებლები მოგვითხრობენ ბეთლემში ქრისტეს შობის შესახებ, ხოლო, როგორც წმინდა ირინეოს ლიონელი წერს, „იოანეს სახარება მამისაგან ქრისტეს ხელმწიფურ და დიდებულ შობას მიუთხრობს“. ეს დიდებული შობა უდიდესი თავმდაბლობით აღსრულდა - ცხოველთა სადგომში, პირველად „ბაგასა უსიტყვურთასა“ დამკვიდრდა კაცობრიობის მხსნელი. აბა, როგორ იფიქრებდა ბოროტი, უფლის დიდებულების ასეთ წარმოჩენას?!
შობა ქრისტესი არის უდიდესი სასწაული და ეს სასწაული არის შედეგი ღვთისა მიერ კაცისადმი უზომო სიყვარულისა, ვითარცა იტყვის მოციქული სიყვარულისა, იოანე ღვთისმეტყველი - „რამეთუ ესრეთ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდ შობილი მოსცა მას რაითა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქვნდეს ცხოვრებაი საუკუნოი“ - საშობაო ეპისტოლეში წერდა პატრიარქი ეფრემ მეორე. მაცხოვრის შობის უდიდესი დღესასწაულის შესახებ, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ, ამ დღის თვენის საკითხავში.
დღესასწაულის სამწუხარ-საცისკრო და ლიტურგიკულ მსახურბებზე იგალობება შემდეგი ტროპარ-ძლისპირები:
შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, |
აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, ||
რამეთუ, რომელნი ვარსკვლავსა მსახურებენ |||
ვარსკვლავისაგან ისწავეს თაყვანის-ცემა შენი, მზეო სიმართლისაო, |
რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, ||
უფალო დიდება შენდა.
პურისკურთხევაზე და ღმერთი უფალის შემდეგ:
ამოსაბეჭდი ნოტები (გელათის კილო, ხმა დ):
მოისმინეთ ტროპარი:
ასრულებს, ანსამბლი „დიდგორი“
სადიდებელი:
აქებდით სახელსა უფლისასა... (134-ე ფსალმუნი)
გადიდებსა:
გადიდებთ შენ ცხოვრების მომცემელო ქრისტე, |
რომელი ჩვენისა ცხოვრებისათვის, ||
უქორწინებელისა და ყოვლად-წმინდისა ქალწულისა მირიამისაგან ხორცითა იშევ. |||
საცისკრო წარდგომა:
საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ, ჰფუცა უფალმან და არა შეინანოს!
ძლისპირი თ:
ადიდე, სულო ჩემო, |
უპატიოსნესი და უდიდებულესი მაღლისა მხედრობათა ||
ქალწული ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი. |||საიდუმლო უცხო და დიდებული ვიხილეთ, |
ქვაბი ცათა ემსგავსა ||
ქალწული ქერუბიმთა, |||
ხოლო ბაგა სახე იქმნა სამყაროსა, |
რამეთუ დაიტია დღეს ქრისტე ღმერთი, ||
დაუტევნელი, რომელსა ვადიდებთ. |||
ამოსაბეჭდი ნოტები:
საღმრთო ლიტურღია
სადღესასწაულო ანტიფონები:
პირველი ანტიფონი
აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა | და მიუთხრა მე ყოველი საკვირველება შენი;
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
ზრახვასა შინა წრფელსა და შესაკრებელსა | დიდ არიან საქმენი უფლისანი;
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
გამოსაძიებელ არიან | ყოველსა შინა ნებანი მისნი;
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
აღსარებულ და დიდად შვენიერ არიან საქმენი მისნი | და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისადე;
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
დიდება, აწდა.
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
მეორე ანტიფონი
ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა | მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად;
► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღრთისაო შობილო ქალწულისაგან, მგალობელნი შენნი ალილუია!
ძლიერ იყოს ქვეყანასა ზედა ნათესავი მისი | და თესლი წრფელთა იკურთხოს;
► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღრთისაო შობილო ქალწულისაგან, მგალობელნი შენნი ალილუია!
დიდება და სიმდიდრე სახლსა მისსა | და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისადე;
► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღრთისაო შობილო ქალწულისაგან, მგალობელნი შენნი ალილუია!
გამოუბრწინდა ბნელსა შინა ნათელი წრფელთა | მოწყალე და შემწყნარებელ და მართალ;
► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღრთისაო შობილო ქალწულისაგან, მგალობელნი შენნი ალილუია!
დიდება, აწდა
მხოლოდშობილი ძე და სიტყვა...
მესამე ანტიფონი
ჰრქვა უფალმა უფალსა ჩემსა | დაჰსჯედ მარჯვენით ჩემსა;
► შობის ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑
ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი, | ქვეშე ფერხთა შენთა;
► შობის ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑
კვერთხი ძლიერებისა გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით | და უფლებდი შორის მტერთა შენთა;
► შობის ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑
შენ თანა არს მთავრობა, დღესა ძლიერებისა შენისასა | ბრწყინვალებასა წმინდათა შენთასა.
► შობის ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑
დიდება, აწდა
► შობის ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑
მცირე შესვლად:
საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ |
ჰფუცა უფალმან და არა შეინანოს, ||
შენ ხარ მღვდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა. |||
► შობის ტროპარი ↑
► დიდება, აწ და.
► კონდაკი:
ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, |
და ქვეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ||
ანგელოზნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყველებენ. |||
ხოლო მოგვნი ვარკვლავისა-თანა მოგზაურობენ, |
რამეთუ ჩვენთვის იშვა ყრმა ახალი ||
პირველ საუკუნეთა ღმერთი. |||
წარდგომა სამოციქულოსი:
ყოველი ქვეყანა თაყვანის-გცემდნენ შენ და გიგალობდნენ | და უგალობდნენ სახელსა შენსა მაღალო.
ღირს-არსის ნაცვლად:
ადიდე, სულო ჩემო, |
უპატიოსნესი და უდიდებულესი მაღლისა მხედრობათა ||
ქალწული ყოვლადწმიდა ღმრთსმშობელი. |||ჯერ არს დუმილი, ვინაითგან ვერ შევძლებთ |
ღირსებით ქებად შენდა დღეს, ღმრთისმშობელო, ||
ხოლო არავე დავსდუმნეთ შიშისაგან, |||
არამედ მსგავსად შეძლებისა ჩვენისა |
შევსწიროთ შესხმა, ||
რომლითა გადიდოთ შენ. |||
განიცადე:
ხსნა მოუვლინა ერსა თვისსა უფალმან; ალილუია, ალილუია, ალილუია!
დამატებითი მასალები:
იხ: ქართული გალობა ანთოლოგია (ტომი V, გვ. 265-282)
იხილეთ:
• საკითხავნი წმიდისა ქრისტეს შობისანი
• იესო ქრისტეს შობა (ხატები, ფრესკები, ტაძრები)
შენიშვნა: შობის საგალობლები (ნოტები, ტექსტები) განახლდება ამავე გვერდზე.
ტეგები: Qwelly, აუდიო, გალობა, ნოტები, საგალობლები, სადღესასწაულო, საუფლო, ტროპარი, ძლისპირი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•