უფალ იესო ქრისტეს ამაღლებისას, მოციქულებისთვის მიცემული აღთქმის ასრულების დღე, ნუგეშინისმცემლის მოვლინების დღე, სულთმოფენობის დღე, ეკლესიის დაარსების დღე, საეკლესიო საიდუმლოთა დამტკიცების დღე, ყოველთა სიწმინდეთა დღე, ყოველადწმინდა სამების დღე - ეს მცირე ჩამონათვალი იმის აღსაწერათ, თუ რას ზეიმობენ ქრისტიანები სულთმოფენობას. დღესასწაულზე, რომელმაც კაცობრიობას განუცხადა ქრისტეს განკაცების დიდებულება, მისი ჯვარცმის მწუხარება და აღდგომის სიხარული!
დღესასწაულის სამწუხარ-საცისკრო და ლიტურგიკულ მსახურბებზე იგალობება შემდეგი ტროპარ-ძლისპირები:
კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო,
რომელმან ყოვლად ბრძნად ||
მეთევზურნი გამოაჩინენ, |||
მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, |
და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, ||
კაცთ-მოყვარე, დიდება შენდა |||
პურისკურთხევაზე და ღმერთი უფალი შემდეგ.
ამოსაბეჭდი ნოტები:
სადიდებელი:
აქებდით სახელსა უფლისასა... (134-ე ფსალმუნი)
გადიდებსა:
გადიდებთ შენ, ცხოვრების მომცემელო ქრისტე, |
და პატივს-ვსცემთ ყოვლადწმინდასა სულსა შენსა, ||
რომელ მამისა მიერ მოუვლინენ საღმრთოთა მოწაფეთა შენთა. |||
საცისკრო წარდგომა:
სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა.
ძლისპირი თ:
მოციქულთა რა იხილეს |
გარდამოსლვა ნუგეშინისმცემელისა, ||
დაუკვირდათ, ვითარ სახითა ცეცხლისა ენათათა გამოჩნდა სულიწმიდა.გიხაროდენ შენ, წმიდაო |
დედუფალო, ||
დედათა დიდებაო, ქალწულთა თვალო, |||
რამეთუ მეტყუელებად ვერ შემძლებელ ვართ |
ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ||
ამისთვის სარწმუნოებით გადიდებთ შენ |||
ამოსაბეჭდი ნოტები:
საღმრთო ლიტურღია
სადღესასწაულო ანტიფონები:
პირველი ანტიფონი
ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა;
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო;
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
დღე დღესა აუწყებს სიტყვასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა;
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი;
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
დიდება, აწდა.
► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!
მეორე ანტიფონი
შეისმინენ შენი უფალმან, დღესა ჭირისა შენისასა;
► გვაცხოვნენ ჩვენ ნუგეშინისმცემელო სახიერო, მგალობელნი შენნი ალილუია!
შეისმინენ შენი უფალმან, დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი;
► გვაცხოვნენ ჩვენ ნუგეშინისმცემელო სახიერო, მგალობელნი შენნი ალილუია!
მოავლინენ შემწე წმიდით მისით, და სიონით გამო ღელი აღგიპყრან შენ;
► გვაცხოვნენ ჩვენ ნუგეშინისმცემელო სახიერო, მგალობელნი შენნი ალილუია!
მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა, და ყოველი ზრახვა შენი აღგისრულენ;
► გვაცხოვნენ ჩვენ ნუგეშინისმცემელო სახიერო, მგალობელნი შენნი ალილუია!
დიდება, აწდა
მხოლოდშობილი ძე ...
მესამე ანტიფონი
უფალო ძალითა შენითა იხარებდეს მეფე;
► სულთმოფენობის ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑
უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეფე, და მაცხოვარებითა შენითა იშვებდეს ფრიად;
► სულთმოფენობის ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑
გულისთქმა გულისა მისისა მიეც მას, და ნება ბაგეთა მისთა არა დააკლე მას;
► სულთმოფენობის ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑
რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გვირგვინი, ქვისა მისგან პატიოსნისა;
► სულთმოფენობის ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑
მცირე შესვლად:
ამაღლდი უფალო ძალითა შენითა | უგალობდე და ვაქებდე ძლიერებთა შენთა ||
► სულთმოფენობის ტროპარი ↑
► დიდება, აწ და.
► კონდაკი:
რაჟამს იგი გარდამოხდა |
და ენანი შეურივნა, ||
მიმოდაჰყვნა მაღალმან ნათესავნი, |||
ხოლო აწ რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყვნა, |
ერთბამად მოიყვანნა იგინი, ||
ამისთვისცა ერთობით ვადიდებდეთ სულსა ყოვლად-წმიდასა |||
„წმინდაო ღმერთოს ნაცვლად“ - „რაოდენთა ქრისტეს მიერ...“
წარდგომა სამოციქულოსი:
ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი.
ღირს-არსის ნაცვლად:
იხილეთ: მე-9 ძლისპირით ↑
განიცადე:
დაემატება
სამწუხარო წარდგომა:
ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩვენი | შენ ხარ ღმერთი რომელმან ჰყვი საკვირველი.
იხილეთ:
• სულთმოფენობა და ერგასობაზე შეკრებილი იუდეველნი
• სულთმოფენობა (იოანე ოქროპირი)
შენიშვნა: სულთმოფენობის საგალობლები (ნოტები, ტექსტები) განახლდება ამავე გვერდზე.
ტეგები: Qwelly, გალობა, ნოტები, საგალობლები, სადღესასწაულო, ტროპარი, ძლისპირი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•