XIX საუკუნის 70-იან წლებში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ, გაზეთი დროება წერდა: რადგან წირვა-ლოცვა და გალობა ქართულად არ შესრულდა, საქართველოს ყოველი კუთხიდან ჩამოსული ადამიანები ტაძარში არც კი შესულან, დღესასწაული ეზოში აღნიშნეს.
ქართულ საეკლესიო გალობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. იგი ვითარდებოდა როგორც ადგილობრივ, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ სასულიერო კერებში. მისი გამრავალხმიანების პროცესი VIII-IX საუკუნეებიდან უნდა ვივარაუდოთ. ცნობილი იყო ბეთანიის, მარტვილის, შემოქმედის, დავით გარეჯის, შიომღვიმის, მარტყოფის, ფიტარეთის, სვეტიცხოვლის მგალობელთა სკოლები. თითოეულ ამ ცენტრს, ქართული საეკლესიო გალობის საერთო მახასიათებლებთან ერთად, გალობის თავისი, სპეციფიკური ნიშანთვისებები ჰქონდა. დღეს, სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდს ქართული მრავალხმიანი საგალობლების დაცვასა და განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. მათაც, ყველა მათი წინამორბედის მსგავსად კვართის მგალობლები ჰქვიათ!
სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდს ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია აქვს. წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა სვეტიცხოვლის მგალობლები განსაკუთრებული პატივით შეამკო და ეს პატივი შთამომავლობას ანდერძად დაუბარა. მოგვიანებით, უფლის განგებით, ტაძრის მგალობელთა გუნდმა ქართული საეკლესიო გალობის გადარჩენის მისია იტვირთა. მოგეხსენებათ, ძმები კარბელაშვილების გალობა, ე.წ. "კარბელაანთ კილო" წარმოადგენს აღმოსავლეთ საქართველოს საგალობლო ტრადიციას, ე.წ. "ქართლ-კახურ გალობას". ამასთან დაკავშირებით საინტერესო ცნობებს გვაწვდის დეკანოზი პოლიევქტო კარბელაშვილი წიგნში "ქართული საერო და სასულიერო კილოები" (კარბელაშვილი პოლიევქტო. 1898:89), რომელშიც ვკითხულობთ, რომ ერეკლე II-ისა და ანტონ კათალიკოსის ინიციატივით, 1764 წელს გამართული საგანგებო კრების დადგენილებით მღვლდელთმთავრებსა და მონასტრების წინამძღვრებს დაევალათ "მგალობელთა გუნდთა შედგენა ყველა სამღვდელთმთავრო ტაძრებთან, ძველებრ. ამისთვის სვეტიცხოველში დაარსდა დიდი საკათალიკოსო სკოლა, სადაც ყრმანი მოსწავლენი სხვადასხვა საგნებთან ერთად სწავლობდნენ ქართულ გალობასაცა. როგორც ძველად, ამ სკოლაში მოუყარეს თავი დიდ საგვარეულოთა შვილებს, მალე გაიმართა ორ გუნდად გალობა. ამ სკოლიდან მოეფინა სწავლა-მეცნიერება ქართლ-კახეთსა" (კარბელაშვილი პოლიევქტო. გვ. 69-70). ამრიგად ჩამოყალიბდა სვეტიცხოვლის საკათალიკოსო სკოლა, სადაც გალობას ასწავლიდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან საგანგებოდ მოწვეული ცნობილი მგალობლები. საფიქრებელია, რომ სვეტიცხოვლის საგალობო ტრადიციას, რომელმაც აღმოსავლეთ საქართველოში გალობის აღორძინების მისია იტვირთა, არც კარბელაშვილების წინაპრები აუვლიდნენ გვერდს. ამიტომ, საკმაო საფუძველია იმისა, რომ ე.წ. "კარბელაანთ კილო" მოვიხსენიოთ, როგროც სვეტიცხოვლის საგალობო სკოლის დღემდე შემორჩენილი ნიმუში.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი ფაქტობრივად წარმოაგენს სვეტიცხოვლის საგალობო საკათალიკოსო სკოლის მემკვდირეს და დღემდე პირნათლად იცავს იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც წილად ხვდა. მას სრულიად გამორჩეული მდგომარეობა უკავია საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაში.
სვეტიცხოვლის ტაძარში დღეს ქართული მრავალხმიანი გალობა ისმის. ეს გუნდი შეიქმნა 1994-95 წლებში, მამა იოაკიმეს (ასათიანი) ლოცვა-კურთხევით, რომელიც იმ პერიოდში იყო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი. გუნდი თავდაპირველად ასრულებდა კილოს, რომელსაც სიონურს უწოდებდნენ, ვინაიდან იმ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო ქართული საგალობლები და სხვადასხვა სკოლის ჩანაწერები დაბეჭდილი და გამოცემული. მოგეხსენებათ, ბოლო ათწლეულში, ანჩისხატის მგალობელთა გუნდის ინიციატივით მოხდა ძველი ხელნაწერების გაშიფვრა და წიგნად გამოცემა. პარალელურად საქართველოს სამოციქულო მართლამადიდებელი ეკლესიის წმინდა სიმოდმა მიიღო განჩინება, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ეკლესია-მონასტრებში ქართული გალობა აღვლენილიყო. სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდიც დიდი სიხარულით და მონდომებით შეუდგა ამ საგალობლების შესწავლას და საკმაოდ მცირე დროში ხარისხიანად აითვისეს გუნდის წევრებმა, მიუხედავად იმისა, რომ მგალობელთა უმრავლესობას მუსიკალური განათლება არ აქვს. სვეტიცხოვლის გუნდში სხვადასხვა თაობის მგალობლები არიან. ბევრი მათგანი საკვირაო სკოლიდან მოდის, რომელიც სვეტიცხოველთან რამდენიმე წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა.
დღეს სვეტიცხოვლის გუნდი 30-მდე მგალობელს ითვლის.
გუნდის ხელმძღვანელი, რეგენტი ილია ოსეფაშვილი
მნიშვნელოვანი თარიღები:
• 2016 წელი (9-15 მაისი) - სვეტიცხოვლის ვაჟთა გუნდი, სვეტიცხოვლის წინამძღვართან, არქიმანდრიტ სერაფიმესთან ერთად იმყოფებოდა ისრაელში, სადაც პირველად, მრავალი საუკუნის შემდეგ, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, 14 მაისს, თამარობას, წირვა ქართული გალობის თანხლებით, ქართულ ენაზე აღავლინეს. ამ დღის ფოტოალბომები იხილეთ აქ.
• 2016 წელი (8 ივნისი) - რუსთაველის თეატრში, ფონდი "ქართული გალობის" მიერ გამართულ დაჯილდოება-კონცერტზე,სვეტიცხოვლის ვაჟთა გუნდი, დაჯილდოვდა ნომინაციში "გალობის მოამაგენი". იხილეთ დაჯილდოების ვიდეო და ფოტო არქივი.
გუნდის წევრები:
I ხმა
|
II ხმა
|
III ხმა
|
ტეგები: Qwelly, გალობა, გუნდები, ვაჟთა_გუნდი, მცხეთა, სვეტიცხოველი, ქართლი, ქველი
ლევან ბირთველშვილს ვულოცავ დაბადების დღეს! ♥ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მას მრავალჟამიერ!
სვეტიცხოვლის გუნდის სახელით, გურამ ბურდულს ვულოცავ დაბადების დღეს! ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და უფლის შემწეობას ვუსურვებ.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•