თადა გოგუა • Data Gogua

თადა გოგუა, Tada Gogua, changing, chant, chanters, folk, galoba, georgian chant, qwelly, ბიოგრაფია, ბიოგრაფიები, გალობა, მგალობლები, ფოლკლორი, ფონდი ქართული გალობა, ქართული გალობა, ქართული ფოლკლორი, ქველი, მეგრელი, სამეგრელო, samegrelo

1859 - 1963

      წარმოშობით მეგრელი, დაიბადა ხაბუმეშში, ცნობილი მჭედლის - მაშურია გოგუას ოჯახში 1859 წელს. დუხჭირი ცხოვრების გამო დაწყებითი, სასკოლო განათლება არ მიუღი, თუმცა როცა მამის სამჭედლოში შეგირდობდა, 8 წლისამ სკოლის მოსწავლე მეგობრებისგან წერა-კითხვა ადვილად შეისწავლა. 15 წლის იყო, როცა პროფესიონალი მჭედელი შეიქნა და მიუხედავად მისი მუსიკალურ, სამომღერლო მოღვაწეობისა, ცხოვრების ბოლომდე არ უღალატია მჭედლის წოდებისთვის. სიმღერა მისი ცხოვრების თანამგზავრი იყო და ბავშვობიდან უყვარდა. ჯერ თავად სწავლობდა უფროსი მომღერლებისგან, შემდეგ კი თანატოლებს ასწავლიდა.

      1919 წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა მის ცხოვრებაში. სწორედ მაშინ შეხვდა ძუკუ ლოლუას, რომელმაც მრავალი სიმღერა შეასწავლა. თავის მხრივ, ძუკუმაც ისწავლა თადასგან მისთვის უცნობი სიმღერები და გუნდის რეპერტუარში დაამკვიდრა, თადას კი სასარგებლო რჩევები მისცა ხალხური სიმღერის მოვლისა და შეურყვნელად შენარჩუნებისათვის.

      როგორც წერა-კითხვაში, სიმღერების შესწავლაშიც განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. 1922 წელს ისევ ზუგდიდში ვარლამ სიმონიშვილი და სამუელ ჩავლეიშვილი გაიცნო და მათგან თორმეტამდე გურული სიმღერა შეისწავლა სულ რაღაც თვენახევარში.

      1928 წელს, 69 წლის ასაკში, ხანდაზმულმა თადამ მშობლიურ ჩხოროწყუში თავად ჩამოაყალიბა მცირერიცხოვანი გუნდი. თადას გუნდი სოფლებში მართავდა კონცერტებს და გამოირჩეოდა ხალხური საშემსრულებლო სტილისა და მანერის ერთგულებით. გუნდის რეპერტუარი პირველად გრიგოლ კოკელაძემ ჩაწერა ნოტებზე (სანოტო ხელნაწერები ინახება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში). 1932 და 1937 წლებში გუნდმა წარმატებას მიაღწია ოლიმპიადებზე. 1938 წელს ჭარმაგი ასაკის გამო თადამ გუნდის ხელმძღვანელობა მიატოვა თუმცა ამის შემდეგ კიდევ დიდხანს იცოცხლა. 104 წლისა იყო როცა გარდაიცვალა 1963 წელს.

"ფონდი ქართული გალობა"

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, სამეგრელო, ფოლკლორი, ქველი

ნახვა: 407

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters