1903 - 1970
მიხო ჯიღაურის ოსტატობას გვერდით ამოუდგა ვანო მჭედლიშვილის ახალგაზრდული აფეთქება, მეორე ხმა, რამაც ყოფილი ასოთამწყობი პროფესიონალი მომღერლის გზაზე დააყენა. ვანო მჭედლიშვილი დაიბადა 1903 წლის 10 ოქტომბერს. სიმღერის ეშხით გატაცებული მალულად სწავლობდა ხალხურ ჰანგებს. ქორწილების დროს ფარულად სახლის კედლის მიღმა ან სარდაფში დაიმალებოდა, რომ სიმღერები ესწავლა. ერთხელ ნიჭიერმა ბავშვმა დიდხანს სდია უკან სამ მომღერალ გლეხს, რომლებისგანაც შეუმჩნევლად სამივე ხმა შეითვისა. ლევან მუღალაშვილისაგან ისწავლა «დიამბეგოს» ძველი ვარიანტი და როცა გურჯაანიდან სხვა სოფელში ჩავიდა, სიმღერის ერთი ადგილი გადაავიწყდა; არც აცივა, არც აცხელა და იმავე წუთას ათი კილომეტრი გზა გაჭიმა, რათა ლევანისაგან ისევ მოესმინა და აღედგინა დავიწყებული ადგილი.
სიმღერით გატაცება, მახვილი სმენა ხელს უწყობდა დასავლეთ საქართველოს, კერძოდ კი, გურული რთული სიმღერების შეთვისებაში. ამ მხრივ იგი მართლაც უნიკუმი იყო. ამიტომაც ბავშვობაშივე ჰყავდა მომღერალთა გუნდი.
დიდხანს მოღვაწეობდა დასავლეთ საქართველოს და შემდეგ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლების სოლისტ-მომღერლად.
ომამდე გაწვრთნა საგარეჯოს რაიონული გუნდი და მეხუთე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე წარმატებით გამოიყვანა. ომის დროს მეტად ნაყოფიერი მუშაობა აქვს ჩატარებული, დაჯილდოებულია მედლებით «კავკასიის დაცვისათვის» და «მამაცური შრომისათვის».
მეშვიდე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე წარსდგა მცხეთის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლით, აქვე გამოიყვანა საგარეჯოს კულტურის სახლის ანსამბლი. 1954 წლის მერვე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე მცხეთის, საგარეჯოსა და კაჭრეთის სარაიონო გუნდებს ხელმძღვანელობდა.
ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის 1951 წლის 7 დეკემბრის ბრძანებულებით ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება მიენიჭა.
1963 წელს კულტურის სამინისტრომ, საგუნდო საზოგადოებამ და ხალხური თვითმოქმედების სახლმა საზეიმო ვითარებაში აღნიშნა მისი დაბადების სამოცი და მოღვაწეობის ორმოცი წლის იუბილე. 1970 წლის 12 ოქტომბერს, ვანო მჭედლიშვილმა ბოლოჯერ მოავლო თვალი ცას.
"ფონდი ქართული გალობა"
ტეგები: Qwelly, აუდიო, ბიოგრაფია, გალობა, კახეთი, ფოლკლორი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?
The Anatomy of a Pop Hit
Pop tunes are built to be infectious. With their…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
© 2025 George.
•