ვარლამ ვაშალომიძე • Varlam Vashalomidze

1891 - 1987

ვარლამ ვაშალომიძე, Varlam Vashalomidze, changing, chant, chanters, folk, galoba, georgian chant, qwelly, ბიოგრაფია, ბიოგრაფიები, გალობა, მგალობლები, ფოლკლორი, ფონდი ქართული გალობა, ქართული გალობა, ქართული ფოლკლორი, ქველი, გურია, გურული, guria
ვარლამ ვაშალომიძე მარცხნიდა პირველი, შუა რიგში. ფოტო გადაღებულია 1975 წელს, ვარლამ სიმონიშვილის დაბადებიდან 90 წლისთავთან დაკავშირებული სატელევიზიო გადაცემის შემდეგ

      ოზურგეთის მაზრის სოფელ მთისპირში მცხოვრები ღარიბი გლეხის ოჯახშია დაბადებული. მშობლები მომღერლები ჰყავდა; ექვსი წლისა იყო, პირველად რომ სიმღერა ათქმევინეს. ბავშვობიდანვე კარგი სმენა აღმოაჩნდა. ჯერ ვანისქედის დაწყებით სკოლაში ისწავლა, ხოლო შემდეგ - ასკანის შვიდწლიან სასწავლებელში, რომელიც 1911 წელს დაასრულა. მძიმე ოჯახური პირობების გამო სწავლა ვერ განაგრძო და ასკანაში თავის ძმასთან სამჭედლოში დაიწყო მუშაობა.

      იქვე, ახლოს, დუქანი იყო და ცნობილი ლოტბარი სამუელ ჩავლეიშვილი შეკრებილთ საღამოობით სიმღერას ასწავლიდა. ახალგაზრდა ვარლამმა ყური მიუგდო დიდოსტატ მომღერალს და მრავალი სიმღერა შეისწავლა. ამ სიმღერებს იგი სამჭედლოში საბერველთან ხშირად იმეორებდა.

      მეფის არმიაში სავალდებულო სამსახური 1914-1917 წლებში მოიხადა. იქ ჰყავდა რამდენიმე კაცისაგან შემდგარი მომღერალთა ჯგუფი, რომელსაც სამწყობრო და ზოგიერთ გურულ ხალხურ სიმღერას ასრულებინებდა.

      არმიიდან დაბრუნების შემდეგ დედ-მამასთან, ორ დასთან და ერთი ძმასთან ერთად ოჯახურ გუნდში მღეროდა. ვაშალომიძეები საკმაოდ ხშირად იყენებდნენ ჩონგურს, ქართულ გარმონს, დაირას და სოფელსა და კუთხის მეზობლებს ართობდნენ.

      1928 წლიდან ვარლამ სიმონიშვილთან მღეროდა, თან ცეკვავდა (ხორუმბაშად ითვლებოდა). უმეტეს შემთხვევაში ყოველივე ამას უსასყიდლოდ ასრულებდა. ცდილობდა ძველი ეროვნული სიმღერები არ დაკარგულიყო. მონაწილეა პირველი დეკადისა მოსკოვში – 1937 წელს. შემდეგ ისევ ვარლამ სიმონიშვილთან მღეროდა. ხოლო მომდევნო წლებში ხელმძღვანელობდა სხვადასხვა საკოლმეურნეო გუნდებს: 1951 წლიდან თავისი მშობლიური სოფლის გუნდის ხელმძღვანელია. 1962 წლიდან ძველი გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელთა ჯგუფს («დილა») უძღვება. მონაწილეა უკრაინაში ხალხთა მეგობრობის ზეიმზე გამართული კონცერტისა. 1964 წელს ლატვიაში ხალხთა მეგობრობის ზეიმზე მონაწილეობა მიიღო მისმა ვოკალურმა ჯგუფმა «დილამ».

      ოჯახური გუნდისა (მეუღლე, ხუთი შვილი და ხუთი შვილიშვილი) და «დილას» შესრულებით სიმღერებს ხშირად გადასცემენ რადიოთი და ტელევიზიით. ხალხურიდან გადმოიღო და დაამუშავა სიმღერები «მასპინძელსა მხიარულსა», «უსტები მყავდა ზიარი», «ჩვენ მთისპირელს გვიწოდებდა» და სხვა.

"ფონდი ქართული გალობა"

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, გურია, ფოლკლორი, ქველი

ნახვა: 657

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters