გენერალ-მაიორის, გიორგი კვინიტაძის (ჩიქოვანი) ბრძანება

1918, general_maiori, georgians_history, giorgi_chikovani, giorgi_kvinitadze, history, history_of_georgia, qwelly, გენერალ-მაიორი, გიორგი_კვინიტაძე, გიორგი_ჩიქოვანი, დახმარება, ეკონომიკური_მდგომარეობა, ისტორია, მედალი, მთავარსარდალი, ოფიცერი, ოქრო, პატივი, რესპუბლიკის_ჯარების_უფროსი, რესპუბლიკის_ჯარი, საქართველოს_გაზეთი, საქართველოს_ისტორია, სახელმწიფო, ფინანსთა_სამინისტრო, ფული

      ყველამ იცის, რომ ჩვენს სამშობლოს სჭირია ფული. ეხლა, როცა ჩვენ დავიწყეთ საკუთარი ცხოვრება, ეს საჭიროება მეტად გამწვავდა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს სამშობლოს და შევუმსუბუქოთ ფინანასთა სამინისტროს მუშაობა. მივმართავ სამხედრო სამსახურში მყოფ ყველა ოფიცრებს, მოხელეებს და ჯარის კაცებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს რესპუბლიკის ჯარებში: ფინანასთა სამინისტროს სჭირია ოქრო. ჩვენ კი ის გვაქვს ეს - ჩვენი ორდენებია, რომლებიც ჩვენ დევიმსახურეთ ომის დროს. ასეთ მძიმე სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ოფიცრებმა პირველად უნდა ამოიღნ ხმა ამის შესახებ. დეე, თვითეულმა ჩვენგანმა გაიღოს თავისი ორდენები სახელმწიფო ფონდის შესაქმნელად. ჩვენ სამშობლოსათვის არ ვზოგავდით არც ჯანმრთელობას არც სიცოცხლეს; ბევრი სამუდამოდ დასახიჭრებული ვართ, ბევრმა შესწირა თავი სამშობლოს. ჩვენ, სამხედრო სამსახურში მყოფ ოფიცრებმა, მოხელეებმა და ჯარის კაცებმა პირველად დავადევით თავი სამშობლოს კეთილდღეობისათვის და ნუ თუ ეხლა, ასეთ მძიმე დროს არ გავიღებთ კიდევ მსხვერპლს ჩვენი სახელმწიფოს ასაყვავებლად. დარწმუნებული ვარ ჩემი მოწოდება იპოვის იმ პირთა გამონაძახს, რომელთაც უყვართ აღორძინების გზაზე დამდგარი საქართველო. რასაკვირველია ყველასთვის ძვირფასია შრომით და სისხლით მოპოვებული ორდენები, მით უფრო რომ ეს არის სამსახურის, ომიანობის სამახსოვრო ნიშნები, არის სამშობლო სამსახურის კეთილსინდისიერათ ასრულებისა, მაგრამ სამშობლოს სიყვარულმა უნდა ჩააქროს ყველა სხვა გრძნობები და მე მწამს, რომ ჩვენი მოწოდება არ დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

      მე დღე უკვე ჩავაბარე ყველა ორდენები, მიღებული როგორც იაპონიის ომის დროს, ისე ამ ომში. დავიტოვე მხოლოდ წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ჯვარი.

გენ.-მაიორი კვინიტაძე

"საქართველოს გაზეთი", 1918

ტეგები: 1918, georgians_history, giorgi_kvinitadze, history, history_of_georgia, major-general, qwelly, გენერალ-მაიორი, გიორგი_კვინიტაძე, გიორგი_ჩიქოვანი, მეტი...დამსახურება, დახმარება, ეკონომიკური_მდგომარეობა, ისტორია, მედალი, მთავარსარდალი, ორდენი, ოფიცერი, ოქრო, პატივი, რესპუბლიკის_ჯარების_უფროსი, რესპუბლიკის_ჯარი, საქართველოს_გაზეთი, საქართველოს_ისტორია, სახელმწიფო, ფინანსთა_სამინისტრო, ფული

ნახვა: 598

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters