კონსტიტუციური დემოკრატიის პრინციპით მოქმედებს მთავრობა, რომელიც პირდაპირაა არჩეული ანუ რომელიც, ამერიკის დამფუძნებელ მამათა თქმით, წარმომად გენლობით სტრუქტურას მოიცავს. რესპუბლიკაში (ეფუძნება არაპირდაპირი დემოკრატიული მმართველობის პრინციპს) პოლიტიკურ პროცესში ხალხი მონაწილეობს როგორც პირდაპირ, ისე არჩეული წარმომადგენლების მეშვეობითისეთი მრავალფეროვანი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, პოლონეთი, ინდოეთი,სამხრეთი აფრიკა, ბრაზილია და მექსიკა, ითვლება კონსტიტუციური დემოკრატიის მაგალითებად. ისეთი ოფიციალური სახელები, როგო რებიცაა გერმანიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა ან სამხრეთ კორეის რესპუბლიკა, ასახავს იმას, რომ თანამედროვე დემოკრატიის არსი წარ მომად გენლობაა. შესაბამისად, რესპუბლიკის პოლიტიკური ცხოვრებისთვის არა ფერია სასიცოცხლოდ იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, როგორც რეგულარული არჩევნები, რაც საყოველთაო საარჩევნო უფლებისა და ხმის ფარულად მიცემის პრინციპებს ეფუძნება. ადვილია იმის და ვიწყება, რომ ამ უფლებებისთვის დედამიწის მრავალ ადგილზე უამრავი ადამიანი იბრძოდა და იღუპებოდა მსოფლიო ისტორიის ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში. დღეისათვის გაცილებით მეტი ადამიანი გაცილებით მეტ ადგილას სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით, ვიდრე ოდესმე. რეტროსპექტიულად რომ შევხედოთ, ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციების შემდგომი ორსაუკუნოვანი ისტორია ძირითადად სწორედ ადამიანის ღირსებისა და სახალხო თვითმმართველობისთვის ბრძოლის გამოხატვაა (ეს ორი ტერმინი, ბევრი ადამიანის გონებაში არსებითად ერთსა და იმავეს ნიშნავს). იქაც, სადაც ხალხი პოლიტიკური ძალაუფლების ძირითადი წყაროა, ყველაფრის გაკეთება მასაც არ შეუძლია. ნებისმიერი არსებული დემოკრატია შეზღუდვებს უწესებს უმრავლესობის მმართველობას. ეს შეზღუდვები ხშირად უმცირესობის უფლებებში გამოიხა ტება ეს ის უფლებებია, რომლებიც გარანტირებულია თუნდაც იმ მოქალაქეთათვის, რომლებიც საერთოდ ვერ ეწყობიან უმრავლესობას. გამომდინარე აქედან, გამომუშავებულია იმ პროცედურების განმსაზღვრელი რეგულაციის სტანდარტული წესები, რომლის ფარგლებშიც მთავრობა მოქმედებს.
დემოკრატიული კონსტიტუციები
სახელმწიფოს კონსტიტუცია ქმნის ხელისუფლების მოწყობისა და მოქმედების სქემას, შესაბამისად განსაზღვრავს, როგორც მის უფლებამოსილებათა, ისე ამ უფლებამოსილებების განხორციელების ჩარჩოებს (შეზღუდვებს). თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოთა უმეტესობას დაწერილი კონსტიტუცია აქვს, მაგრამ ისინი არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ძირითადად ისტორიისა და მოცულობის მიხედვით. ზოგი მათგანი, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთისა, ლაკონურობის მაგალითებია, სხვებისა, ვთქვათ, ინდოეთისა და კენიისა გრძელი და დეტალურად გაწერილი. ინდოეთის კონსტიტუცია ფედერალური კონტროლის საკითხებს ოთხმოცდაჩვიდმეტ მუხლს უძღვნის, სამოცდაექვსს შტატების იურისდიქციას და ორმოცდაშვიდს ფედერალურ და შტატების ხელისუფლებათა საერთო კონტროლის (ანუ პარალელური ძალაუფლების) საკითხებს. კენიის კონსტიტუცია იმდენად დეტალურია ცენტრალურ და რეგიონულ ხელისუფლებათა კომპეტენციების განაწილების თვალსაზრისით, რომ ეხება ისეთ საკითხებსაც კი, როგორიცაა ცხოველთა დაავადებების კონტროლი, დალაქთა საქმიანობის რეგულაცია და მაცხოვრებელთა მიერ საცხოვრებელი ფართობის არაორგანიზებულად დაკავების საკითხები. დიდი ბრიტანეთი და ისრაელი არის ორი დემოკრატია, რომლებსაც ფორმალური (დაწერილი) კონსტიტუცია არც აქვთ. ბრიტანული კონსტიტუცია გა წერილია ბრიტანელი ხალხის გულებსა და გონებაში. იგი საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი და საყოველთაოდ გაზიარებული საზოგადოებრივი ხელშეკრულებაა, რომელიც ემყარება ტრადიციას და ჩვეულებას, ასევე ისტორიულ დოკუმენტებში, სამეფო განკარგულებებში, პარლამენტის აქტებსა და სასამართლო პრეცედენტებში ასახულ კონსტიტუციურ პრინციპებს, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავენ ბრიტანეთის პოლიტიკურ ცხოვრებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დემოკრატიული კონსტიტუცია იქმნება გარკვეული ძირითადი ღირებულებების საფუძველზე. ეს ღირებულებებია: თავისუფ ლება, გარკვეული სახის თანასწორობა, და საყოველთაო, მიუკერძოებელი სამართლიანობა კანონის ფარგლებში. ბოლო წლებში დასავლური დემოკრატიისათვის საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე უფრო მზარდი გახდა, ვიდრე შესაძლო საგარეო სამხედრო აგრესია ან სარაკეტო მუქარა. ეს საფრთხე დემოკრატიას სერიოზული დი ლემის წინაშე აყენებს: როგორ შენარჩუნდეს შეზღუდული მმართველობის შე საბამი სი სამოქალაქო თავისუფლებები, თუკი აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ინსტიტუტებს ეფექტიანი მმართველობისთვის ეძლევა მეტი უფლებამოსილებები, რომლებიც, თავის მხრივ, აუცილებელია იმ პირობებში, როდესაც ბოროტება საზოგადოებაში აღწევს, ჩუმად ვრცელდება და გაუფრთხილე ბ ლად ესხმის მას თავს. კონსტიტუციური დემოკრატია უნდა აკმაყოფილებდეს სამ კონკურენტულ…. ხშირად კონფლიქტურ მოთხოვნას. პირველი ისაა, რომ რაკი დემოკრატიულია, იგი მგრძნობიარე უნდა იყოს ხალხის მიმართ. მეორე რაკი იგი იმართება განსაზღვრული წესებისა და პროცედურების შესაბამისად, შეზღუდულია დასა ხული მიზნების განხორციელებასა და იმ გზების გამოყენებაში, რომლებითაც ამ მიზნების განხორციელებას ესწრაფვიან. ბოლოს, როგორც ყველა მთავრობა, კონსტიტუციური დემოკრატიაც არ შეიძლება ხანგრძლივი იყოს ან დიდხანს შემორჩეს საზოგადოებას, თუ ეფექტიანად ვერ უზრუნველყოფს კანონსა და წესრიგს, კომპლექსური არაა ეკონომიკის მართვასა და გარე საფრთხეთაგან მოქალაქეების დაცვაში (აქ იგულისხმება არა მარტო უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების შემოსევა თუ შემოჭრა, არამედ ორგანიზებული დანაშაული, ბუნებრივი კატასტროფები და ტერორიზმი). გამომდინარე კონსტიტუციური დემოკრატიის არსობრივი კონცეფციიდან, ხელისუფლება იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად მგრძნობიარეც არის, შეზღუდულიც და ეფექტიანიც. ამ ძირითად მოთხოვნებს შორის სათანადო ბალანსის შენარჩუნება ერთერთი გზაა ნებისმიერი დემოკრატიის წარმატების ხარისხის განსაზღვრისათვის. ამ ბალანსის შენარჩუნება კრიზისის პირობებში დემოკრატიის ერთერთი ყველაზე დიდი და მუდმივად განმეორებადი გამოწვევაა.
დემოკრატია, როგორც მგრძნობიარე ხელისუფლება
კონსტიტუციური დემოკრატია სახალხო კონტროლს უმრავლესობის მმართველობის პრინციპის შესაბამისად იყენებს. თავისუფალი არჩევნების (და ხანდახან პირდაპირი მონაწილეობის) საშუალებით მოქალაქეები მნიშვ ნელოვან როლს ასრულებენ მმართველობაში, კერძოდ, ირჩევენ მაღალი დონის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და შესაბამისად, მათი მეშვეობით იღებენ კანონებს, აყალიბებენ პოლიტიკას და მართავენ პროგრამებს, რომლებზეც დამოკიდებულია კარგად ორ განიზებული სამოქალაქო საზოგადოება. ეს პრინციპი იმდენად თვალნათელია შეერთებულ შტატებში, კანადასა და სხვა დასავლურ დემოკრატიულ ქვეყნებში,რომ
მისი ქმედითობა ეჭვგარეშეა.
უმრავლესობის მმართველობა
თავად დემოკრატიის ქმედითობა შეიძლება საეჭვოც კი იყოს. როგორც ოც დახუთი საუკუნის წინათ სოკრატემ შენიშნა, სასიცოცხლოდ მნიშვ ნელოვანი სა კითხების გადასაჭრელად, ბუნებრივია, ხალხი ექსპერტებს ეძებს. მაგალითად, თუ ავად ვართ, მივმართავთ ექიმს სამედიცინო ექსპერტს. თუკი კარგი მმართველობა გვსურს, რატომ უნდა მივმართოთ ადამია ნებს, რომელთა უმეტესობა პოლიტიკურად აპათიური ან უვიცია? თანამედროვე ავტორმა აღნიშნა, რომ თუკი ეწვიეთ ექიმს და სთხოვეთ რჩევა, როგორ იმკურნალოთ, ალბათ აღშფოთდებით თუ იგი გიპასუხებთ, რომ ამის თაობაზე შემთხვევით გამვლელებს დაეკითხება და უმრავლესობის ნების მიხედვით იმოქმედს. მიუხედავად ამისა, ეს სწორედ ის გზაა, რითაც დემოკრა ტიები მოქმედებენ. შესაძლოა, უმრავლესობის მმართველობის ყველაზე პირდაპირი დაცვა ალექსის დე ტოკვილმა მოგვცა თავის ნაშრომში დემოკრატია ამერიკაში (1835 წ.): უმრავლესობის მორალური ძალაუფლება ნაწილობრივ ეფუძნება განმარტებას, რომლის მიხედვითაც მეტი განსჯის უნარი და სიბრძნე უპირატესად მოცემულია დიდი რაოდენობის ადამიანების ერთად შეკრებილ ჯგუფში, ვიდრე ცალკე აღებულ
ინდივიდში. ტოკვილს სწამდა, რომ ადამიანური გონების დაახლოებითი თანასწორობა დემოკრატიის ძირითადი წინაპირობაა. დამატებით იგი თვლიდა, რომ უმრავლესობის მორალური ძალაუფ ლება ასევე ემყარება პრინციპს, რომ ბევრის ინტერესი აღემატება ცოტასას. ტოკვილთან დემოკრატიის ამგვარი განმარტებასა ბოლოოდ ასევე ემყარება ადამიანთა თანასწორობის რწმენას.მაშინ, როდესაც სოკრატემ ხაზი გაუსვა ადამიანთა შორის განსხვავებას სიბრძნის, გონის, სიქველის მიხედვით, ტოკვილმა ყურადღება გაამახვილა ადამიანთა შორის მორალურ თანასწორობაზე, როგორც უმრავლესობის ძალაუფლების მისეული თეზისის დაცვის საფუძველზე. უფრო მეტიც, რადგან უმრავლესობა მუდმივად იცვლება და დღევანდელი უმცირესობები ხვალინდელ უმრავლესობად შეიძლება
მოგვევლინონ, უმრავლესობის პრინციპი ყველას ეხება და ერთი კონკრეტული ჯგუფის განსაზღვრაზე არაა მიბმული. ტოკვილის მიხედვით, შეერთებულ შტატებში ყველა პარტიას სურს სცნოს უმრავლესობის უფლებები, რადგან ისინი იმედოვ ნებენ, რომ ეს უფლებები მათ უპირატესობად იქცევა მომავალში. შესაბამისად, უმრავლესობის მმართველობის პოლიტიკური პრინციპი მხარდაჭერას პოულობს როგორც თანასწორობის იდეაში, ისე თვითინტერესში. მიუხედავად ამისა, უმრავლესობის მმართველობის მიღწევა არც ისე იოლია და ყოველთვის არცაა დიდად დაფასებული, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გვეგონოს. შეერთებულ შტატებში, სადაც ორპარტიული სისტემა მყარადაა დამკვიდრებული, არჩევნები, ჩვეულებრივ, გამოკვეთს უმრავლესობას როგორც შტატების, ისე ეროვნული დონის საკანონმდებლო ორგანოებში. არჩევნები ასევე განაპირობებს უმრავლესობის გამოვლინებას საპრეზიდენტო არჩევნების უმეტეს შემთხვევაში. მაგრამ როგორც 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ცხადყო, კანდიდატი, რომელიც მოიპოვებს ხალხის ხმების უმრავლესობას, შეიძლება ავტომატურად არ გახდეს პრეზიდენტი. (ყველაფერი გამარჯვებულს სისტემა, სადაც ხმების უმრავლესობის მიმღები კანდიდატი შტატის მთელი ელექტორატის ხმებს იღებს VI და X თავებშია განხილული). საპარლამენტო სისტემებში უმრავლესობის მმართველობის პრობლემა საკმაოდ განსხვავებულად დგას. საპარლამენტო სისტემების უმეტესობას აქვს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მრავალპარტიული წარმომადგენლობის სისტემა (რატომ არის ეს ასე, ქვემოთ იქნება განხილული). ჩვეულებრივ, მრავალპარტიული სისტემები არ ქმნის უმრავლესობას რომელიმე ერთი პარტიისთვის საკანონმდებლო ორგანოში. ორი ან მეტი პარტია იძულე ბულია კოალიციაში გაერთიანდეს, რათა ჩამოაყალიბოს მთავრობა და მოიპოვოს საპარლამენტო ხმების უმრავლესობა თავისი პროგრამებისა და პოლიტიკის განსახორციელებლად. შესაბამისად, უმრავლესობის მმართველობის ნებისმიერი შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. როდესაც ხმის მიმცემნი იყოფიან არა ორ, არამედ, ვთქვათ, ხუთ ან ექვს ჯგუ ფად, შეუძლებელია გამოთვალო, სად, ან რა პოზიციაზეა უმრავლესობა. ასევე, შე უძლებელია რომელიმე ერთმა პარტიამ კოალიციურ მთავრობაში თანმიმდევ რულად დაიცვას თავისი პლატფორმა და კოალიციური პარტნიორების სურვილებისა და პოზიციების იგნორირება მოახდინოს. ამას შედეგად მოჰყვება ვიწრო პარტიული პოზიციების წაშლა და, შესაბამისად, მთავრობის მუშაობა დაეყრდნობა უფრო მცირე საერთო ნიშნულს და არა უმრავლესობის მმართველობას. შესაბამი სად, ხმის მიმცემნი ხშირად იმედგაცრულებულნი რჩებიან და მათ აღქმაში არაეფექტიანი მთავრობა ცინიზმის ობიექტი ხდება. დიდ ბრიტანეთშიცც კი, მსოფლიოს წამყვან ორპარტიულ საპარლამენტო სისტემაში, უმრავლესობის მმართველობა პრობლემურია. ბრიტანული არჩევნები თითქმის ყოველთვის წარმოშობს გამოკვეთილ უმრავლესობას პარლამენტში მაგრამ გამარჯვებული პარტია იშვიათად თუ აგროვებს საერთო ხმების ოდენობის 45%ზე მეტს (ხშირად ამაზე გაცილებით ნაკლებსაც კი). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბრიტანული დემოკრატია უფრო ზუსტად დახასიათდება, მას ხმოსანთა შედარებითი უმრავლესობის სისტემას () თუ დავარქმევთ. იგივე, თუმცა გაცილებით ნაკლები ხარისხით, ეხება შეერთებული შტატების დემოკრატიასაც, რადგან კონგრესის წევრებს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში ირჩევენ და ვინც ყველაზე მეტ ხმას იღებს, ის იმარჯვებს (არა აქვს მნიშვნელობა, ამომრჩევლების საერთო რაოდენობასთან თანაფარდობას, მთავარია, მოცემულმა კანდიდატმა მიიღოს მეტი ხმა კონკურენტთან შედარებით). ხმის მიცემის ორ ტიპს უმრავლესობასა და შედარებით უმრავლესობას () შორის განსხვავება თეორიულ პრობლემას ქმნის. თუკი კანდიდატი ან მთავრობა არჩეულია შედარებითი უმრავლესობის და არა ხმების საერთო ოდენობის უმრავლესობის საფუძველზე, მაშინ გამოდის, რომ ამომრჩეველთა უფრო დიდ ნაწილს ამ კანდიდატისთვის თუ მთავრობისთვის ხმა არ მიუცია. ეს საშიშია, რადგან შესაძლოა ამ ანალიზის ლოგიკამ იოლად მიიღოს მცდარი მიმართულება. საქმე ისაა, რომ თუკი მსგავს შემთხ ვევებში ვამბობთ, რომ უმრავლესობა არ მართავს, იმას კი არ ვგულისხმობთ , რომ უმცირესობამ ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა, არამედ იმას, რომ უმრავლესობა, როგორც ასეთი, არ არსებობს. შესაბამისად, ლაპარაკი უმრავლესობის მითის შესახებ, არ გულისხმობს უმრავლესობის მმართველობის პრინციპის გაცამტვერებას, ამ შემთ ხვევაში საქმე ეხება უფრო იმ სირთულის აღიარებას, რაც თან ახლავს ამ პრინციპის პრაქტიკაში დანერგვას. უმრავლესობის მმართველობა სათქმელად უფრო იოლია, ვიდრე გასახორციელებელი. ის ფაქტი, რომ უმრავლესობა ხშირად ეფემერულია, პრობლემას ქმნის დემოკრატიის თეორიისთვის, ხოლო უმრავლესობის ტირანულობა დემოკრატიის პრაქტიკისათვის. ქვემოთ ყუ რადღებას დავუთმობთ სწორედ ამ პრობლემებს და იმას, როგორ ცდილობენ დემოკრატიები მათ გადაჭრას.უმრავლესობის პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ხელისუფლების ყოლის სურვილი აშკარაა,მაგრამ მსგავსი ხელისუფლების არსებობა არაა იმის გარანტია, რომ სერიოზული სახის უსამართლობა არ იჩენს თავს. ამ მოსაზრების ილუსტ რირებისთვის, წარმოვიდგინოთ ველური დასავლეთის სიტუაცია, როდესაც უდანაშაულო მაწანწალა ვერაგულად დადანაშაულებულია ქალაქის ერთერთი ყველაზე გამოჩენილი მოქალაქის ცივსისხლიან მკვლელობაში, ჩამწყვდეულია საპატიმროში და ელოდება მოსამართლისა და ნაფიცი მსაჯულების განაჩენს. ქალაქში თითქმის ყველა ან აღშფოთებულია, ან მთვრალია (ან ორივე ერთად) და განრისხებული ბრბო მკაცრად ითხოვს სამართლის სწრაფ აღსრულებას. ამ მასის წინააღმდეგ დგას ორიპიროვნება, მამაცი შერიფი და მისივე ჯიუტი მოხუცი თანაშემწე. მთელი ამ ამბის გარდაუვალი ფინალი ხდება ქუჩაში, შერიფის ოფისის წინ. მკვლელის ლინჩის წესით გასამართლების მოთხოვნით მოსულ ბრბოს წინ უძღვიან ქალაქის მერი და ქალაქის საბჭოს წევრები (მათ შორის პიროვნება, რომელმაც რეალურად ჩაიდინა დანაშაული). საბოლოოდ, მხო ლოდ შერიფის გმირულ საქციელს შეუძლია იხსნას უდანაშაულო ადამიანი საკნიდან გამოთრევისა და უახლოეს ხეზე დაკიდებისაგან.ეს ბანალური ამბავი რეალურად წარმოაჩენს პოლიტიკური მეცნიერების ერთ ერთ გაკვეთილს, იმის ცოცხალ მაგალითს, როგორია მგრძნობიარე მთავრობა მოქმედებაში. ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ თვალნათლივ დაანახა თავისი სურვილები შერიფს, რომელიც ძალაუფლებისა და კანონის უზენაესობის სიმბოლოა. ყველაზე იოლი გამოსავალი შერიფის თვის იქნებოდა ის, რომ დაჰყოლოდა უმრავლესობის ნებას და უდანაშაულო ადამიანი განრისხებული ბრბოსთვის მიეგდო. ამის გარდა, შესაძლებელი იყო რამე ისეთი მოქმედება, რომელიც უფრო მეტად იქნებოდა შესაბამისობაში უმრავლესობის მართვის პრინციპთან და ნაკლებად ელემენტარული სამართლიანობის მოთხოვნასთან. დემოკრატიული მმართველობა,როდესაც იგი უმრავლესობის შეუზღუდავ ძალაუფლებას გული ს ხმობს, შეიძლება ბრბოს მმართველობის სინონიმურიც კი გახდეს. ის, რაც ჩვეულებრივ ტირანიისგან დაცვად, ანუ უმრავლესობის მმართველობად, აღიქმება, რაგინდ ირონიულადაც უნდა ჟღერდეს, შეიძლება იქცეს იმად, რასაც ტოკვილი უმრავლესობის ტირანიას უწოდებდა. იმის შიშით, რომ ერთ დომინანტურ კლასზე, რელიგიასა ან პოლიტიკურ მრწამსზე დაფუძნებული უმრავლესობა ფეხქვეშ გათელავდა უმცირესობის უფლებებს, პოლიტიკური მოაზროვნეები საუკუნეთა განმავლობაში ხშირად უარს ამბობდნენ დემოკრატიაზე. ბრბოს მმართველობის საფრთხის მოწმეები ამერიკელები 2001 წლის ბოლოს გახდნენ, იმ კრიზისის დროს, როდესაც ტერორისტულმა აქტებმა ათასობით ნიუ იორკელის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით მათგანის ჯანმრთელობა დააზიანა. როდესაც დამნაშავეები მუსლიმი ექსტრემისტები აღმოჩნდნენ, დანაშაულის მასშტაბით დამფრთხალი ბევრი ამერიკელი შეერთებულ შტატებში მცხოვრები არაბული და მუსლი მუ რი უმცირესობების წინააღმდეგ განეწყო. ვნებათაღელვა ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული მიგრანტების მიმართ მხოლოდ მას შემდეგ დაცხრა, რაც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა შთამბეჭდავი განცხადება გააკეთა, რომლითად ამერიკელებს ტოლერანტობისა და გონიერებისკენ მოუწოდა. დასავლეთ ევროპაში უმრავლესობის მიერ უმცირესობათა უფლებებზე ზეწოლამ სერიოზული ხასიათი მიიღო ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც იმიგ რაციის საკითხებზე დაიწყო მსჯელობა.მაგალითად, საფრანგეთში პარტია ეროვნული ფრონტი მომენტალურად მოექცა საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში და ადგილობრივი და სახელმწიფო დონის არჩევნებში უამრავი მომხრე შეიძინა. ამ პარტიის სწრაფმა აღმასვლამ ბევრი დამკვირვებელი საგონებელში ჩააგდო, რადგან საზოგადო ებ რივი აზრის გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ბევრი მათგანი, ვინც ამ პარტიას მხარს არ უჭერდა, ასევე იზიარებდა და თანაუგრძნობდა მის მიზნებს. ეროვნული ფრონტის კანდიდატის ჟან მარი ლეპენის მიერ 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილის დაკავებამ გააოცა საფრანგეთი და ევროპა. მართალი, არჩევნების ბოლო ეტაპზე ლე პენმა წააგო ხელისუფლებაში მყოფი ჟაკ ში რაკის მომხრეთა ხმების აშკარა უპირატესობის გამო, მაგრამ ის, რომ მან სერიოზულად დაამარცხა სოციალის ტების კანდიდატი, პრემიერმინისტრი ლიონელ ჟოსპენი, რეალურად გამოფხიზლებისკენ მოწოდება იყო იმათთვის, ვინც ჯეროვნად ვერ აფასებდა ანტიიმიგრაციული მოძრაობის ძალას ევროპაში. მსოფლიოში ბევრი დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც უმრავლესობა შეიძლება განხილულ იქნას, როგორც უმცირესობის მჩაგვრელი. მაგალითად, გერმანიაში ცხოვრობს მრავალრიცხოვანი თურქული უმცირესობა, რომელსაც დღესაც კი არ გააჩნია უმრავლესობის თანასწორი უფლებები. ჩეხეთის რესპუბლიკაში (და, საერთოდ, აღმოსავლეთ ევროპაში) უმრავლესობა სისტემატურად ეწევა ბოშათა უმცირესობის დისკრიმინაციას. ისრაელში არაბული უმცირესობა (იგულისხმებიან პალესტინელი არაბები, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან და არა დასავლეთ სანაპიროს ან ღაზას სექტორის მაცხოვრებლები) არ სარგებლობს სრული პოლიტიკური და სოციალუ რი თანასწორობით ებრაულ უმრავლესობასთან. თურქეთში ქურთული უმცირესობის უფლებები ხშირად ეწირება თურქული უმრავლესობის შიშსა და სტერეოტიპებს. ყოველივე ზემოაღნიშნული მსოფლიოში არსებული უმრავლესობის ტირანიის მაგალითების მხოლოდ ნაწილობრივ ჩამოთვლაა. შემაშფოთებლად იოლია დემოკრატიულ საზოგადოებაში უმცირესობათა უფლებების რუტინული და სისტემატური ხელყოფის მაგალითების პოვნა. ამ ფაქტზე ყურადღების გამახვილება, შეიძლება, არა სწორად გავიგოთ ან დემოკრატიაზე თავდასხმის ინტერპრეტაციად მივიჩნიოთ, მაგრამ სიმართლე სრულიად საპირისპირო განზრახვაში დევს. თვითკრიტიკისათვის მზადყოფნა და ამისგან გამომდინარე შესაძლო სიკეთეები, რომლებიც ახასიათებს დემოკრატიას, მისი, როგორც პოლიტიკური სისტემის უპი რატესობის არგუმენტებია.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•