მე გამოცდების შემდეგ?

მე მინდა მთაში...

ყაზბეგში, მაგრამ უფრო რაჭაში..

მე მინდა ისეთ მთაში სადაც იქნება წოწიალა (ჭოჭიალა) სკამი 

არა, ასეთი არა! აი ქვემოთ რომ ფოტოა ასეთი ძველებური მირჩევნია... :)

ჩავწვებოდი და დავისვენებდი... მუხლებზე 'ადიელას' დავიფარებდი... ხელში წიგნს დავიჭერდი და დავტკბებოდი ამაოების ამაოებით...

[მთელი ზაფხული სალათს და აჯაფსანდალს შევჭამდი... :)]

დილით მზეს გავაღვიძებდი...

მერე კაკლის ჩრდილში დავემალებოდი გულაღმა წამოწოლილი...

საღამოს მთებშუა ჩასვლისას ბოლოჯერ დავტკბებოდი მისი სხივებით... ხელს დავუქნევდი და გულისწყვეტით ჩავილაპარაკებდი - ეგებ ბოლოჯერ გხედავ ახლა...

ღამით მთვარეს დავღლიდი სიყვარულზე საუბრით...

წვიმაში ვირბენდი მწვანე ველებზე...

ბალახს გავთელავდი იმ იმედით, რომ მეორე დღეს კვლავ იბიბინებდა...

გვირილებს დავკრეფდი და მზეს მივაწვდენდი...

მდინარეს ავაზვირთებდი, ავაქაფებდი და მერე გონების ფირზე ავღბეჭდავდი წარუშლელ ნაკვალევად...

მოკლედ, მე გამოცდების მერე გემრიელ გამოძინებას ვაპირებ... და შენ? :) ;)

 

 

 

ტეგები: Qwelly, lshisa, მე_გამოცდების_შემდეგ, მთა, წოწიალა

ნახვა: 1096

გამოხმაურებები!

David Jafaridze რა არ მოგწონს ჩემი ჭოჭიალასი? :( 

David Jafaridze_მ თქვა:

რა ჭოჭიალა :D მაგარი ხარ რაა :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters