ძმას, მონას ღმრთისას, პეტრეს სებასტიის ეპისკოპოსს, გრიგოლი ეპისკოპოსი ნისიისა სათნოებით გამორჩეულნი ფასიანი მონაგებით რომ ჯილდოვდებოდნენ, როგორც სოლომონი ამბობს, ნივთთა მთელი სამყარო მცირე აღმოჩნდებოდა იმისთვის, რომ შენს სათნოებას შესწორებოდა, რადგან სამადლობელი, ღირსი შენისა პატიოსნებისა საფასეთა ღირებულებას აღემატება. მაგრამ წმინდა პასექი ჩვეულებისამებრ ძღვენს ითხოვს, რომელსაც ვუძღვნით ამაღლებულ სულს შენსას, კაცო ღმრთისაო, თუმცაღა ძღვენი კნინია იმისათვის, რომ შენთვის მორთმევის ღირსი იყოს, მაგრამ არა უდარესი ძალისა ჩვენისა. ძღვენი ესე არის სიტყვა, მსგავსი რაღაც შეურაცხისა სამოსელისა, რომელიც მწირისა გონებისაგან ჩვენისა არა უშრომლად მოიქსოვა. შეიძლება შინაარსი სიტყვისა ბევრს კადნიერებადაც ეჩვენოს, მაგრამ შეუფერებლად მაინც არ ჩაითვლება, რადგანაც ქმნილება ღმრთისა ღირსეულად მხოლოდ ბასილიმ, ვინც ჭეშმარიტად ხატად ღმრთისად დაიბადა და ვინც სული თვისი ხატებითა დამბადებელისათა განამშვენა, ჩვენმა საერთო მამამ და მასწავლებელმა, მოიაზრა. მან მაღალი წესრიგი სამყაროსი თავისი გამოკვლევით ადვილად მისაწვდომი გახადა მრავალთათვის და სოფელი, რომელიც ღმრთისაგან ჭეშმარიტი სიბრძნით შეიქმნა, შესამეცნებლად აქცია მათთვის, ვინც ჭვრეტას მისი სიბრძნით მიეახლა. ხოლო ჩვენ, რომელნიც იმისთვისაც კი უძლურნი ვართ, რომ მისით ღირსეულად განვცვიფრდეთ, მაინც განვიზრახეთ დამატება იმისი, რაც დიდ მოაზროვნეს გამოუკვლეველი დარჩა, არა იმისათვის, რომ შრომა მისი ნაყალბევით წაგვეხდინა, რადგან ამ მაღალ ბაგეთა შეურაცხყოფა ჩვენი სიტყვების მიწერით უსამართლობა იქნებოდა, არამედ, რათა არ ეფიქრათ, რომ დიდებას მასწავლებლისა მის მოწაფეთა შორის რაღაც მოაკლდა. რამდენადაც თხზულებას “ექვსთა დღეთათვის” აკლია მსჯელობა შესახებ კაცისა, ამ ნაკლის შესავსებად გულმოდგინება მის მოწაფეთაგან არცერთს რომ არ გამოეჩინა, ეს მისი დიდების საწინააღმდეგოდ საყვედურის გამოთქმის მიზეზად სამართლიანად იქცეოდა, თითქოსდა მას მსმენელებში რაღაც გულისხმისყოფის უნარის ამოქმედება არ სურდა. ახლა, როცა ჩვენ გავკადნიერდით, ძალისაებრ ჩვენისა გადმოგვეცა ის, რაც გადმოუცემელი დარჩა, უკეთუ ჩვენს შრომაში რაიმე, მისი სწავლებისათვის არაუღირსი, აღმოჩნდება, იგი მთლიანად მასწავლებელზე იქნება გადატანილი, ხოლო უკეთუ სიტყვა ჩვენი ვერ მიაღწევს სიმაღლეს მისი მოძღვრებისა, ბრალდებაც აცილდება და საყვედურსაც გაექცევა, რომ თითქოსდა არ სურდა მოწაფეთა შორის რაიმე გონივრული მიხვედრის უნარი წარმოშობილიყო. ჩვენ კი, წინაშე საყვედურის მიზეზის მაძიებელთა, სამართლიანად წარმოვჩნდებით ვითარცა ბრალეულნი, რადგან სივიწროვისა გამო ჩვენი გულისა, სიბრძნე მასწავლებლისა ვერ დავიტიეთ. გრიგოლ ნოსელი - „შესაქმისათვის კაცისა“ პატარა როდია მიზანი, რომელიც ჩვენ განსახილველად დავისახეთ, სამყაროს საკვირველებათაგან არცერთს არ ჩამორჩება იგი, პირიქით, ყველაზე მეტია იმათგან, რაც შევიცანით, რადგან არსებულთაგან ღმერთს, გარდა ამ ქმნილების – ადამიანისა, სხვა არავინ ემსგავსება. ამიტომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა სიტყვა ღირსებაზე ბევრად დაბლა დაეშვება, კეთილგონიერ მსმენელთა შორის შენდობა ჩვენ მიერ თქმულისათვის უკვე გამზადებული იქნება. ვსაუბრობთ რა ადამიანზე, ვფიქრობ, იმათგან, რაც მას უკავშირდება, გამოუკვლეველი არცერთი არ უნდა დაგვრჩეს; არც ის, როგორც ეს გვჯერა, მას უკვე გარდახდა, არც ის, როგორც ამის მოლოდინი გვაქვს, მომავალში გარდახდება და არც ის, რასაც მასში ახლა ვჭვრეტთ. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, დაპირებულის დაკლებულად აღსრულებაში ვიმხილებით, თუკი წინამდებარე განხილვაში გვერდს ავუვლით რაიმეს, რაც კი განხილვის საგანს უკავშირდება. ისიც კი, რაც ადამიანში მასთან მიმართებით წინააღმდეგობრივი ჩანს, რადგან პირველდაბადებულთა შორის არ იხილვებოდა, ხოლო ახლა რაღაც უცილობელი მიმდევრობის გამო, ბუნებრივად იხილვება, წმინდა წერილის სწავლებითა და განსჯისგან მოპოვებული დასკვნებით, ერთმანეთს უნდა შევუთანხმოთ, რათა ყოველივე, რასაც გადმოვცემთ, ერთმანეთზე გადაწნული და მოწესრიგებული იყოს და წარმოაჩინოს, რომ ისიც, რაც წინააღმდეგობრივი ჩანს, ერთი მიზნისკენაა მიმართული, რადგან ღმრთეებრივი ძალა სასოებას უსასოსათვის და გამოსავალს შეუძლებელისათვის ამგვარად პოულობს. სიცხადისათვის უმჯობესად მივიჩნიე შენთვის შემოთავაზებული სიტყვა თავებად დამეყო, რათა მთელი ნაწარმოების შინაარსის დანახვა მოკლედ, ცალკეული თავების სათაურებიდანვე შეიძლებოდეს.
იხილეთ წიგნი:
ტეგები: Qwellyland, განმარტება, ნოსელი, ქველი, შესაქმე
უღრმესი მადლობა პოსტის ავტორს...
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•