ზოგადი ცნობები ზაქარია წინასწარმეტყველის შესახებ

       წინასწარმეტყველი ზაქარია წიგნის დასაწყისში საკუთარი წინაპრების შესახებ გვაუწყებს . სხვა გენეოლოგიური მითითებების გათვალისწინებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ბერექია ზაქარიას მამაა, ხოლო ყიდო ბაბუა. თუმცა ეს საკითხი ეკლესიის მამათა მიერ განსხვავებულად განიმარტება.
წმ. კირილე ალექსანდრიელის თანახმად, ზაქარია ხორციელად ბერექიასგან იშვა, მაგრამ ამავდროულად სულიერად ყიდო წინასწამრტყველის ძეა, რომელმაც იგი აღზარდა და ზაქარია ყოველგვარ კეთილმოქმედებაში სწორედ მას ჰბაძავდა.
       ერთ-ერთი გვიანდელი ეპოქის განნმარტებელი ამ საკითხის კომენტირებისას ლევირატის წესზე მიუთითებს. მისი თქმით, წინასწარმეტყველის დედა მეუღლის ბერექიას გარდაცვალების შემდეგ მისი ძმისგან ყიდოსგან შობს ძეს ზაქარიას. ამრიგად, ყიდო ზაქარიას ხორციელი მამაა, ხოლო ბერექიაც ასევე მამაა, მაგრამ რჯულისმიერი.
ნეტარი იერონიმე ყიდოს მეფეთა წიგნებში ნახსენებ პიროვნებასთან აიგივებს. შესაბამისად, ყიდო არათუ ზაქარიას ბაბუა, არამედ ერთ-ერთი შორეული წინაპარია. განმმარტბელთა ნაწილს მიაჩნია, რომ ზაქარია ლევიტელთა სამღვდელო მოდგმას ეკუთვნოდა. მისი ბაბუა, ყიდო, სმღვდელო გვარის თავკაცი იყო. აღნიშნული თანამდებობა წესით შვილს ბერექიას უნდა მიეღო, მაგრმა ის ახალგაზრდა ასაკში სამშობლოში დაბრუნებამდე ბაბილონში აღესრულა. მოგვიანებით სამღვდელო გვარის თავკაცი ზაქარია ხდება. სწორედ ამიტომ იხსენიება იგი წმინდა წერილში მრავალგან ყიდოს ძის სახელით.  ზაქარიას შესახებ ცნობები საკმაოდ მწირია. სავარაუდოდ, სამშობლოში დაბრუნებისას იგი საკმაოდ ახალგაზრდა იყო. წინასაწარმეტყველი ზორუბაბელისა და ანგიას თანამედროვეა.
წიგნის შინაარსი და მისი დაყოფა ზაქარიას წინასწარმეტყველება თოთხმეტი თავისგან შედგება და ორ ნაწილად იყოფა: პირველი რვა და დანარჩენი ექვსი თავი. პირველ ნაწილში გადმოცემულია ერთ ღამეში ნანახი რვა ხილვა, ხოლო მეორეში ნაუწყებია სამყაროს მომავალი.


წიგნის დაწერის მიზანი


       წინასწარმეტყველის მიზანია, უმძიმეს დღეში აღმოჩენილი იუდეველი ხალხი ტაძრის მშენებლობის საქმეში შეაგულიანოს. იმავდროულად, ზაქარია ცდილობს, ტყვეობიდან დაბრუნებული ადამიანების ყალბი წარმოდგენები ამხილოს და ერში გაბატონებული აზრი მესიის დაუყოვნებელი მოსვლის შესახებ რეალობით შეცვალოს.

♦ წინასწარმეტყველი ზაქარია 

ნახვა: 248

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters