1972 წლის ზაფხულის ოლიმპიადა, ცნობილი როგორც XX ოლიმპიური თამაშები (Games of the XX Olympiad), აგვისტო-სექტემბერის თვეში, მიუნხენში, ჩრდილოეთ გერმანიაში გაიმართა. თუმცა, იქამდე ერთი თვით ადრე იყო საუკუნის საფეხბურთო მატჩი, რომელიც კაცობრიობის უდიდეს მოაზროვნეთა შორის ფილოსოფიური კამათების ფონზე შედგა.
10 ივნისს, მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე, ერთმანეთს ბერძნული და გერმანული აზროვნება დაუპირისპირდა. დაძაბულ და მძიმე შერკინებას ვარაუდობდნენ, თუმცა შეხვედრა, მინიმალური ანგარიშით, 1:0 დასრულდა.
გერმანელების სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:
სათადარიგოთა სკამზე იყო კარლ მარქსი, რომელიც მეორე ტამში შემოვა ვიტგენშტეინის ნაცვლად. (შევნიშნავთ, რომ ვიტგენშტეინი ავსტრიელი იყო).
გუნდის მთავარი მწრთვნელი მარტინ ლუთერი.
რაც შეეხება საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს:
მატჩს არბიტრობდნენ: ცენტრალური მსაჯი - კუნგ ფუცი (კონფუცი), გვერდითი არბიტრები - ნეტარი ავგუსტინე და თომა აქვინელი.
პირველი ტაიმი გერმანელებს უნდა დაეწყოთ, მაგრამ მსაჯის სასტვენისთანავე დაიწყეს ფილოსოფიური მსჯელობა ფეხბურთის, ბურთის და ზოგადად სპორტის შესახებ. პირველი ტაიმი ფრედ, უგოლოდ დასრულდა. შესვენებისას, ნიცშემ მოახერხა და ყვითელი ბარათი დაიმსახურა კონფუცისთან თავისუფალი ნების შესახებ კამათისთვის. არბიტრმა ურჩი ფეხბურთელი გაისტუმრა პასუხით - "Name go in book"!
შესვენებისას, კომენტატორი იხსენებდა: ჰეგელი ამტკიცებს, რომ რეალობა, ეს არის მხოლოდ აპრიორი მტკიცებულება არანატურალისტური ეთიკისა. კანტი, კატეგორიულ იმპერატივიზმზე დაყრდნობით, მსჯელობდა რომ ონტოლოგიურად არსებობა, ეს მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია. რაც შეეხება მარქსს, იგი გადაჭრით ამბობდა, რომ ის იყო თამაშგარე მდგომარეობაში.
მეორე ტაიმში, გერმანიის ნაკრების გასაძლიერებლად, სტადიონზე დიდი შემართებით და ენერგიით შემოვიდა მაღალი ტემპერამენტის კარლ მარქსი, რომელმაც ლუდვიგ ვიტგენშტეინი შეცვალა. მარქსის ამბიციურობა ყველას აფიქრებინებდა გერმანელიის შესაძლო გაძლიერებისკენ, თუმცა მსაჯის სასტვენისთანავე, ეს ხმალშემართული მებრძოლიც ღრმა ფილოსოფიურ ძიებაში ჩაეფლო.
მატჩის მეორე ნეხევარიც მთლიანად ჩვეული ფილოსოფიური კამათებით და დიალოგებით მიმდინარეობდა, ვიდრე ტაიმი მიწურულს, არქიმედემ არ დაიყვირა - ევრიკა! მივიდა ბურთთან და წამოიწყო შეტევა. გაითამაშა "კედელი" სოკრატესთან, შემდეგ გადააწოდა ჰერაკლიტეს, მეტოქის საჯარიმოში შესულმა ჰერაკლიტემ კვლავ დაუბრუნა არქიმედეს, ამ უკანასკნელმა ჩააწოდა და ბურთთან ყველაზე ახლოს სოკრატე აღმოჩნდა, რომელმაც თაური ზუსტი დარტყმით მატჩში ერთადერთი გოლი გაიტნა და საბოლოო ანგარიში 1:0 დააფიქსირა. ბერძნებმა 89-ე წუთზე სოკრატეს გატანილი გოლის წყალობით მოიპოვეს საერთაშორისო ფილოსოფოსების თასი!
მატჩი დასახელდა საუკუნის საფეხბურთო შეხვედრად!
P.S. ვიდეო გახლავთ ბრიტანული კომედი ჯგუფის Monty Python-ის (ცნობილი როგორც, პითონები) იუმორისტული სკეტჩი. გადაღებულია გრანვალდერის სტადიონზე.
ტეგები: Qwelly, იუმორი, პითონები, სკეტჩი, ფეხბურთი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა PhuongYen_მ.
თარიღი: ნოემბერი 13, 2026.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Continuously grinding mobs, hoarding resources, and farming for hours consumes a significant amount of time. Playera covers multiple popular titles across classic MMORPGs, sci-fi fantasy, and sports simulations,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ნოემბერი 13, 2026.
საათი: 7:33am
0 კომენტარი
0 მოწონება
Large Hidden Cubes give Aion 2 players a new way to spend Hidden Cube Keys after the November 11 update. Each one costs 10 keys and offers 10 times the reward, making it tempting to save every key for a larger opening. Players planning their next…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
© 2026 George.
•