საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მრავალი, მოღვაწეობითად გამორჩული წმინდა მამა ჰყავს. ერთ-ერთი მათგანია მეათე საუკუნეში მოღვაწე იოანე ჭყონდიდელი. მის შესახებ ვიგებთ გიორგი ხუცეს-მონაზონის თხზულებიდან "ცხორებაჲ გიორგი მთაწმიდელისა". როგორც ნაწარმოებიდან ირკვევა, იოანე თავადიშვილთა გვარის წარმომაგენელი იყო და კარგი საერო და სასულიერო განათლება მიუღია.
წმინდა იოანე ჭყონდიდელი, რომელიც გამორჩეული იყო ღმრთისმეტყველების ცოდნით, ჯერ კიდევ ერისკაცობისას ეწეოდა საეკლესიო საქმეს. ბაგრატ IV-ს და მარიამ დედოფალს, ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე მონომაქოსის კარზე შეხვედრისას თან ახლდა. ამ შეხვედრას გიორგი მთაწმინდელიც ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ, წმინდა იოანემ და მისმა ძმამ ათონის მთის მონასტერს დიდძალი შესაწირავის გაუგზავნეს. ასევე იოვანეს თაოსნობითა და მეფის დავალებით, 1059 წელს, საქართველოში ჩამოდის გიორგი მთაწმინდელი, მოგვიანებით სწორედ წმინდა ათონელი მამის ხელდასხმით მოხდება მოხდა ჭყონდიდის საეპისკოპოსო ტახტზე იოვანეს აღსაყდრება.
1061, სხვა ცნობით 1065 წლიდან, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველს უკვე მთავარეპისკოპოსის ხარისხი აქვს და ერთ-ერთი დაწინაურებულია ჭყონდიდის კათედრა. საქართველოს ეკლესიის რეფორმის ორგანიზატორი გიორგი მთაწმინდელი, სწორედ იოვანე ჭყონდიდელის დახმარებითა და გვერდში დგომით ცდილობა იმ დროისთვის საკმაოდ დარღვეული საეკლესიო საქმეების მოწესრიგებას.
1066-67 წლებში, კონსტანტინოპოლის კარზე საქართველოს ელჩობა იხმეს. ბაგრატ მეფეს კვლავ იოანე მთავარეპისკოპოსი გაუგზავნია. სწორედ ამ მოგზაურობისას დაუვალებია გიორგი ხუცესმონაზონისთვის გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების დაწერა. თხზულებაში გიორგი ხუცეს-მონაზონი, სწორედ იოანე ჭყონდიდელს ასახელებს ერთ-ერთ შემკვეთად: "ღმრთისმოყვარისაცცა მის მიერ მთავარეპისკოპოსისა იოვანეს ვიტყვი ჭყონდიდელსა, ძმასა ნეტარისა პეტრე პატრიკისასა... დიდად იძულებულ იქნა უღირსებაჲ ჩუენი... რათა ყოველი სახე აღსრულებისა და გასლვისა წმიდისა ამის მამის ჩუენისაჲ უნაკლოდ მიუთხრა".
1085 წლიდან იოვანე ჭყონდიდელი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი დიმიტრის (1080-1090) თანაშემწეა - იგი სვინგელოზის პატივითაა დაჯილდოებული.
გიორგი მთაწმიდელის მიერ შედგენილი სვინაქსარის გვიანდელ მინაწერის მიხედვით, დაახლოებით 1110 წლის 3 იანვარს "გარდაიცვალა სულკურთხეული მთავარეპისკოპოსი იოვანე ჭყონდიდელი".
ტეგები: 16 იანვარი, Qwellyland, თვენი, იანვარი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონებაივლისი 15, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Kimball
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•