2 იანვარს (ძვ. სტ. 20 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა იოანე კრონშტადტელს

იოანე კრონშტადტელი, ioane kronshtandteli, წმინდათა ცხოვრება, თვენი, დეკემბერი, ქველი, qwelly, december

      მეცხრამეტე საუკუნეში, რუსეთის მიწაზე გაბრწინებულ წმინდათა შორის, გამორჩეული ადგილი უკავია წმინდა იაონე კრონშტადტელს. იგი 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა სოფელში „სურა“ (პინეჟის მაზრა). მამამისი, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნე იყო და საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა. ახალშობილი იოანე, ფიზიკურად იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლები ფიქრობდნენ, ვერ გადარჩებოდა, ამიტომ იმავე ღამით მონათლეს. უფლის განგება, იოანეს, დიდ მოღვაწეობას უმზადებდა. წმინდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს, სადაც თავდაპირველად ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, უფლის შემწეობით წყალობით, ყველაფერი კარგად წარიმართა.

      საუკუნის განზოგებაზე, 1851 წელს იოანემ დაამთავრა სასულიერო სემინარია და პეტერბურგში გადავიდა, რათა სწავლა სასულიერო აკადემიაში გაეგრძელებინა. პარალელურად, იგი საქმის მწარმოებლად მუშაობდა კანცელარიაში და აქ გამომუშავებული მცირეოდენი თანხით, იმ ხანად უკვე დაქვრივებულ დედას ეხმარებოდა. 1855 წელს წმიდანმა აკადემიაც დაამთავრა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი მიიღო, იმავე წელს ჯვარი დაიწერა კრონშტადტელი დეკანოზის, ნესვიცკის ასულ ელისაბედზე, შემდეგ კი მღვდლად აკურთხეს და კრონშტადტის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში დაიწყო მოღვაწეობა. კრონშტადტი ძალიან ღარიბი ქალაქი იყო. წმიდანი სიხარულით მიდიოდა მათ ქოხმახებში, ესაუბრებოდა, ნუგეშს სცემდა, ეხმარებოდა: სნეულთან ხშირად თვითონ მიჰყავდა ექიმი და წამლებიც თავად მიჰქონდა, მშივრებს და დავრდომილებს პურს აწვდიდა. ხალხსაც თანდათან ღირსი მამის დიდი იმედი გაუჩნდა. ყოველ დილით ურიცხვი მაწანწალა ელოდა მისი ხელით გაღებულ მოწყალებას და ისიც უანგაროდ გასცემდა ყველაფერს.

      წმინდანის მოღვაწეობა და მისი სიტყვები ხშირად გამხდარა სხვათა მისაბაძი მაგალითი - „მე - მღვდელი ვარ. - ამბობდა ნეტარი - ესე იგი, სათქმელიც არაფერია: საკუთარ თავს კი არა, სხვებს ვეკუთვნი“. ხშირი იყო შემთხვევები, როცა წმიდა იოანე ჩექმებს გაჭირვებულს ჩუქნიდა და შინ ფეხშიშველი ბრუნდებოდა. „ქრისტიანს ეკლესიის გარეშე, ისევე, როგორც თევზს უწყლოდ, არ შეუძლია ჭეშმარიტი ცხოვრებით ცხოვრება: ეკლესია მისი სტიქიაა“, - წერდა მართალი იოანე, - „ეკლესიასა და ღვთისმსახურებას მოწყვეტილნი. საკუთარი ვნებების მსხვერპლნი ხდებიან და იღუპებიან“. წმიდა მამა ყოველდღე აღასრულებდა საღვთო ლიტურგიას და ყოველდღე ეზიარებოდა ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ღვთისმსახურებისას კონდაკს თითქმის არ ხსნიდა, ზეპირად ლოცულობდა. საოცარი ძალა ჰქონდა მის ვედრებას. ნეტარი მედავითნეობდა კიდეც, გალობდა, რეგენტობდა. კვეთის დროს საკურთხეველში ათასობით სეფისკვერი შეჰქონდათ დიდი კალათებით, უამრავი ხალხი სთხოვდა წმიდანს ახლობლების მოხსენიებას.

      წმინდა იოანე გამორჩეული იყო თავისი ქველმოქმედებითაც, ისედაც ღარიბი სოფლის შემოწირულ თანხებს უხვად იღებდა ტაძრებისა და სამრევლო სკოლების მშენებლობისა თუ სხვა სასიკეთო საქმეებისთვის. წმიდა მამას კურნებისა და განჭვრეტის მადლი ჰქონდა ღვთისგან მინიჭებული. მისი ლოცვით იკურნებოდნენ როგორც ხორციელი, ისე სულიერი ავადმყოფები. ნეტარი არამართლმადიდებლებსაც შეეწეოდა: უცხო რელიგიათა მიმდევრების განკურნება მათი მოქცევის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა.

      უფლის რჩეულმა წინასწარ განჭვრიტა საკუთარი აღსასრულის მოახლოება, ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და 1908 წლის 20 დეკემბერს მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. მისი ნეშტი პატივით გადაასვენეს კრონშტადტიდან პეტერბურგში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 2 იანვარი, Qwellyland, თვენი, კრონშტადტელი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 1126

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters