3 იანვარს (ძვ. სტ. 21 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს მაკარი მმარხველს, ხახულის მონასტრის წინამძღვარს.

მაკარი მმარხველი, მაკარი ხახულელი, makari mmarkhveli, makari xaxuleli, წმინდათა ცხოვრება, თვენი, იანვარი, ქველი, qwelly, ianvari

      საქართველოს ისტორიის წყაროებში ვკითხულობთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ X საუკუნეში, საქართველოს მეფე დავით კურაპალატს ხახულის მონასტერი აუგია. მონასტერმა სულ მალე გაითქვა სახელი მამათა მოღვაწეობით, სიწმინდით, მეცნიერებისა და განათლების საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილით. ამ მონასტერში მრავალი წმინდა მამა მოღვაწეობდა და მათ შორის წმინდა მაკარი მმარხველი. მის შესახებ მცირე ცნობები მოგვეპოვება, თუმცა დანამდვილებით ვიცით რომ მაკარი მმარხველის ხსენება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარში უკვე ათ საუკენეზე მეტია აღინიშნება.

      მონასტრის წინამძღვარი უდიდესი განდეგილობითა და მოღვაწეობითაც გამოირჩეოდა, ამის გამო მას მმარხველი ეწოდა. წმინდა მაკარისთან დასალოცად მიუყვანიათ ყრმა გიორგი - მოგვიანებით გიორგი მთაწმინდელი, უდიდესი მამა ეკლესიის ისტორიაში. როდესაც წმინდა მაკარი მას შეხვდა, სიყვარულით დალოცა და მისი დიდი მოღვაწეობა იწინასწარმეტყველა - თავისი სულიერი შვილი უწოდა. მისი წინამძღოლობისას ხახულის მონასტერში მრავალი მონაზონი, ბერი თუ ერისკაცი მოდიოდა სულიერი საზრდოსა თუ საერთო საქმეში რჩევის მისაღებად. ხახულის მონასტერი ბრწყინავდა "ვითარწა მთიები" და განაბრწყინებდა საქართველოს ეკლესია-მონასტრებს.

      წმინდა მაკარი დაახლ. 1034 წელს გარდაიცვალა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 3 იანვარი, Qwellyland, თვენი, იანვარი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 574

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters