11 იანვარს (ძვ. სტ. 29 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მერკელეს - მღვიძარეთა მონასტრის წინამძღვარს.

მერკელე, merkele, წმინდათა ცხოვრება, თვენი, იანვარი, ქველი, qwelly, ianvari

      სირიაში, ქალაქ აპამეაში, დაახლ. V საუკუნის დასაწყისში, ერთ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა მღვიძარეთა მონასტრის მომავალში წინამძღვარი წმინდა მერკელე. განათლება ანტიოქიასა და ეფესოში მიიღო. მშობლების გარდაცვალებიდან მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და ეფესოში, ერთი გამოცდილი ბერის მორჩილება არჩია. მოგვიანებით ბიზანტიაში გაემართა ღირს ალექსანდრესთან - მღვიძარეთა მონასტრის იღუმენთან, იქვე ბერად აღიკვეცა და საბოლოოდ მიუძღვნა თავი უფალს. ერთგული და ღმრთივსათნო მოღვაწეობის გამო, მან წინასწარცნობის ნიჭი მიიღო უფლისგან და ეუწყა, რომ მალე ტაძრის იღუმენი გარდაიცვლებოდა და მის ნაცვლად, მონასტრის ძმები მამა მერკელეს დაადგენდნენ. ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო წინამძღვრობისთვის, ამიტომ მღვიძარეთა მონასტერს გაეცალა და სხვადასხვა სავანეებსა თუ სენაკებში დაიწყო სიარული. ბერებისგან რჩევა-დარიგებებს და მადლს გამოითხოვდა. როდესაც იღუმენი ალექსანდრე გარდაიცვალა, მის ნაცვლად მამა იოანე დაადგინეს. მაშინ ღირსი მერკელეც დაბრუნდა მონასტერში და განაგრძო ძმებთან ერთად მოღვაწეობა. მამა იოანემ ღმრთივსათნო ბერი გვერდში დაიყენა და როდესაც იღუმენი იოანე გარდაიცვალა, მონასტრის ძმობამ წმინდა მერკელე დაადგინა წინამძღვრად.

      ღმრთივგანგრძნობილი იღუმენი მონასტერს ბრძნულად განაგებდა. მამებთან ერთად განსაკუთრებულ მოღვაწეობას ეწეოდა და მრავალ სასწაულს აღასრულებდა. უამრავი გლახაკი და უპოვარი მოდიოდა მონასტერში სარჩოს მისაღებად და ღირსი მერკელეც ყველას შეეწეოდა. მანვე აღაშენა მონასტრის ტერიტორიაზე ტაძარი, საავადმყოფო და დავრდომილთა თავშესაფარი. სნეულთა განკურნებდა, ერთხელ მიცვალებული აღადგინა. შიმშილობის პერიოდში მონასტრის ბეღელში ხორბალი არ ილეოდა და აქედან მრავალი გლახაკი პურდებოდა. გადმოცემის მიხედვით, ერთხელ წმინდა ბერის ლოცვამ ზღვაც კი დააცხრო და გემი მოსალოდნელ დაღუპვას გადაარჩინა. სამოცი წელი განაგებდა წმინდა მერკელე მღვიძარეთა მონასტერს. 485 წელს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 11 იანვარი, Qwellyland, თვენი, იანვარი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 444

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters