ავგუსტუს ოქტავიანეს ზეობის დროს, ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება აღწერილიყო რომის იმპერიის მოსახლეობა. იმ ხანად პალესტინა რომის ერთ-ერთ პროვინციას წარმოადგენდა და ბრძანების თანახმად, მასაც უწევდა აღწერაში მონაწილეობა. ებრაელებს კი აღწერის თავიანთი მეთოდი ჰქონდათ. ისინი იაკობის, ისრაელის თორმეტი ტომის შთამომავლებს აღწერდნენ მათი ქალაქების მიხედვით. იუდას ტომისგან შობილი დავით მეფის შთამომავლები იყვნენ იოსები და მასზედ დაწინდული ქალწული მარიამი. დავითის ქალაქად "პურის სახლი", ანუ "ბეთლემი" იწოდება. მართალი იოსები და მარადქალწული, მიდგომილი მარიამი, დავითის შთამომვლები იყვნენ და სწორედ ბეთლემისკენ გაემართებიან. როგორც მათეს სახარებაში ვკითხულობთ, წინასწარმეტყველი მოგვითხრობს: "და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღუარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი.[მქ. 5,2] (მთ. 2,6)". ბეთლემში მისულებს ყველა სასტუმრო თუ სხვა ღამის გასათევი სავსე ან დაკეტილი დახვდათ, არავინ შეიფარა წმინდა ოჯახი. ქალაქი შორიახლოს ერთ გამოქვაბულს მიაშურეს, რომელსა უამონდობის ჟამს მწყემსები პირუტყვთა საკვებად და თავსესაფრად იყენებდნენ. სწორედ იქ, დაიბადა ძე ღვთისა, მხსნელი სოფლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. წმინდა წერილი მოგვითხრობს, რომ პირველი ვინც შობის ამბავი შეიტყვეს, მწყემსები იყვნენ, რომელთაც ანგელოზთა გუნდი გამოეცხადა გალობით: "დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ." (ლკ. 2,14). ანგელოზმა უთხრა მწყემსებს, რომ იშვა მაცხოვარი და მას იპოვიდნენ შეხვეულსა და მწოლარეს ბაგაში.
ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ უფლის შობის წინა დღეებში, გამოჩნდებოდა ვარსვკლავი აღმოსავლეთით. სწორედ ამ ვარსკვლავს გამოყვნენ მოგვები, რომლებმაც უფლის შობის ამბავი პირველებმა ამცნეს იერუსალიმს. შემდეგ იპოვეს ბაგა და თაყვანი სცეს უფალს, მიართვეს მას ოქრო, ვითარცმა მეფეს, გუნდრუკი, ვითარცა ღმერთს და მური, ვითარცა ადამიანს.
ქრისტეს შობის დღესასწაული პირველი საუკუნიდან აღინიშნება.
ტეგები: 7 იანვარი, Qwellyland, თვენი, იანვარი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•