ძველ დროს იაპონიაში გზის განსანათლებლად ქაღალდის ფარანს იყენებდნენ! სანთელს ბამბუკის ჯოხზე ამაგრებდნენ, გარედან კი მას ქაღალდი იცავდა...

... ერთხელაც უსინათლო ადამიანი მეგობარს ესტუმრა. საუბარში დაუღამდათ და მასპინძელმა უსინათლოს თავისი ფარანი შესთავაზა. სტუმარმა ჩაიცინა:

- რაში მჭირდება ფარანი ? ჩემთვის  სულერთია დღეა თუ ღამე! 

- მართალი ხარ, - უპასუხა მეგობარმა, - შენთვის გამოუსადეგარია, მაგრამ  დაეხმარება მათ, ვისაც სიბნელეში შენთან შეჯახება არ სურთ !

.. .. მოკიდა უსინათლომ ფარანს ხელი და დაიძრა სახლისკენ, მაგრამ სულ მცირე დროში მას ადამიანი დაეჯახა  და წააქცია.

 - ჰოი, უგუნურო, - შესძახა უსინათლომ – ეს რაა? ფარანს ვერ ხედავ ?

- ძმაო, - უპასუხა უცნობმა – შენი ფარანი ჩაქრა !

 

    უმრალესობას  სხვის ნათელში სიარულს - საკუთარ სიბნელეში ყოფნა ურჩევნია !

ტეგები: Japan, Qwelly, იგავი, ნათელი

ნახვა: 812

გამოხმაურებები!

ჰოოოოო, საინტერესო იყო!

saınteresoa da brznulı

მამუკა, ვიდრე კახა აქ არ არის, მე გიპასუხებ :) ვფიქრობ კახაც დამეთანხმება. :) 

ერთი - ქველი, ეს საიტი სულ არ იარსებებდა ადამიანებს რომ ცხოვრებაში ქველობა არ ეზარებოდეთ! 

ორი - ამ საიტზე თუ სხვაგან იქველებ რა მნიშვნელობა აქვს? :) დიდი... მართალია ძაღლებიც ჭამენ სუფრიდან ჩამოცვენილ ნამცეცებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მარგალიტები ღორებს დავუყაროთ, რაც გამოიხატება იმაში რომ ფბ_ზე, ოდნოში და სხვა მრავალ სოციალურ ქსელზე, მართლაც მოიპოვება ღირსეული სტატიები, წმინდა წერილის კარგი განმარტებები და ა.შ. რომელსაც თუ ერთად სევკრებთ როგორც საკრალურს ცუდი არ იქნება

(P.S. ღორობა ცუდად არ გამიგოთ სხვა წამკითხველებმა, ეს სახარებიდანაა და თუ გნებავთ განმარტებას შემდეგ მოვაყოლებ, მამუკას განმარტება არ დასჭირდება)...

და ბოლოს - ეს საიტი არ არის საიტი საიტისთვის, ეს არის იდეისთვის - რაზეც შენ უკვე დააკომენტარეო რომ "გასაგებია ჩემთვისო". ამიტომ გეთანხმები! ;) 

მამუკა †_მ თქვა:

უქველობას თქვენ თუ ეძახით იმას, რომ მარტო ამ საიტზე (ქველი) უნდა ვიყოთ და სხვაგან არა, არ გეთანხმებით; მაგრამ, თუ გულისხმობთ უქველობას, უმოწყალობას, რასაც, იგავიც ეხმიანება, რა თქმა უნდა გასაგებია ჩემთვის! :)

მშვენიერია :) ძალიან კარგად გაგიგია ქველის ერთ-ერთი დანიშნულება - მოგეხსენება პიროვნულობა წყვეტს ადამიანის "ბედს" :)

როგორც ამბობენ ჩვენთვის მთავარია არეტე - ანუ სიქველე, რომელიც ვლინდება ტეხნეში ანუ დახელოვნებაში :) ეს ორი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა! :)

მამუკა †_მ თქვა:

ამ საიტზე ყურადღება გამახვილებულია საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაზე, რაც, რა თქმა უნდა ხშირად მეზარება-ხოლმე! ლექსებს ვწერდი და მაგასაც თავი მივანებე! ალბათ იმიტომ, რომ შეყვარებული არ ვარ:))). უნიკალური დონეა, და მისაღწევი: გამოავლინო მაქსიმალურად საკუთარი შესაძლებლობები და პარალელურად, უფრო და უფრო თავმდაბალი გახდე!!! აი, ეს მინდა მე! მაგრამ... რა მაგრამ?! მოკლედ, ვეცდები!!!

? ანუ სხვა ვერ გაუნათა გზა?

RSS

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters