21 მაისს, 14.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის ფოიეში გაიხსნება საქართველო1918-1921-1924 წლების მოვლენათა ამსახველი თემატური ექსპოზიცია. გამოფენა ეწყობა ახალგაზრდული ორგანიზაციის - „FOREVER“ და თბილისის მერიის ორგანიზებით. ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტებს და უნივერსიტეტის სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ სხვადასხვა არქივში მოპოვებული 200-მდე უნიკალური ფოტოდოკუმენტი. გამოფენას გახსნის საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი.

ახალგაზრდული ორგანიზაცია „FOREVER“, ქალაქ თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებასთან ერთად, განახორციელებს ღონისძიებათა ერთობლიობას, სახელწოდებით „საქართველოს მოპოვებული, დაკარგული და აღდგენილი დამოუკიდებლობა - 1918-1991 წ.წ.”

ჩვენ მიერ დაგეგმილი ყველა ღონისძიება ატარებს არაკომერციულ, არაპოლიტიკურ ხასიათს. მათში მონაწილეობის მიღება და დასწრება იქნება თავისუფალი. ღონისძიებები დაგეგმილია 20-26 მაისს და იქნება ინტელექტუალურ-შემეცნებითი ხასიათის. სამოქალაქო საზოგადოების ამ კუთხით ნაკლებად ინფორმირებულ ნაწილს ექნება საშუალება, საინტერესო ფორმატით მიიღოს მეტი ინფორმაცია.

  1. საქართველოს 1918-1921-1924 წლების მოვლენათა შესახებ სამეცნიერო კონფერენცია;
  2. საქართველოს 1918-1921-1924 წლების მოვლენათა ამსახველი თემატური ექსპოზიცია;
  3. 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის ამსახველი ფოტო გამოფენა;
  4. გეგა კობახიძის ნახატების გამოფენა;
  5. ფილმების ჩვენება გეგა კობახიძის მონაწილეობით;
  6. მხატვარ სოსო წერეთლის ნახატების გამოფენა.

ღონისძიების მხარდაჭერა გამოხატა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტმა, თიბისი ბანკმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ.

„FOREVER“  - არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირია, რომლის ძირითადი მიზნებია - საქართველოს ისტორიის კვლევა, ანალიზი, განზოგადება და სხვადასხვა  ფორმით მიწოდება საზოგადოების ფართო ნაწილისათვის;  საქართველოს საზოგადო მოღვაწეებისა და სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლების ღვაწლისა და დამსახურების შესწავლა, წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობებისთვის; საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციების კვლევა, წარმოჩენა და მათი შენარჩუნების ხელშეწყობა; სამოქალაქო მონაწილეობის გააქტიურება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში; საქართველოს განვითარების სხვადასხვა სფეროში მიმდინარე მოვლენების მხარდაჭერა, შესწავლა, ანალიზი და განზოგადება; სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა დაახლოება, მათი ღვაწლისა და ინიციატივების წარმოჩენის ხელშეწყობა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ტეგები: 1918, 1921, 1924, iliauni, qwelly, არქივი, საქართველოს, ფოიე, წლები

ნახვა: 186

ბლოგ პოსტები

FC 26 Coins Strategy Breakdown: How to Master Gameplay Mechanics and Tactics

გამოაქვეყნა HrBrenda_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 5:01am 0 კომენტარი

EA Sports FC 26 brings a whole new level of depth and excitement to the world of football gaming. With enhanced graphics, more fluid gameplay mechanics, and advanced strategic elements, this installment of the franchise challenges players to think… გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters