ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 25-მა ლექტორმა პროტესტის ნიშნად დატოვა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის 25-მა ლექტორმა პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტი დატოვა.
ამის შესახებ "პირWელს" ილიას უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა ლექტორმა გიორგი მიქანაძემ განუცხადა.
"გაათავისუფლეს ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მაია გონაშვილი და ამავე ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი აკაკი ცომაია. გარდა ამისა, ორივე მათგანი იყო კონკურსში გასული და ადმინისტრაციულის გარდა, აკადემიურ თანამდებობასაც ფლობდნენ და ორივე დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. მაია გონაშვილი არის  ადამიანი, რომელმაც ამ ფაკულტეტის შენება თავის გუნდთან ერთად დაიწყო, ფეხზე დააყენა, რეიტინგი მისცა. რამდენიმე თვის წინ მოსული დეკანი იბარებს და ეუბნება მას, რომ გათავისუფლებულია ორივე თანამდებობიდან. ასე არ შეიძლება. მითუმეტეს, აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლებას თავის პროცედურები აქვს. არ ვიცი რა ინტერესების მსხვერპლი გახდა მაია გონაშვილი,  მაგრამ ფაქტია ის, რომ ამ ფაკულტეტზე არ ხდებოდა ჩაწყობები და ნაცნობობით ნიშნის დაწერები. ვცდილობდით სამართლიანად გვემართა პროცესები", - განაცხადა მიქანაძემ. 


მისივე თქმით, დღეს ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის 25 ლექტორის წერილი გაიგზავნა რექტორთან, სადაც ისინი, პროტესტის ნიშნად, აღნიშნულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ.
"ამასთან, ჩვენი გადაწყვეტილება ბოლო დროს ილიას უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე უსამართლოდ, ეთიკური ნორმების დარღვევით, ადამიანის უფლებისა და თავისუფლების შემლახველ ცვლილებებს უკავშირდება. მოგიწოდებთ! ყველგან, ყველა ინსტიტუციაში მოითხოვეთ სამართლიანობის აღდგენა და ყოველთვის იბრძოლეთ სიმართლისთვის. ჩვენ ამით ხელს ვუწყობთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და ვეხმარებით მომავალ თაობებს. სხვა არანაირი ინტერესი არ გვამოძრავებს, გარდა იმისა, რომ დაისაჯონ დამნაშავეები. თუ ჩვენ ვართ დამნაშავეები, ჩვენ დაგვსაჯონ!" -  დასძინა მიქანაძემ.


სააგენტოს უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ 25 თანამშრომლის უნივერსიტეტიდან წასვლის ფაქტი დაუდასტურა.

წყარო >> pirWeli.com.ge

ნახვა: 677

გამოხმაურებები!

ნამდვილად, ნამდვილად... ბიზნესის ფაკულტეტის ლექტორები წავიდნენ ჩვენგან... :(

მეც ეგ მაინტერესებს გონაშვილი რატომ გაუშვეს. იცის ვინმემ რამე? სასიამოვნო პიროვნებაა, განათლებული, სტუდენტებთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა...

მდაააა... მე გონაშვილს არ ვიცნობდი, მაგრამ კაი - მეც მეწყინება... :)))

ეგ წყენა რა შუაშია? მიჩქმალული სამართალია საწყენი...

მდაა... :) კარგი... :))))

Mariam May said:

ეგ წყენა რა შუაშია? მიჩქმალული სამართალია საწყენი...

და ეს 25 ლექტორი კონკრეტულად რომლები არიან არაა ცნობილი?

მე არ ვიცი გვანც და ისე ეცოდინებათ... :)

გვანცა said:

და ეს 25 ლექტორი კონკრეტულად რომლები არიან არაა ცნობილი?

aba vis gecnobat tqveni leqtorebi?

axali ra aris? dabrunda vinme tu darcha biznesi leqtorebis gareshe?

გუნცი ეს რა ფოტოა? სად იშოვე? არაფერი არ ჩანს და რისთვის დადე??? :(((((

გვანცა said:

aba vis gecnobat tqveni leqtorebi?

არ ვიცი არაფერი მარიამ... ილიაუნის საიტზე არაფერი არ წერია... საინფორმაციოდან არაფერს არ მწერენ და სხვა ილიაში ვერ ჩავიდოდი :))))))

Mariam May said:

axali ra aris? dabrunda vinme tu darcha biznesi leqtorebis gareshe?

RSS

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters