ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის 25-მა ლექტორმა პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტი დატოვა.
ამის შესახებ "პირWელს" ილიას უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა ლექტორმა გიორგი მიქანაძემ განუცხადა.
"გაათავისუფლეს ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მაია გონაშვილი და ამავე ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი აკაკი ცომაია. გარდა ამისა, ორივე მათგანი იყო კონკურსში გასული და ადმინისტრაციულის გარდა, აკადემიურ თანამდებობასაც ფლობდნენ და ორივე დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. მაია გონაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ფაკულტეტის შენება თავის გუნდთან ერთად დაიწყო, ფეხზე დააყენა, რეიტინგი მისცა. რამდენიმე თვის წინ მოსული დეკანი იბარებს და ეუბნება მას, რომ გათავისუფლებულია ორივე თანამდებობიდან. ასე არ შეიძლება. მითუმეტეს, აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლებას თავის პროცედურები აქვს. არ ვიცი რა ინტერესების მსხვერპლი გახდა მაია გონაშვილი, მაგრამ ფაქტია ის, რომ ამ ფაკულტეტზე არ ხდებოდა ჩაწყობები და ნაცნობობით ნიშნის დაწერები. ვცდილობდით სამართლიანად გვემართა პროცესები", - განაცხადა მიქანაძემ.
მისივე თქმით, დღეს ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის 25 ლექტორის წერილი გაიგზავნა რექტორთან, სადაც ისინი, პროტესტის ნიშნად, აღნიშნულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ.
"ამასთან, ჩვენი გადაწყვეტილება ბოლო დროს ილიას უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე უსამართლოდ, ეთიკური ნორმების დარღვევით, ადამიანის უფლებისა და თავისუფლების შემლახველ ცვლილებებს უკავშირდება. მოგიწოდებთ! ყველგან, ყველა ინსტიტუციაში მოითხოვეთ სამართლიანობის აღდგენა და ყოველთვის იბრძოლეთ სიმართლისთვის. ჩვენ ამით ხელს ვუწყობთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და ვეხმარებით მომავალ თაობებს. სხვა არანაირი ინტერესი არ გვამოძრავებს, გარდა იმისა, რომ დაისაჯონ დამნაშავეები. თუ ჩვენ ვართ დამნაშავეები, ჩვენ დაგვსაჯონ!" - დასძინა მიქანაძემ.
სააგენტოს უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ 25 თანამშრომლის უნივერსიტეტიდან წასვლის ფაქტი დაუდასტურა.
წყარო >> pirWeli.com.ge
ტეგები:
ნამდვილად, ნამდვილად... ბიზნესის ფაკულტეტის ლექტორები წავიდნენ ჩვენგან... :(
მეც ეგ მაინტერესებს გონაშვილი რატომ გაუშვეს. იცის ვინმემ რამე? სასიამოვნო პიროვნებაა, განათლებული, სტუდენტებთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა...
მდაააა... მე გონაშვილს არ ვიცნობდი, მაგრამ კაი - მეც მეწყინება... :)))
ეგ წყენა რა შუაშია? მიჩქმალული სამართალია საწყენი...
მდაა... :) კარგი... :))))
Mariam May said:
ეგ წყენა რა შუაშია? მიჩქმალული სამართალია საწყენი...
და ეს 25 ლექტორი კონკრეტულად რომლები არიან არაა ცნობილი?
მე არ ვიცი გვანც და ისე ეცოდინებათ... :)
გვანცა said:
და ეს 25 ლექტორი კონკრეტულად რომლები არიან არაა ცნობილი?
axali ra aris? dabrunda vinme tu darcha biznesi leqtorebis gareshe?
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•