ძვირფასო სტუდენტებო!
მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ 25 იანვარს საქართველოს გაეროს ასოციაციისა და იუსტიციის სამინისტროს პროექტის ,,უფროსი მეგობრის“ ფარგლებში საქართველოს წითელი ჯვრისა და იაშვილის ბავშვთა კლინიკაში არსებული ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრის მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყობა “სისხლის ჩაბარების დღე”.
ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს თვეში 21 ლიტრამდე სისხლის გადასხმა სჭირდებათ. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს შესაბამისი რაოდენობის სისხლის მოპოვება, აღნიშნული აქცია დაეხმარება წითელ ჯვარს დონორების მოძიებაში.
სისხლის ჩასაბარებელი პუნქტები გახსნილი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში (ჭავჭავაძის #32) 10:00–19:00 საათამდე. პროცედურა არის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და მას განახორციელებს იაშვილის ბავშვთა კლინიკა.
თითოეულმა დონორმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• დონორი უნდა იყოს სრულწლოვანი;
• სისხლის ჩაბარებამდე 2 დღით ადრე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლური სასმელი;
• ბოლო 6 თვის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გაკეთებული ტატუირება და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა;
• არ უნდა ჰქონდეს გადატანილი ბოტკინი, არ უნდა იღებდეს მედიკამენტებს სისტემატურად;
• არ უნდა აწუხებდეს დაბალი წნევა;
• დონორის მინიმალური წონა უნდა იყოს 50 კგ, მაქსიმალური ასაკი 56 წელი.
თითოეული დონორის სისხლი გაივლის ლაბორატორიულ შემოწმებას და სისხლში არსებული რაიმე ცვლილების შემთხვევაში იაშვილის კლინიკა პირადად შეატყობინებს მათ. ინფორმაცია არის კონფიდენციალური!
ყველას, ვინც 25 იანვარს გახდება სისხლის დონორი, კინოთეატრი რუსთაველი გადასცემს კინოთეატრის ბილეთს!
“სისხლის ჩაბარების დღის” მხარდამჭერები არიან: საქართველოს გაეროს ასოციაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს წითელი ჯვარი, იაშვილის ბავშვთა კლინიკა, კინოთეატრი "რუსთაველი", ფოტოგრაფი გურამ მურადოვი.
ტეგები: qwelly, დღე, სისხლის, ჩაბარების
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
© 2026 George.
•