სოციალური ცვლილებები და კრიზისები თანამედროვე საზოგადოებაში
3 ივლისი, 2013 წელი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2013 წლის 3 ივლისს ჩატარდება სოციოლოგთა რიგით მეორე სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „სოციალური ცვლილებები და კრიზისები თანამედროვე საზოგადოებაში“. სოციალური ცვლილებები თანამედროვე საზოგადოებაში განსაკუთრებული კომპლექსურობითა და მეტისმეტად აჩქარებული ტემპით ხასიათდება, რაც საზოგადოების ცალკეულ სფეროებში ხშირად ხანგრძლივ კრიზისებს აჩენს.
კონფერენციის მიზანს, ერთი მხირვ წარმოაგენს მაკრო დონეზე მიმდინარე სოციალური ცვლილებების სოციოლოგიური ანალიზი, რომელიც გავლენას ახდენს ისეთ ძირეულ სოციალურ ინსტიტუტებზე, როგორებიცაა ეკონომიკა, პოლიტიკა, რელიგია, ოჯახი, განათლება, მეცნიერება, ტექნოლოგია, ლეგალური სისტემა და ა.შ. მეორე მხირვ, სოციოლოგთა კვლევის ფოკუსში მოქცეულია მიკრო დონეზე განხორციელებული სოციალური ცვლილებები, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ჩვენს ღირებულებებზე, ატიტუდებზე, რწმენებზე, ცალკეული ინდივიდის მოქმედებებზე და საბოლოო ჯამში, ცვლის თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას.
ახალგაზრდა მკვლევარებს, რომელებიც დაინტერესებული არიან თანამედროვე საზოგადოების წინაშე არსებული სოციალური ცვლილებებითა და კრიზისებით, საშუალება ეძლევათ წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები და გაუზიარონ ერთმანეთს იდეები.
კონფერენციის მიზანია:
შესაძლებლობა მისცეს სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობენ, შეხვდნენ ერთმანეთს, გააფართოვონ თავიანთი აკადემიური ქსელი, იმსჯელონ თავიანთ ნაშრომებზე და გაუზიარონ ერთმანეთს იდეები. განიხილონ თანამედროვე საზოგადოების წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები და წინააღმდეგობები, რომელიც განსაკუთრებული იმპულსი ხდება სოციოლოგიური რეფლექსიისათვის.
კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა მკვლევარებს. როგორც, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის, ასევე დოქტორანტურის სტუდენტებს.
საბუთების მიღება:
ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს 1 გვერდიანი ავტობიოგრაფია (CV), კონფერენციაზე წარსადგენი კვლევითი ნაშრომის აბსტრაქტი (არა უმეტეს 300 სიტყვისა) და რეკომენდაცია სამეცნიერო თემის ხელმძღვანელისაგან 2013 წლის 20 აპრილამდე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ana.kirvalidze@iliauni.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვწეროთ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
ტეგები: Qwelly, კონფერენცია, სოციოლოგია
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•