გაცნობებთ, რომ 3 აპრილს, 19:00 საათზე (G 106), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში გთავაზობთ ემად სალემის ლექციას „ხელოვნების ადმინისტრირება“.
ემად სალემი (საერთაშორისო პროგრამების დირექტორის მოადგილე) - წარმოშობით ეგვიპტიდან. დასს 2011 წლის ივნისიდან შეუერთდა და მას შემდეგ გეგმავს და ახორციელებს Dancing to Connect-ის პროგრამას ხუთი კონტინენტის 25-ზე მეტ ქვეყანაში. არის Battery Dance Company-ს ინსტიტუტის ლექტორი. მისი გამოცდილება მოიცავს ისეთ საქმიანობებს, როგორიც არის: რჩევების მიცემა საჯარო დიპლომატიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არასამთავრობო და ფართო პროფილიანი ორგანიზაციებისთვის, მთავრობისთვის. ასევე, კონსულტაციების გაწევა უნარიანობის ამაღლებაზე, განათლებასა და სასწავლო გეგმის გაუმჯობესებაზე, გამოკვლევების მეთოდოლოგიაზე და სტრატეგიულ განვითარებაზე. ემად სალემის მიღებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაში, ორმაგი ბაკალავრის დიპლომი ამერიკული უნივერსიტეტის საერთაშორისო სწავლებასა და ეკონომიკაში.
ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
დასწრება თავისუფალია.
----------
გაცნობებთ, რომ 3 აპრილს, 15:00 საათზე (E213), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი უმასპინძლებს ვილნიუსის თეატრის, მუსიკის, კინო და ტელევიზიის აკადემიის პროფესორს, კინორეჟისორსა და კინოსცენარისტს - გიედრე ბეინორიუტეს.
გიედრე ბეინორიუტე - რეჟისორი და სცენარისტი. დაიბადა 1976 წლის 23 აგვისტოს. 2002 წელს დაამთავრა ლიტვის თეატრის, მუსიკის, კინოს და ტელევიზიის აკადემიის კინო-ტელე ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა და მიიღო მაგისტრის ხარისხი აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებაში. მას გადაღებული და დაწერილი აქვს სცენარი 7 მხატვრული, მოკლე და საშუალო მეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის. მისი ფილმები აღიარებულია როგორც ლიტვაში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ასევე მუშაობდა პროდიუსერად. ასწავლის სცენარის წერასა და რეჟისურას თეატრის, მუსიკის, კინოს და ტელევიზიის აკადემიაში. არის ლიტვის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.
მასთან შეხვედრის მეორე დღიდან, კერძოდ 4,5,8 და 10 აპრილს, 18:00 საათზე, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“, პროფესორი გიედრე ბეინორიუტე, ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მხარდაჭერით, გთავაზობთ თანამერდოვე ლიტვური კინოს საღამოებს.
დასწრება თავისუფალია.
----------
3 აპრილს, 17:00 საათზე, A 101 აუდიტორიაში მომავალ ანგლისტთა ასოციაციის კინო–კლუბი გიწვევთ ფილმის Mr. Nobody-s ჩვენებაზე.
ფილმის შემდეგ გაიმართება დისკუსია თემებზე "თავისუფალი არჩევანი" , "ბუნებრივი ფენომენი", "სამყაროს შექმნის პროცესი".
მისამართი: ჭავჭავაძის 32
დასწრება თავისუფალია.
----------
მოგახსენებთ, რომ 2 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის 2, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართება აუტიზმის შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია.
ფილმი მომზადდა "ფონდი - ღია საზოგადოება საქართველოს" დაფინანსებით. ფილმზე მუშაობდა ილიას სახ. უნივერსიტეტის სატელევიზიოსასწავლო ცენტრი, ბატონ ზურაბ ოშხნელისხელმძღვანელობით.
აგრეთვე, ამ დღესთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი
გიორგი ლიპარიშვილი გამართავს მარიონეტების სპექტაკლს აუტიზმის ცენტრის ბავშვებისათვის.
----------
მოგახსენებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და “National Geographic საქართველო” იწყებენ საინტერესო დისკუსიების ყოველთვიურ სერიას ჟურნალის მიერ გაშუქებულ სხვადასხვა სფეროში.
პირველი შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 4 აპრილს, 15:00-დან 16:30-მდე, ,,ლიგამუსში”. ჟურნალ National Geographic საქართველოს აპრილის ნომრის მოკლე პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია თემაზე:
სამეცნიერო მიღწევები ,,იურული პარკის” ამუშავებისთვის, ანუ ვითამაშოთ ,,ღმერთობანა”.
დისკუსია არასპეციალიზირებულია, რაც გულისხმობს, რომ თემა გათვალისწინებულია ნებისმიერი სპეციალობის სტუდენტისთვის. პოპულარულ ენაზე ვისაუბრებთ გადაშენებული სახეობის აღდგენის სამეცნიერო მიღწევებზე (მათ შორის კლონირებაზე), ხოლო დისკუსიის ძირითადი ნაწილი შეეხება ეთიკურ-რელიგიურ მოსაზრებებს, ზოგად მიზანშეწონილობას, საშიშროებებს და ა.შ.
დასწრება თავისუფალია.

ტეგები: Geographic, National, Qwelly, news, აუტიზმი, ილიაუნი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•