ქვეყანაში აქტიური მოქალაქეობის წახალისების მიზნით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს კონკურსს მოტივირებული სტუდენტებისთვის, ვისაც მოსწონთ აქტუალურ პრობლემებზე წერა და სურთ განივითარონ ხელისუფლების კონტროლის უნარ-ჩვევები.

კონკურსის ფარგლებში სტუდენტებს მოეთხოვებათ დაწერონ მცირე კვლევის ანგარიში, რომელშიც ისინი წარმოაჩენენ ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებულ პრობლემას. კონკურსში მონაწილე სტუდენტებმა თავად უნდა აირჩიონ საკვლევი საკითხი და ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების რომელიმე ინსტიტუტი. შერჩეული საჯარო დაწესებულებიდან სტუდენტებმა უნდა მოიპოვონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია, რომელიც უნდა ამყარებდეს კვლევის მიგნებებს. შესაძლო საკითხებს შორისაა: შესაბამის სახელისუფლებო უწყებაში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ნაკლებობა, ინფორმაციის მიუწვდომლობა, სადავო საბიუჯეტო პრიორიტეტები, თანხების არამიზნობრივად განკარგვა და სხვა.

ტრენინგი:

კონკურსში მონაწილე სტუდენტთათვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ექსპერტები გამართავენ ტრენინგს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, კვლევის მიზნებისათვის საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზების გამოყენება და ბლოგის წერა. ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, შეავსეთ განაცხადი 25 აპრილამდე. ტრენინგამდე რამდენიმე დღით ადრე მონაწილეები ელფოსტით მიიღებენ შეტყობინებას დეტალებით ადგილისა და დროის შესახებ.

ტრენინგში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

მოთხოვნები:

საუკეთესო ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ავტორის დამოკიდებულება საკითხისადმი და ხედვა პრობლემის გადასაწყვეტად უნდა იყოს მკაფიოდ გადმოცემული;
  • ნაშრომი უნდა ემყარებოდეს შერჩეული საჯარო დაწესებულების შესახებ სტუდენტის მიერ მოპოვებულ პირველად ინფორმაციას: ოფიციალურ ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ მონაცემებს ან წერილობით გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას – ინფორმაციის მოთხოვნისა და უწყების საპასუხო წერილების დასკანერებული ასლები ნაშრომს თან უნდა დაურთოთ;
  • არგუმენტების გასამყარებლად წყაროების მოყვანა შესაძლებელია, მაგრამ მათი წილი არ უნდა აღემატებოდეს ტექსტის 20%-ს;
  • ნაშრომი გამართული ენით უნდა იყოს დაწერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • ანგარიში უნდა იყოს დაბეჭდილი 11-იანი შრიფტით და 1,15-იანი დაშორებით;
  • ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს;
  • დასაშვებია ცხრილებისა და გრაფიკების გამოყენება;
  • პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში ნაშრომის ავტორი დისკვალიფიცირებული იქნება.

მონაწილეობა:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით მოქმედი ყველა უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

კვლევის ანგარიში უნდა გამოგზავნოთ მისამართზე: anticorruption@transparency.ge, წერილის subject-ის ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული შემდეგი ტექსტი: აქტიური მოქალაქე – ანგარიშვალდებული მთავრობა. ანგარიშების მიღების ბოლო ვადაა 22 მაისი, 18:00 საათი.

გამოგზავნილი დოკუმენტის პირველი გვერდი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ავტორის სახელი და გვარი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი, ელფოსტა;
  • უნივერსიტეტის დასახელება და ფაკულტეტი;
  • ბაკალავრიატის/მაგისტრატურის პროგრამის შესაბამისი კურსი (სწავლების წელი).

დაჯილდოება:

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 3 ივნისს ორგანიზაციის ოფისში შემდეგი პრიზებით:

  • 1-ელი ადგილი: აიპედი;
  • მე-2 და მე-3 ადგილი: ამაზონ ქინდლი.

საუკეთესო კვლევები, ავტორების ნებართვით, გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე.

ტეგები: Qwelly, გამჭირვალობა, კონკურსი, საერთაშორისო, საქართველო, სტუდენტური

ნახვა: 127

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters