გაცნობებთ, რომ მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ეწყობა სტუდენტური დებატები თემაზე: სამართლიანი არჩევნების როლი დემოკრატიული განვითარების პროცესში. 

სტუდენტური დებატები ჩატარდება საქართველოს ხუთ საუნივერსიტეტო ქალაქში: ახალციხე, ბათუმი, თბილისი, თელავი, ქუთაისი. ყოველ ქალაქში გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომლის წევრებს დააჯილდოვებენ და მიიწვევენ საზაფხულო სკოლაში 2013 წლის აგვისტოში. 
დებატებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის სტუდენტებს 
სტუდენტური დებატების მიზნები:

• სტუდენტებს შორის არჩევნების თემაზე მსჯელობის წახალისება;

• სამოქალაქო მონაწილეობისა და არგუმენტირებული საჯარო დისკუსიის პოპულარიზაცია;

• ახალგაზრდებში არგუმენტირებული დისკუსიის უნარ-ჩვევების განვითარება. 
სტუდენტური დებატების ვადები: 

5 - 30 მაისი - სტუდენტური გუნდების დარეგისტრირება;

1 - 15 ივნისი - საუნივერსიტეტო ქალაქებში დებატების ჩატარება;

5 - 11 აგვისტო - საზაფხულო სკოლა გამარჯვებული გუნდების წევრებისთვის. 

სტუდენტური დებატების პირობები:

• დებატებში მონაწილე უნდა იყოს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის სტუდენტი;

• მონაწილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. 
სტუდენტური დებატების წესები:

• დებატები ტარდება პოპერის მეთოდით;

• ყოველი გუნდი შედგება სამი წევრისაგან;

• გუნდი უნდა დარეგისტრირდეს 5-დან 21 მაისამდე;

• დარეგისტრირებისათვის გუნდის კაპიტანმა იმეილზე keti@participate.ge  უნდა გამოაგზავნოს: (1) ქალაქი, (2) უნივერსიტეტის დასახელება, (3) გუნდის დასახელება, (4) გუნდის წევრების სახელი, გვარი, ფაკულტეტი და კურსი, (5) გუნდის წევრების საკონტაქტო ინფირმაცია: მისამართი, ტელეფონი, ელფოსტა; 

• რეგისტრაციის წერილის სათაურში მითითებული უნდა იყოს: სტუდენტური დებატები - 2013/Student Debates 2013;

• ყველა დარეგისტრირებული გუნდი მიიღებს საინფორმაციო ბუკლეტს სტუდენტური დებატების და კონკურსის წესების დეტალური აღწერით;

• დასახელებული ქალაქების დებატების ფინალში გასული ორი გუნდის წევრები დაჯილდოვდებიან. გამარჯვებულებს კი მიიწვევენ 5-დღიან საზაფხულო სკოლაში: სამოქალაქო მონაწილეობა და არგუმენტირებული საჯარო დებატები. საზაფხულო სკოლა ჩატარდება აგვისტოს პირველ ნახევარში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.

• საზაფხულო სკოლის დასასრულს მოეწყობა დებატები მონაწილე გუნდებს შორის და გამოვლინდება გამარჯვებული. 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით - keti@participate.ge
დებატების შესახებ სრული ინფორმაცია და რეგისტრაციის ფორმა იხილეთ ვებ-გვერდზეwww.participare.ge ან www.cipdd.org

სტუდენტური დებატების პარალელურად ჩატარდება ბლოგების კონკურსი. კონკურსი ღიაა საქართველოს ხუთ საუნივერსიტეტო ქალაქში (თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და თელავში) რეგისტრირებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალვრიატის ყველა სტუდენტისთვის. საკონკურსო ბლოგების ზოგადი თემებია: სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში; არგუმენტირებული დებატების მნიშვნელობა საჯარო დისკუსიებში;
პოლიტიკური არჩევანის გაკეთების წინაპირობები.

შესაძლებელია ზოგადი თემების დავიწროება და ამ საკითხებთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემატიკის გამოვლენა.
კონკურსში მონაწილე სტუდენტმა ბლოგი უნდა გამოაგზავნოს მისამართზე: keti@participate.ge ანnino@participate.ge და წერილში მიუთითოს ბლოგის ავტორის: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია. ბლოგის ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს. ბლოგების გამოგზავნა შესაძლებელია 5 მაისიდან 20 ივლისის ჩათვლით. ბლოგები გამოქვეყნდება კავკასიური ინსტიტუტის საიტებზე და facebook-ის გვერდებზე. ივლისის ბოლოს ჟიური გამოავლენს და დააჯილდოვებს გამარჯვებული 3 ბლოგის ავტორს. 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით - keti@participate.ge

ტეგები: Qwelly, students, დებატები

ნახვა: 109

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters