თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობით, International Spark Program - ის ფარგლებში, 2012 წლის  11-21 აგვისტოს ბაზალეთზე, თავისუფალი უნივერსიტეტის ტრეინინგ ცენტრში უკვე  მე-3-ჯერ ჩატარდება

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლიდერობაზე!!!

საზაფხულო სკოლის პლატინუმ სპონსორიაჯგუფი დექსუსი (www.dexus.ge)   

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა სტუდენტს (მიუხედავად იმისა, თუ რომელ უნივერსიტეტში სწავლობს და რა პროფესიისაა), ვინც სწავლობს პირველ ან მეორე კურსზე და ინგლისურ ენაზე შეუძლია თავისუფლად კომუნიკაცია.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მონაწილეები ბაზალეთის ტბასთან მდებარე ტრეინინგ ცენტრში,  10 დღის განმავლობაში მოისმენენ ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორების ლექციებს. სკოლის დასასრულს კი ყველა მონაწილე წარმოადგენს თავის პროექტს.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია, მხოლოდ 80 წარმატებული კანდიდატი შეძლებს მონაწილეობის მიღებას.

მონაწილეების გამოსავლენად ჩატარდება კონკურსი ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი - საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა 2012 წლის 20 ივლისამდე. გაითვალისწინეთ, რომ უპირატესობა მიენიჭება ადრე გამოგზავნილ აპლიკაციებს

მეორე ეტაპი - თუ წარმატებით გაივლით პირველ ეტაპს, მოგიწვევთ  გასაუბრებაზე. გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე და მას დაესწრება ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენელი

თავისუფალი უნივერსიტეტი საზაფხულო სკოლის ყველა მონაწილეს სთავაზობს დაფინანსებას:

თუ ხართ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ჩვენ გთავაზობთ 80%-იან დაფინანსებას, რაც საზაფხულო სკოლაში თქვენი მონაწილეობის საფასურს ამცირებს 220 ლარამდე*

თუ ხართ ნებისმიერ სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, ჩვენ გთავაზობთ 70%-იან დაფინანსებას, რაც საზაფხულო სკოლაში თქვენი მონაწილეობის საფასურს ამცირებს 320 ლარამდე*

გარდა ამისა საერთაშორისო საზაფხულო სკოლის სპონსორები გთავაზობენ სრულ, 100% - იან დაფინანსებას**

*საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის სრული საფასური შეადგენს 1080 ლარს.

**გაითვალისწინეთ, რომ იმ სტუდენტს, ვინც შეძლებს და ყველაზე მეტ მონაწილეს მოიზიდავს საზაფხულო სკოლაში, დამატებითი დაფინანსების მიღებისას მიენიჭება პრიორიტეტი

თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ მიღებული დაფინანსება ფარავს პროგრამაში მონაწილეობის საფასურს,  10 დღის განმავლობაში ბაზალეთის ტერინინგ ცენტრში ცხოვრების, სამჯერადი კვების, ტრანსპორტირების (თბილისი-ბაზალეთი-თბილისი), საკითხავი და სხვა საჭირო მასალების ხარჯებს

დამატებითი ინფორმაციისთვის გვეწვიეთ თავისუფალი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: www.freeuni.edu.ge  ან International Spark Program - ის ვებ-გვერდზე: http://internationalspark.org/ 

If your actions inspire others to dream more, learn more, do more and become more, you are a leader

საკონტაქტო ინფორმაცია:

თეონა ოძელაშვილი
საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ორგანიზატორი
t.odzelashvili@freeuni.edu.ge
(+995 577) 79 41 44

ტაილერ კიფ (Tyler Keefe)

International Spark Program - ის კოორდინატორი

applications@internationalspark.org

გვეწვიეთ Facebook - ის გვერდზე 

ტეგები: Iliauni, lshisa, საერთაშორისო_საზაფხულო_სკოლა_ლიდერობაზე

ნახვა: 301

გამოხმაურებები!

ვფიქრობ საინტერესოა...

თქვენ რას იტყვით ილიაუნელებო? 

RSS

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters