ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფილოსოფიისა და სოციოლოგიის მიმართულებების ხელშეწყობის პროექტის (2013-2015) ფარგლებში, ბაკურიანში, 15-დან 26 აგვისტოს ჩათვლით, იმართება საზაფხულო სკოლა, რომელიც ეძღვნება თემას:  აღიარებისა და პასუხისმგებლობის პრობლემები გერმანულ იდეალიზმში და მათი გავლენა თანამედროვე სოციალურ თეორიებზე.

საზაფხულო სკოლაში ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე პროფესორები და დოცენტები ფილოსოფიისა და სოციალური თეორიის დარგში: ლუდვიგ ზიპი,  გეორგ ლომანი,  ნიკლაუს ლარგიერი,  იოჰანეს ვაისი, თეო კობუში და შტეფან ციმერმანი.

ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორები. საზაფხულო სკოლაში ლექცია-სემინარები ჩატარდება გერმანულ ენაზე, თანმიმდევრული ქართული თარგმანის თანხლებით.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეთა შერჩევა მოხდება  ესეების კონკურსის საფუძველზე. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სახელმწიფო უნივერსიტეტების სხვადასხვა საფეხურზე მყოფ სტუდენტებს (ბაკალავრებს, მაგისტრებს,  დოქტორანტებს) ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით.

სტუდენტები, რომლებიც შესარჩევ კონკურსს წარმატებულად გაივლიან, მოიპოვებენ სრულ დაფინანსებას საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის. უპირატესობა მიენიჭებათ სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ გერმანულ, ან/და ინგლისურ ენებს, ვინაიდან საკითხავი მასალა, (გარდა ქართული ენისა), ამ ორ ენაზე იქნება წარმოდგენილი.

შეირჩევა 15 საუკეთესო ესეი და შესაბამისად, დაფინანსდება კონკურსში გამარჯვებული 15 სტუდენტი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, ელექტრონულ მისამართზე: summerphilo@gmail.com 15 ივლისამდე გადმოგზავნოთ თქვენი ბიოგრაფია (CV) და ესეი თემაზე: რატომ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ საზაფხულო სკოლაში.


საზაფხულო სკოლის აკადემიურ მხარდაჭერას  უზრუნვალყოფს კასელის (გერმანია) უნივერსიტეტი და ბონის (გერმანია) ფილოსოფიის ინსტიტუტი, ფინანსურ უზრუნველყოფას კი ახორციელებს:
• ფოლკსვაგენის ფონდი (VolkswafenStiftung)
• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
• საქართველოს სხვდასხვა რეგიონის უნივერსიტეტები

ტეგები: Qwelly, საზაფხულო, სკოლა, სოციოლოგია, ფილოსოფია

ნახვა: 187

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters